წინადადება შემომაქვს, შეიქმნას ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" და დაიდოს ფსონები სავარაუდო ფეხმძიმეებზე:
* * *
ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი"I.
ზოგადი დებულება1.1 ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლის"–გათამაშების მონაწილის (შემდეგში “მოთამაშე”) მიზანია სერიალის სიუჟეტის ან/და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენათა შედეგის გამოცნობა,
"ქათმის სკინტლის" მიერ წინასწარ გამოქვეყნებული პროგრამის მიხედვით. სერიალის სიუჟეტის ყველა ფსონი ეხება სერიალის ძირითად დროს. (გარდა: “რეალურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე”, თუმცა შესაძლებელია მითითებული იყოს ეს და სხვა პირობებიც. ასევე სერიალის სატელევიზიო დროში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებული ფსონებიც).
1.2 ყველა მოთამაშე ვალდებულია
"ქათმის სკინტლის" ვებ-გვერდზე (ვვვ.საქათმე.გე) რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს.
1.3 მოთამაშისათვის რეგისტრაციის გავლა და ფსონის დადება ნიშნავს, თანხმობას
"ქათმის სკინტლის" მიერ დადგენილი გათამაშების წესების მიმართ.
1.4 გათამაშების წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ფსონის ან ხელშეკრულების მოშლის მიზეზს და წინამდებარე წესების თანახმად, მოთამაშეს არ ანთავისუფლებს ფსონიდან გამომდინარე ვალდებულებებისაგან.
1.5 ტოტალიზატორში
"ქათმის სკინტლი" რეგისტრაციის გავლისა და ფსონის დადების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც ამ პერიოდისათვის უკვე შეუსრულდა 15 წელი და ეთანხმება ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლის" გათამაშების წესებს. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოთამაშეს.
1.6 ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლი" ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შედეგად მოთამაშის მიერ შეყვანილი “პაროლი”, არის საიდუმლო და სასტიკად იკრძალება მისი გასხვისება და მოთამაშის მიერ მისი გადაცემა მესამე პირზე. “პაროლის” უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელი თვითონ მოთამაშეა.
“პაროლის” დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემისა და მოპარვის შემთხვევაში მიყენებულ ზარალზე ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" სრულად იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უშუალოდ მოთამაშეს ეკისრება (შესაბამისად, პრეტენზიები - "მთვრალი ვიყავი და წამომცდა", "სიდედრს უარი ვერ ვუთხარი", "არადა, როგორ ვენდობოდი", "მიშისტი ყოფილა და არ ვიცოდი", "ხინკლის სახლში ვიღაცამ მომპარა" და ა.შ. არ მიიღება).
1.7 მოთამაშის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში (ახლობელი მყავს სცენარისტი, ჩემი შეყვარებული მსახიობია, ძმაკაცის და ვიზაჟისტია და ა.შ.), რომლის შედეგადაც ტოტალიზატორს
"ქათმის სკინტლი" მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი “საქმიანი რეპუტაცია”, ის იტოვებს უფლებას:
• გააუქმოს ან/და დაუბლოკოს როგორც ვებ-გვერდზე, ასევე სერიალის ჩაწერის დროს სტუდიაში შემოსვლა;
• აუკრძალოს ფსონის დადება ან/და გააუქმოს უკვე დადებული ფსონი;
• საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს “თაღლითობის ფაქტის” შესასწავლად მასზე რეაგირების მიზნით და ამით თავისი წვლილი შეიტანოს "ჩაშვების ინსტიტუტის" სტუდენტების წახალისებაში;
• სასამართლოს გზით მოსთხოვოს მოთამაშეს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება (საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სასამართლოს თავისუფლება).
1.8 ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მოთამაშეს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და ფსონის დადებაზე და ამავდროულად არ მისცეს მას განმარტება უარის თქმის მიზეზე.
* * *
II.
