JACK_DANIELSარაა პრობლემა
Jensen Ackles ჯენსენ როზ ეკლსი (დაიბადა 1978 წლის 1 მარტს) არის ამერიკელი სატელევიზიო და საფილმო მსახიობი. დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. მამა, ალან როჯერ ეკლსი, მსახიობია. დედა, დონა ჯოან (ნი შაფერი) კი დიასახლისი. ჰყავს 3 წლის ძმა, ჯოშუა და შვიდი წლის და, მაკენზი. მსახიობი ინგლისელების, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების შთამომავალია. თავდაპირველად ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯენსენს სპორტული მედიცინის შესწავლა სურდა, რათა ფიზიოთერაპერტი გამხდარიყო, თუმცა ლოს ანჯელესში გადასვლის შემდგომ სამსახიობო კარიერა წამოიწყო .
პოპულარული გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით ჩვენი ცხოვრების დღეები (Days of our Lives). მისი მონაწილეობით აღსანიშნავი სერიალებია: შავი ანგელოზი, სმოლვილი და CW-ს სახელგანთქმული ზებუნებრივი, სადაც იგი დინ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯარედ პადალეკისთან ერთად თამაშობს. შემოქმედების წლები 1995-დღემდე
ფილმოგრაფია
1995- Wishbone -მაიკლ დუსი -1 ეპიზოდში
1996 -მეშვიდე ცა ჰელოუინის- #9 ბავშვი- 1 ეპიზოდში
1996-Sweet Valley High -ბრედი- 1 ეპიზოდში
1996-მისტერ როდესი -მალკოლმი -1 ეპიზოდში
1997- Cybill- დევიდი -1 ეპიზოდში
1997–2000- ჩვენი ცხოვრების დღეები- ერიკ ბრედი -მთავარი პერსონაჟი
2001 -ქერა -ედი-ჯი -სატელევიზიო ფილმი;- დამხმარე როლი
2001–2002 -შავი ანგელოზი- ბენი/X5-493 და ალეკი/X5-494- მთავარი პერსონაჟი
2002–2003 -ჩვენი იმედების ზაფხული- სი-ჯი- მთავარი პერსონაჟი
2003 -Still Life (unaired)- მაქს მორგანი -1 ეპიზოდში
2004 -The Plight of Clownana- ჯენსენი -დამხმარე როლი
2004–2005 -სმოლვილი- ჯეისონ ტიგუ- მთავარი პერსონაჟი
2005- Devour- ჯეიკ გრეი - მთავარი როლი
2005–present- ზებუნებრივი- დინ ვინჩესტერი -მთავარი პერსონაჟი
2007- Ten Inch Hero- პრისტლი -დამხმარე როლი
2009 -ჩემი სისხლიანი ვალენტინი- ტომ ჰანიგერი- მთავარი როლი
This post has been edited by Rubby on 19 Mar 2009, 23:08
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Keep love in your heart. A life without it is like a sunless garden when the flowers are dead.