Rubby
ერთ ერთ საიტზე საინტერესო სტატიას წავაწყდი და ვთარგმნე ქართულად : ))
თქვენ ზედმეტად მეტს უყურებთ ზებუნებრივს თუ ..
1. დილით იღვიძებთ და პირველი რასაც აკეთებთ არის ის რომ ხელს ყოფთ ბალიშის ქვეშ და ამოწმებთ არის თუ არა იქ თქენი პისტოლეტი.
2. როდესაც გადაამოწმებთ ადგილზეა თუ არა თქვენი პისტოლეტი ამბობთ დაახლოებით შემდეგს:
გუშინ ძალიან ნაბ***რი (საიტზე უფრო უარესი ეწერა და ის არ გადმოვთარგმნე

) გამოდგა ის წყეული ავი სული, ძვლები ჯერ კიდევ მტკივა .
3.როდესაც გამოდიხართ სახლიდან იმის მაგივრად რომ ჩაკეტოთ კარები, კარების წინ ხატავთ პენტაგრამას "ეშმაკის მახე".
4.როდესაც მორჩებით პენტაგრამის დახატვას, ფანჯრებთან ყრით მარილს.
5. ამ ყველაფრის შემდეგ როდესაც მიდიხართ სამსახურში, ოჯახის წევრებს ეუბნებით რომ მიდიხართ სანადიროთ.
6.როდესაც მიხვალთ სამსახურში, სამუშაო კომპიუტერს ზედაც არ უყურებთ და კოლეგას ეუბნებით რომ იძიებთ საქმეს მეზობელ კვარტალში საეჭვოდ გაუჩინარებული ხალხის შესახებ
და რომ გჭირდებათ ინფორმაცია ამ რაიონში მცხოვრები ყველა მაცხოვრებლის შესახებ.
7. როდესაც მორჩებით სამსახურს, არ ჩქარობთ სახლში წასვლას. მიემართებით ახლო მდებარე ბარში რათა ბილიარდით გამოიმუშაოთ ფული.
8.თქვენ ხართ მოსიარულე ენციკლოპედია ყველანაირი ზებუნებრივის შესახებ და როდესაც გკითხავენ თუ საიდან იცით ამდენი ამის შესახებ, თქვენ პასუხობთ რომ მამამ გასწავლათ.
9.კითხვაზე რომელია თქვენი საყვარელი მანქანა პასუხობთ : შევროლე იმპალა, 67 წლის გამოშვება.
10.და როდესაც გკითხავენ თუ რომელი მარკაა ეს მანქანა, თქვენ გაბრაზებული ეუბნებით : როგორ შეიძლება ეს მანქანა არ იცოდე.
11.თქვენ პანიკურად გეშინიათ თვითმფრინავით მგზავრობის.
12.როდესაც რომელიმე გაზეთი აქვეყნებს 10 საუკეთესო მამაკაცის სიას, თქვენ გაბრაზებული აგდებთ გაზეთს და ამბობთ : როგორ შეიძლება ამ სიაში არ იყვნენ ჯენსენ ეკლსი ან
ჯარედ პადალეკი.
13.როდესაც ვინმეს საეჭვოდ მიიჩნევთ, გამარჯობის მაგივრად ეუბნებით : "კრისტო".
სპეციალურად 13 რიცხვზე დავასრულე
This post has been edited by Herz0G on 22 Feb 2009, 23:40