ფსონის დადება2.1 ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" მიმდინარე ფსონებს იღებს მის მიერ გამოქვეყნებული პროგრამის საფუძველზე;
2.2 ფსონი მიიღება ბიშტებში;
2.3 მინიმალური ფსონი შეადგენს 0.05 ბიშტს;
2.4
"ქათმის სკინტლი" იტოვებს ყველა უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს მინიმალური და მაქსიმალური ფსონის ოდენობა;
2.5 ერთ ბილეთზე შასაძლო მოგება არ უნდა აღემატებოდეს 100 ბიშტს;
2.6 ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" იტოვებს უფლებას არ მისცეს მოთამაშეს ერთი და იგივე ბილთის რამდენჯერმე დადების საშუალება;
2.7 კოეფიციენტის ნამრავლი არ უნდა აღემატებოდეს 100-ს. იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტის ნამრავლი აღემატება ნებადართულ ზღუდეს ის ჩაითვლება 100-სად. შესაბამისად დადებული თანხა გადამრავლდება აღნიშნულ კოეფიციენტზე;
2.8 ფსონი მიიღება როგორც ცალკეულ კადრებზე ("მატორრ"-დან "მატორრ"-ამდე), ასევე რამდენიმე სერიის სიუჟეტის გამოცნობაზე. თუ ფსონი დადებულია რამდენიმე სერიის (კადრის, რეკლამის თანმიმდევრობის და ა.შ.) შედეგის ერთდოულად გამოცნობაზე, მოგების კოეფიციენტი შეადგნს ცალკეული შედეგების შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლს;
2.9 ზოგ შემთხვევაში სერიის მონაწილე მსახიობების გასწვრივ შეიძლება მითითებული იყოს მეტად უცნაური და მაცდუნებელი პირობები (ჰანდიკაპი). ასეთ შემთხვევაში შესაბამისი შედეგი განისაზღვრება ამ პირობების "მორტყმის" გათვალისწინებით.
2.10 ერთი და იგივე წყვილის სხვადასხვა სახით გამოყენება ერთ ბილეთში არ შეიძლება (მაგ: ქეთევანი-ლოქო ერთმანეთს დასცხებენ და ქეთევანი-ლოქო იჩხუბებენ, ან/და ქეთევანი-ლოქო იჩხუბებენ, ქეთევანი-ლოქო არ იჩხუბებენ).
III
ფსონის გაუქმება3.1 ფსონი გაუქმებულად ითვლება და თანხა მოთამაშეს უბრუნდება იმ შემთხვევაში თუ:
3.1.1 ფსონი დადებულია სერიალის ჩაწერის შემდეგ;
3.1.2 სერიალი არ ჩაიწერა ან/და გადაიდო 1 კვირაზე მეტი ხნით (მაგ. სერია არ ჩაიწერა 10 –რიცხვში, შესაბამისად დროის ათვლა დაიწყება 11-ი რიცხვიდან და ის მოიცავს 17 და 18 რიცხვებს, ანუ სერია თუ არ განახლდა და/ან არ დაიწყო 19 რიცხვის 23.55 საათამდე ფსონი გაუქმებულად ითვლება). (შემდეგ სერიაში გასვლის ფსონები უქმდება თუ სერიის ჩაწერა გადაიდო 2 კვირაზე მეტი ხნით).
3.1.3 სერიის ჩაწერა ჩაიშალა ან/და არ დაფიქსირდა საბოლოო შედეგი;
3.1.4 შეიცვალა სერიის სიუჟეტი (მაგალითად: ტოტალიზატორმა
"ქათმის სკინტლი" მიიღო ფსონი - შემდეგ სერიაში დათო ირაკლის მიცემს 20 ლარს (კუში 20.0), მაგრამ მოულოდნელად დათო სადმე გაემგზავრა. ვთქვათ პაკისტანში). ერთი და იგივე ქალაქში სერიის სხვა სტუდიაში ჩაწერაზე, ან/და მისი ნეიტრალურ სტუდიაში ჩაწერისას ფსონი გაუქმებულად არ ითვლება;
IV
“ცოცხალის” გათამაშების წესები.4.1 “ცოცხალის” შედეგების განსაზღვრა ხდება ვიზუალურად, სერიალის ჩაწერაზე დასწრების დროს.
