საკუთარ თავს გადავაბიჯე და ანიმეს სერიალს ვუყურე.
ბავშვობაში ერთადერთი ანიმე მქონდა ნანახი spirited away და ახლა სხვა რისთვის უნდა მეყურებინა თუ არა death note.
არ ვიცი საიდან დავიწყო. მოდი თავიდან იმას ვიტყვი რომ ამ ანიმეს ყურება იმიტომ გადავწყვიტე რომ ყველამ ეს მირჩია, ყველა ამას აქებდა, საუკეთესო ანიმეებში სულ ტოპ ადგილებზეა. . .
. . . ხოოოდა, ეს თუ ტოპია აბა დანარჩენი რა ნაგავია წარმოდგენაც არ მინდა
ანიმეების და მითუმეტეს კონკრეტულად ამ ანიმეს მოყვარულები ალბათ გამინაწყენდებიან, მაგრამ ძალიან ბევრ მომენტში შეგრძნება მქონდა რომ ინდურ სერიალს ვუყურებდი. კონკრეტულად იმას ვგულისხმობ რომ საკუთარ თავთან ეს გამუდმებული საუბრები და ხმამაღალი ფიქრები არ შემიძლია რა

მაგ საკუთარ თავთან საუბრით მაყურებელს რომ გვიღეჭავენ თითოეულს ნაბიჯს, გეგონება დებილები ვიყოთ. აი იმენა დამღალა ამ გამუდმებულმა ხმამაღალმა ფიქრებმა. სადმე ოჯახში ინდური სერიალისთვის რომ მომიკრავს თვალი აი ზუსტად ეგეთი მომენტებია ხოლმე იქაც, დაბალინტელექტუალ მილიარდიან მაყურებელს მასეთი ხმამაღალი ფიქრებით უხსნიან და უღეჭავენ სიუჟეტს. ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა ამ ანიმეშიც. რავი შეიძლება ეგეთი სპეციფიკა აქვს ზოგადად ანიმეებს, ხოდა მინდა გითხრათ რომ უდებილესი სპეფიციფიკაა. არც ეს ბავშვური სიგიჟემდე ბრმად სიყვარული არ შემიძლია, ლაითზე რომ ჭედავდა მისა და ყველაფელს რო უჯელებდა. კერქი რააა. თუნდაც ის მეორე ტაკადა ვითომ ჭკვიანი იყო, მარა აღარაფერი აკლდა მისამდე, ეგეც ჭედავდა ლაითზე ლა ექნა :დ ინდური სერიალი + თვაილაითი :დდ
თვითონ death note-ის იდეა ძალიან კარგია. მშვენივრად დაიწყო და თავიდან წყალივით მიდიოდა. მარა აი მერე და მერე ტვინი გაიბურღა.
ელი და ლაითი რომ ებრძოდნენ ერთმანეთს მშვენიერი იყო, დაძაბულობა და რამე-რუმე. მარა არც მანდ აკლებდნენ უაზროდ გაწელვებს. მერე მისა გამოხტა, მერე და მერე ხან ვინ და ხან ვინ. მერე ვაბშე ეს იოცუბას კორპორაცია საიდან გამოჩხრიკეს, რა საჭირო იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მინი ისტორია რომ მორჩებოდა მერე ისევ ახალ პერსონაჟს ან ორგანიზაციას შემოგვტენიდნენ დაძაბულობისა და გაწელვისთვის.
აქ უმრავლესობას ალბათ სერიალებიც გიყვართ. მე ზოგადად სერიალები მძულს გაწელილი სიუჟეტის გამო, ხოდა თქვენ მიჩვეულზე შეიძლება ვერ შეამჩნიეთ, მაგრამ ჩემთვის საზიზღრობა იყო ეს ახალ-ახალი შემოტენილი "დაძაბულობები."
ეს დაძაბულობისა და გაწელვისთვის აუცილებელი ახალი პერსონაჟები და კორპორაციები არ იკმარეს და ტიპებმა ელის სიკვდილის მერე ენი გაჩითეს
ნახევარზე მეტი უკვე ნანახი მქონდა, თორემ მიგდება მომინდა.
ეს ენიც საიდან რას ხვდებოდა საერთოდ ყველანაირ აზრს იყო მოკლებული. ელი რომ რამეს ხვდებოდა შეგეძლო ლოგიკურად დაგეკავშირებინა როგორ მიხვდა, ენი კიდე ჰაერიდან აბრეხვებდა რაღაცებს.
ბოლო სერია ხო ვაბშე სიდებილის აპოგეა იყო. ჯევანიმ ერთ ღამეში გადაწერა მთელი სიკვდილის დღიური ზუსტად ანალოგიური ხელწერით.
მთეეეეელი სიკვდილის დღიური, ის სიკვდილის დღიური რომელსაც დაუსრულებელი ფურცლების რაოდენობა აქვს გადაწერა ეეეეერთ ღამეში

(აქ ალბათ იტყვით, ის რატომ არ გაგიკვირდა სიკვდილის ღმერთი რომ არსებობდა და დღიურში ჩაწერით რომ კვდებოდა ხალხიო :დ ხოდა მაშინ მაგ ლოგიკით ბარემ არალოგიკური სიდებილეებით გაევსოთ მთელი სერიალი. თუმცა საბოლოო ჯამში არც დააკლეს არალოკიგურ სიდებილეებს).
მოკლედ როგორი სიდებილეც ენის გამოჩენა იყო, ეგეთივე სიდებილით მორჩა მთელი სერიალი
ჩემი აზრით, ლაითი თუ დამარცხდებოდა უნდა დამარცხებულიყო ელთან. ან თავად უნდა დაემარცხებინა ელი და დაამარცხა კიდეც

შესაბამისად, მაგის მერე სხვანაირად უნდა განვითარებულიყო სიუჟეტი და არა ისე როგორც განვითარდა, ან დასრულებულიყო. ან როგორც ვთქვი დამარცხებულიყო ელთან. გამომიყვანეს მერე ენი, ემი და ბარემ ჩასულიყვნენ ანბანის ბოლომდე. ხან, ჯან, ჰაეც გაეჩითათ ბარემ. სიუჟეტიც გაიწელებოდა იფ
სიუჟეტის განვითარების სიდებილის მერე მოვძებნე და კიდე კაი ვნახე რომ მანგაში ცოტა სხვანაირად არის ყველაფერიო და ამ ვიდეოებმაც დამაშოშმინა.
თან იმ უცნობმა შინიგამმა ლაითივით ვაშლი რომ მისცა
სამართლიან ღმერთად ვერა, მაგრამ შინიგამად ხომ მაინც გადაიქცა ლაითი, მე მომწონს ეგ თეორია.
აა, ხოო, ის უნდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგი საუნდტრეკები აქვს.
რამდენიმე ჩავაგდე ჩემს ფლეილისტში.
ეს უკარგესია.
პ.ს. ამდენი ბოლოს ფორუმზე რა საკითხზე ვწერე აღარც კი მახსოვს :დ
პ.პ.ს. როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს თუ ერთ-ერთ საუკეთესო ანიმედ ითვლება, სხვა ანიმეები რა ინდურობები იქნება წარმოდგენაც არ მინდა :დ
პ.პ.პ.ს. საბოლოო ჯამში ანიმეებისკენ კაი ხანი გამხედი აღარ ვარ :დ
This post has been edited by KickOff on 24 Jul 2021, 05:26