უმაგრესი სერია იყო, მეხუთე სეზონში ესე ჯერ არცერთი არ მომწონებია
დავიწყოთ იქიდან თუ რატომ გაქრა შარლოტას გვამი.
მაშინვე ის ვიფიქრე რომ ისეთ დროში მოხვდებოდნენ სადაც შარლოტა უკვე არსებობდა
და რადგანაც ორი შარლოტა ვერანაირად ვერ იქნებოდა მისი გვამიც ამიტომ გაქრა ჩემი აზრით
მაშინ თუ ასეა რა მდგომარეობაშია ბენი?ან რა მდგომარეობაში იქნება როცა პატარა ბენი მოვა კუნძულზე?

ნუ ეს სოიერი მაგრად არ დამევასა დარმას ფორმაში და გადატკუცული თმებით : D
რასაც ვერ ვიტყვი ჯულიეტზე, რა ფორმაში იყო მანქანიდან რომ გამოძვრა
მაგარი ქალია
იმ ორი კაცის სიკვდილი ვერ გავიგე :|
აკი მომავლის შეცვლა არ შეიძლება და რაც მოხდა მოხდაო?
ესენი რომ არა ვინ ესროდათ ამათ? ხო შეიცვალა მომავალი?
ეს დროის ფაქტორი არ მესმის ნორმალურად ჯერ-ჯერობით...
ბავშვის დაბადებას რაც შეეხება, ჯულიეტს როგორ გაუხარდა რომ გააჩენინა
და აქვე ერთი კითხვა დამებადა
თუ მაგ დროში ბავშვის დაბადება შესაძლებელი იყო, რა მოხდა შემდეგ ისეთი რამაც საერთოდ "აკრძალა" ბავშვის დაბადება კუნძულზე?
ჩემი აზრით სწორედ ამის გარკვევა სურს ბენს და ამიტომაც ჩამოიყვანა ჯულიეტი
ან არ ვიცი...

ალპერტის და ჯიმის საუბარი დამევასა
ჯიმი ახალი ლიდერია?

მართლაც მოუხდა ლიდერის როლს
კიდევ ერთი დროის ფაქტორი... (აღარ შემიძლია უკვე)
ჯულიეტს რომ კუნძულიდან გასვლა უნდა რომელ დროში მიდის? :|
და რა მოხდება დათქმული ორი კვირის შემდეგ ნეტა?

ხო ეხლა რაც შეეხება ჯიმსა და ჯულიეტს
ფანტასტიკური წყვილი
ამათ წყვილზე ჯულიეტის გამოჩენიდან ვფიქრობდი, არა ალბათ უფრო ვოცნებობდი იმიტომ რომ მართლა არ წარმომედგინა...

უყურონ ეხლა ჯეკმა და კეიტმა მაგათ ზასებს და დორბლიც წამოუვათ

დასასრული კარგი იყო, უკვე აღარ მოველოდი დაბრუნებულების გამოჩენას და მაგრად გამიხარდა

ერთი სიტყვით მართლაც მაგარი სერია იყო

ესეც პრომო
ეპიზოდი გამოდის 19 მარტს
This post has been edited by Rain_Boy on 5 Mar 2009, 17:47