4.2 ყველა პოზიცია ეხება სერიალის ჩაწერის ძირითად დროს.
4.3 სერიალის ჩაწერის მსვლელობისას გაურკვეველი პოზიციის შემთხვევაში კოეფციენტი 1,0-ის ტოლია.
4.4 “ცოცხლის” გათამაშების პოზიციები:
4.4.1 “სერიალის დაწყება” _ მონაწილე მსახიობებიდან ვინ იტყვის პირველ სიტყვას.
4.4.2 “პირველი სიცილი” _ მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთის მიერ ნათქვამი "ბუ ჰე ჰე ჰე", "ვა ჰა ჰა ჰა", "ჰი ჰი ჰი ჰი", "ხე ხე ხე ხე" და ა.შ.
4.4.3 “პირველი წუწუნი” _ მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთის მიერ ნათქვამი "ირაკლიიიი", "ვაიმე ცუდად ვაარ", "სად შემიძლიაა", "აუ, არაა" და ა.შ.
4.4.4 “პირველი გაფრთხილება”_ მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთის მიერ ნათქვამი "ეხლა თავიდან მომწყდი", "ეს ბიჭი მომაშორეთ", "იცოდე, ეგ მეორედ არ გამაგონო", "უკანასკნელად გაფრთხილებ!" და ა.შ.
4.4.5 “პირველი კოცნა”-მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთის მიერ მეორესთვის კოცნა - "ხელზე", "ლოყაზე", "კისერზე", "ზურგზე", "იდაყვზე", "ყურზე", "ცხვირზე" და ა.შ.
4.4.6 “რომელ ბლოკში გამოჩნდება მსახიობი”-მონაწილე მსახიობებიდან ერთ-ერთის გამოჩენა სერიალის სამიდან ერთ-ერთ ბლოკში.
4.4.7 “ეპიზოდურ როლებში მოწვეული სტუმრები”-სერიის გადაღების დროს ეპიზოდურ როლებზე მოწვეული სტუმრების რაოდენობა.
4.4.8 “გაფუჭებული კადრები”-სერიის გადაღების დროს "სტოპ... სტოპ... სტოპ..."-ების რაოდენობა.
4.4.9 “გაფრთხილებების რაოდენობა” - სერიის გადაღების დროს ნათქვამი "ტექსტები ნუ გეშლებათ, თორემ ჩამოვა გოგიჩაიშვილი და ყველაფერს მოვუყვები" და მისი მსგავსი სხვა ტექსტების რაოდენობა.
4.4.10 “დარეკავს თუ არა ტელეფონი” - სერიის გადაღების დროს სცენარის მიხედვით დარეკავს თუ არა ტელეფონი (მობილური).
4.4.11 “რომელი უფრო ადრე იქნება”-სერიის გადაღების დროს რომელი უფრო ადრე იქნება (მაგალითად: ირაკლის "ბუ ჰე ჰე ჰე" თუ ქეთევანის "ლაშიკოოო".
4.5 სერიის ჩაწერის ჩაშლის შემთხვევაში მოგებები გაიცემა მხოლოდ დაფიქსირებულ და გარკვეულ პოზიციებზე, ანუ პირობებზე რომლებსაც სერიალის შემდეგ განვითარებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო (მაგ: თუ რომელიმე სერია შეწყდა და ამ დროისათვის უკვე დაფიქსირებულია ირაკლის მიერ უფრო ადრე ნათქვამი "ბუ ჰე ჰე ჰე", მოგებები გაიცემა ფსონზე, რომლებიც დადებულია უფრო ადრე ნათქვამ "ბუ ჰე ჰე ჰე"-ზე.
4.6 სერიის ჩაწერის გადადებიდან ან/და შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში მისი განახლების შემთხვევაში (მაგ. სერიის ჩაწერა შეწყდა მე-15-ე წუთზე და 1 კვირაში ის განახლდა მე-16-ე წუთიდან) ყველა ფსონი ძალაში რჩება მატჩის საბოლოო შედეგის დაფიქსირებამდე.
