დავბრუნდი...
elizaaaaa
სრული ჭეშმარიტებაა. ბავშვობის მეგობრებს არ ირჩევენ. ისევე, როგორც არ ირჩევენ მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს... უბრალოდ ამ ადამიანებს თავისი ადგილი აქვთ ჩვენს ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ რა მოხდება ეს ადგილები რომ აირიოს...
ბებიასთან ერთად ჩავდივართ უბანში უბნის ბიჭების გასაძუყნად, რომლებმაც ბაბუა საქანელაზე არ აკატავეს და სულ პანჩურები ურტყეს. მერე ვეფერებით აცრემლებულ ბაბუას და ვესაუბრებით მისთვის საინტერესო და საჭირო თემაზე - როგორი მომაბეზრებელია კრიტიკული დღეები და რა გვემართება ასეთ დროს. ასევე ვსაუბრობთ კონტრაცეპტივებზე, რომ ბაბუამ არასასურველი ფეხმძიმობა თავიდან აიცილოს. მამასთან ერთად დაქალებში მივდივართ საჭორაოდ, დედასთან ერთად კი ქალების "მოსახსნელად". ბავშვობის მეგობართან ერთად, რომელიც დაბადებიდან გონებაშეზღუდულია, მივდივართ ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცით ამ "ჩვენთვის ნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრის" შედეგი, რომ ჩვენი ეს გონებაშეზღუდული მეგობარი პირველიდან ბოლო ნათქვამ სიტყვამდე სისულელეებს ილაპარაკებს და აუცილებლად ჩაგვიგდებს საქმიან შეხვედრას, ჩვენ მაინც მიგვყავს ის ამ შეხვედრაზე, რადგან ბავშვობის მეგობრებს არ ირჩევენ. ისევე, როგორც არ ირჩევენ მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს...
მაგრამ რატომღაც ყოველთვის არ გვახსოვს, რომ ბავშვობის მეგობრებს არ ირჩევენ. აი, მაგალითად როცა ჩვენი ბავშვობის მეგობარი ამბობს - "პოლიტიკური პარტია უნდა შევქმნა". ჩვენ კი, მისი "ბავშვობის" მეგობრები ასე ვპასუხობთ მას - "ბუ ჰე ჰე ჰე...", ან "ეს ახალგაზრდა მომაშორეთ", ან "შენ მგონი ვერახარ"...
მგონი ბავშვობის (და ზოგადად) მეგობრებს ასე არ ექცევიან. როგორი პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს მას. შესაბამისად ისევ იმ პრობლემამდე მივედით, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი - სანდრო არის დაუნი და მისსავე "ბავშვობის მეგობრებს" მის მიმართ არაადეკვატური (არაეთიკური) დამოკიდებულება აქვთ.
აქვე ერთ არასასიამოვნო მაგალითს მოვიყვან. ჩემი ნათესავის ბავშვმა (9 წლის), რომელიც მართლა გამოირჩევა ზრდილობით და მართლა არაჩვეულებრივი ბავშვია, და ამავე დროს "შუა ქალაქის" ერთგული მაყურებელია (ისევე როგორც ბევრი ბავშვი), ქუჩაში ხურდა ფულის სათხოვნად მოსულ ადამიანს დასცინა (მეტყველება უჭირდა ამ ადამიანს). ნუ, ეხლა ჩემი და ამ ბავშვის დედის რეაქციაზე არაფერს ვიტყვი. გეტყვით როგორ ახსნა ბავშვმა თავისი ასეთი საქციელი - "აბა სანდროს რომ დასცინიან?!"
ვერ ვიტყვი, რომ ამ ბავშვს სერიალის ყურება აუკრძალეს, რადგან ზუსტად აუხსნა დედამისმა რატომ არ შეიძლება ადამიანების დაცინვა. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დედამისმა (სხვათაშორის ფქისოლოგია) იმ ვარიანტზეც არ იფიქრა, რომ შეიძლება ჯობდეს ბავშვისთვის სერიალის ყურების აკრძალვა. მითუმეტეს ეს ფაქტი (დაცინვის) ყოველ სერიაში მეორდება.
რატომ უნდა დადგეს დღის წესრიგში სერიალის ყურება-არყურების საკითხი, როცა გაცილებით ეფექტური გამოსავალის მოძებნა შეიძლება?
მოკლედ, ძალიან გადავეკიდე სანდროს, მაგრამ რა ვქნა? როგორც ზურას ბებია იტყოდა - მე რომ ვწყევლი, ჩემი ძუძუები ლოცავენ. მართლა ძალიან მომწონს სერიალი და მართლა გულთ ვხალისობ, მაგრამ სანდრო არა!
მაგრამ იმასაც დავაკონკრეტებ, რომ სანდროს პერსონაჟის ამოღება სერიალიდან არ არის აუცილებელი (პირიქით, სერიალში აუცილებლად უნდა დარჩეს). ამ პერსონაჟის ხასიათის შეცვლა შეიძლება და ეს გაცილებით უფრო სასიამოვნო საყურებელს გახდის სერიალს და უფრო სასაცილო გახდება მისი პერსონაჟი.

აქვე კვირის სერიაზეც ვიტყვი. ყველაფერი მართლა "ვერი ვერი გუდ გუდ" იყო (სანდროს გამოხდომების გამოკლებით). განსაკუთრებით "აღშფოთებაზე" რომ ითქვა და კიდევ ირაკლის სადღეგრძელო, კალაძე მოედანზე დანარცხებულ ნედვედს რომ მიეჭრა და ფეხზე წამოდგომაში მიეხმარა
და ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც დაახლოებით ასეთი პათეტიკით გამოდიან - "გაწბილებული დავრჩი იმით, რომ ბოლო სერიას ბოლოს წინა სერია ჯობდა".
სერიალს აკეთებენ ადამიანები, და არა რობოტები. ამიტომ ერთი სერია შეიძლება უფრო სასაცილო იყოს მიდრე შემდეგი სერია. მაგრამ შეიძლება მესამე სერია პირველ ორს ჯობდეს... ამიტომ, ასეთი შენიშვნების მტკივნეულად მიღება არ ღირს...
გავედი...
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.