მოკლედ, უფრო წესიერად და მარტივად ჩამოვაყალიბოთ რა ხდება კუნძუულზე.
ესე იგი, ჩვენ ვუყურებთ ერთი და იგივე კუნძულზე, სხვადასხვა დროს განვითარებულ მოვლენებს.
ჯეკი, სოიერი, ქეითი, ჯულიეტი, მაილსი, ჰარლი და ფარადეი იმყოფებიან 70-იან წლებში (ამათ დავარქვათ “ჯეკი და მისი გუნდი”, ხოლო სხვა ჩვენი ნაცნობები აწმყოში ან ახლანდელ დროში.
აღსაქმელად ისაა რთული, რომ ჯეკი და მისი გუნდი მომავლიდან არიან. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათთვის ის, რაც ხდება ახლანდელი დროა (იხილეთ მაილსის და ჰარლის დიალოგი, რომლითაც სცენარისტებმა მარტივი ენით სცადეს ახსნა

). ანუ ერთი მხრივ, ეს ამბები უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს, იმიტომ რომ ჯეკის და მისი გუნდისთვის, ის ახლა ხდება. პარალელურად იმ ამბებისა, რაც ახლა მომავალში ხდება (ბენის გასამართლება კვამლის მიერ, ლოკის გაცოცხლება და ა. შ). უფრო ადვილი მისახვედრი რომ იყოს, წარმოიდგინეთ, რომ ჯეკი და მისი გუნდი სადღაც სხვაგან არიან ამწუთას, ხოლო ლოკი და მისი გუნდი სხვაგან.
როცა ამას კარგად წარმოვიდგენთ, უფრო გაგვიადვილდება იმის გააზრება, რომ ეს სხვაგან სინამდვილეში “სხვა დროა”. ანუ ჯეკი და მისი გუნდი აწმყოში აღარ არსებობს, ოღონდ არც მომკვდარან, უბრალოდ წარსულში აგრძელებენ სიცოცხლეს.
შესაბამისად იმისა, როგორც სცენარისტები აწვებოდნენ თავიდან, რაც მოხდა, მოხდაო, ჯეკის და მისი გუნდის ქმედებანი 70-იანებში რამეს კი არ შეცვლის, პირიქით სწორედ იმას მოახდენს, რაც მოხდა (და ალბათ რიჩარდს და შეიძლება, ბენსაც ახსოვს). უბრალოდ, ჯეკმა და მისმა გუნდმა არ იცის, რა მოხდა კუნძულზე (მათ არც ის იცოდნენ, რომ თურმე თვითონ “ცხოვრობდნენ” კუნძულზე 70-იანებში), ამიტომ ვერანაირად ვერ განსაზღვრავენ რა შეიძლება ჩაითვალოს ცვლილებად. ერთადერთი მინიშნება ისაა, რაც ფარადეისგან გაიგეს, რომ არ უნდა ააშენებინონ სადგური.
ახლა რაც დავწერე, ვიცი რომ ძნელად აღსაქმელია, მაგრამ ვისაც დროში მოგზაურობაზე ფილმები უნახავს ან წიგნები წაუკითხავს, ის უკეთ მიხვდება. ისიც უნდა წარმოვიდგინოთ, რამხელა პარადოქსი შეიძლება გამოიწვიოს, წარსულის უმცირესმა ცვილებამაც. ამიტომ ასე ხელაღებით, სადგურს ააფეთქებენ და ყველაფერი შეიცვლება, თვითმფრინავი აღარ ჩამოვარდებაო, ეგრეც არაა. უფრო სწორად, იმედია, სცენარისტები ასე არ მიაფუჩეჩებენ ამ ყველაფერს.