4.7 “ცოცხალი” თამაშის გადადების შემთხვევაში თუ ის არ ჩატარდა დადგენილი ვადიდან 1 კვირის ვადაში, ყველა პოზიციაზე დაფიქსირდება 1.0-ი კოეფიციენტი.
4.8 იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ბედოვლათი ოპოზიციის დამსახურებით (უფრო მათ მიერ გამოთქმული სასაცილო ლოზუნგების წყალობით, როს გამოც შესაძლოა სერიალის იუმორმა დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლოს) არ მოხერხდა სერიის ტრანსლაცია და სერიის ჩაწერის დამთავრებიდან 8 დღის განმავლობაში ვერ იქნა მოპოვებული მისი ვიდეო-ჩანაწერი, ყველა პოზიციაზე კოეფიციენტი ჩაითვლება 1,0-ად.
* * *
V.
განსაკუთრებული პირობები.5.1 კოეფიციენტთა სიის გამოქვეყნების მომენტიდან ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლი" უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეამციროს, გაზარდოს ან/და საერთოდ გააუქმოს ნებისმიერი კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში ერთადერთ მოქმედ კოეფიციენტად მიიჩნევა ის კოეფიციენტი, რომელიც დაფიქსირებულია ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლის" კომპიუტერულ პროგრამაში.
5.2 ნებისმიერი ტექნიკური თუ მექანიკური ხარვეზი განიხილება, როგორც შტატგარეშე გარემოება და ამ შემთხვევაში ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. ასეთი გარემოების შემთხვევაში
"ქათმის სკინტლი" იტოვებს უფლებას ფსონი გაუქმებულად ჩათვალოს.
5.3 იმ შემთხვევაში თუ კოეფიციენტი ან/და შედეგი შეცდომით იქნა შეყვანილი და ამ შეცდომის შედეგად მოთამაშეს დაერიცხა ზედმეტი თანხა, ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" იტოვებს უფლება, მოახდინოს მოგებული თანხის ხელახალი გადაანგარიშება და ჩამოაჭრას მოთამაშეს შეცდომით დარიცხული თანხა.
5.4 ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" არ იღებს პასუხისმგებლობას და პრეტენზიებს არ განიხილავს მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის სახელების თარგმანის კორექტულობაზე. ყველა ინფორმაცია, რომელიც შეეხება გარკვეული დასახელებას ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი არაკორექტულობა არ შეიძლება გახდეს ფსონის გაუქმების წინაპირობად.
5.5 ყველა პრეტენზია და სადაო საკითხი განიხილება, ბილეთის დადებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეტენზიები არ განიხილება.
5.6 ნებისმიერი ფსონის შესახებ ინფორმაცია ინახება ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლის" მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის ელექტრონულ არქივში შენახულ და დაცულ ჩანაწერს.
5.7 წინამდებარე წესდებით გაუთვალისწინებელი დავის წარმოქმნის შემთხვევაში, მოთამაშე ვალდებულია დაეთანხმოს ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლის" ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.
5.8 ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე წესებში.
5.9 წინამდებარე წესდება ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და ის სავალდებულოა ტოტალიზატორ
"ქათმის სკინტლი" ყველა მოთამაშისათვის.
მოკლედ, ახლა პირველი ფსონები.......
ვინ არის ფეხმძიმედ???
ქეთევანი - 1.7
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
მარიკა - 2.1
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
ეკა - 2.0
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
ეკა - (რეალში) - 1.1
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
ანანო - 3.7
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
თამარი - 7.5
გოგოზე - 1.9
ბიჭზე - 1.9
ლოქო - 7.7
გოგო - 1.9
ბიჭი - 1.9
ტოტალიზატორი
"ქათმის სკინტლი" გისურვებთ წარმატებებს!
This post has been edited by geisha on 13 Apr 2009, 13:49
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.