უფრო რო დავკონკრეტდეთ

ჩიდორის ზოგადი მახასიათებლები:
ტექნიკის ავტორი - ჰატაკე კაკაში (ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძა)
ტექნიკის დონე - A
იყენებს - მხოლოდ სტიქიას
კლასიფიკაცია - ნინძიუცუ
ტექნიკის გამოყენება იციან - კაკაშიმ,სასკემ
ტექნიკის დებიუტი (პირველი გამოჩენა) მოხდა:
მანგაში - 113
ანიმეში - 67
ტექნიკა ჩიდორი ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძის, ჰატაკე კაკაშის პირველი ორიგინალი ტექნიკაა რომელიც მან სავარაუდოდ დაახლოებით მაშინ მოიგონა როდესაც ის ჯაონინი გახდა (შინობის მესამე ომის დროს)
პირველად თავის ცხოვრებაში ტექნიკა კაკაშიმ სწორედ მესამე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა, თავისი სენსეის (მინატო ნამიკაძის) თვალწინ... თუმცა ტექნიკის კონტროლი პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
მეოთხე ჰოკაგემ კაკაშის ურჩია ტექნიკა აღარასოდეს გამოყენებინა, რადგან ის ძალიან დიდი რისკის მატარებელი იყო!
ტექნიკის უდიდეს მინუსად სწორედ ის იყო დასახელებული რომ ამ ტექნიკის გამოყენების დროს შინობი ძალზედ სუსტდება დაცვის მხრივ... ვინაიდან შინობი რომელიც მას იყენებს პრაქტიკულად კარგავს ყველანაირ კონტროლს სხეულის მოძრაობაზე და მისთვის ნებისმიერი სახის დარტყმის აცილება პრაქტიკულად წარმოუდგენელი ხდება!
(კაკაშიმ ეს პრობლემა თავისი შარინგანით მოაგვარა, ხოლო სასკეს როგორც ხვდებით ასეთი ტიპის პრობლემა არც შექმნია)
რაც შეეხება სასკეს, ის არის ერთად-ერთი ადამიანი რომელსაც კაკაშიმ ეს ტექნიკა გაანდო!
ეს მოხდა როდესაც უჩია სასკე ჯერ კიდევ გენინი იყო, ჩუნინის გამოცდების დროს...
რამდენადაც ჩვენ ვიცით, კაკაშიმ ამისი გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა რომ სასკეს ახლად მიღებული "დაწყევლილი ბეჭდის" გამოყენება არ დასჭირვებოდა!
ისევე როგორც კაკაშის, სასკესაც ელვის სტიქია ჰქონდა, რაც აუცილებელია კიდეც ამ ტექნიკის შესასწავლად
ასევე ჩვენ ვიხილეთ ჩიდორის კიდევ ერთი ვერსია (სერიები 140-142)
სასკემ გვაჩვენა რომ ტექნიკისათვის "დაწყევლილი ბეჭდის" ჩაკრის დამატების შემთხვევაში (თანაც თუ მისი საკუთარი ჩაკრა დაიცლებოდა) მას ეძლეოდა საშუალება გამოეყენებინა ჩიდორის კიდევ ერთი ტიპი ეგრეთ წოდებული Flipping Chidori (თარგმანში: დემონური ჩიდორი) რომელსაც ორიგინალი ჩიდორისგან განსხვავებით სხვა ფერი ჰქონდა. ამავდროულად ის ბევრად უფრო ძლიერი ტექნიკა იყო. მაგრამ ვინაიდან სასკე უჩიამ თავისი "დაწყევლილი ბეჭედი" დაკარგა, შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოდ რომ მას ტექნიკის ამ ტიპის გამოყენება აღარ შეუძლია.
ტექნიკამ განვითარება ორივე მხარეს ჰპოვა (იგულისხმება რომ ორივე ადამიანმა რომელმაც იცოდა ეს ტექნიკა განავითარა ის თავისებურად)
სასკე უჩიამ ოროჩიმარუსთან სწავლის პერიოდში ჩიდორი ხელიდან მთელ სხეულზე გადაიტანა და ახლად დაბადებულ ტექნიკის განვითარებას "ჩიდორი ნაგაში" უწოდა... თუმცა მისი ტექნიკა ჩვეულებრივი ჩიდორის სიძლიერის რჩებოდა, იმ განსხვავებით რომ ბევრად უფრო დიდ არეალს მოიცავდა რაც მის დამანგრეველ ძალას საგრძნობლად ზრდიდა.
რამდენადაც ჩვენ ვნახეთ, მას ტექნიკის გატარება თავის ხმალში, ან თუნდაც სხეულში შეუძლია!
რაც შეეხება თვითონ ტექნიკის ავტორ, ჰატაკე კაკაშის მან ტქნიკის განვიათრება ბევრად უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და ჩიდორიში ფორმის კონტროლი დაამატა... ჩიდორიზე დაფუძნებული ტექნიკა S კლასის გამოვიდა, მისი დამანგრეველი ძალა საგრძნობლად გაიზარდა, მეტიც, ანიმესა და მანგაში იმის შემდეგ რაც ტექნიკას ვხედავთ, ჩვენ არ გვინახავს არაფერი, რამაც მისი შეჩერება შეძლო ან რაც ტექნიკამ ვერ გაარღვია! ახალი ძლევამოსილი ტექნიკის სახელი "რაიკირი" (თარგმანში: ელვის მჭრელი) არის.
პრინციპში ცოტა მეტის თქმაც შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენ ვიცით მან ტექნიკას "ელვის მჭრელი" მას შემდეგ უწოდა რაც ძაბვის კაბელში გამავალი დენი (თვალით ხილვადი) ორ ნაწილად გაჭრა მისი პირველად გამოყენების დროს. როგორც იცით ჩიდორი უბრალოდ სტიქიის კონტროლია, რაც შეეხება რაიკირის, ჩიდორისგან განსხვავებით ის უფრო მუქი ლურჯია და ერთ კონკრეტულ ადგილზეა უფრო ფოკუსირებული (ესეც ფორმის მართვა)
თვითონ კაკაში პირველ ნაწილში ტექნიკას დაახლოებით 4ჯერ იყენებს დღეში (ეს მისი პიკია) თუმცა სერიალის მეორე ნაწილში ის ამას უკვე 6ჯერ ახერხებს თავისუფლად (როგორც მინიმუმ ჩვენ ამდენი გვინახავს)
თვითონ კაკაშის ტექნიკა ბევრი სხვადასხვანაირი გზით გამოუყენებია თუმცა ოროჩიმარუსთან ბრძოლის დროს ჩვენ ვნახეთ რომ ის ტექნიკას ყველანაირი ბეჭდის ფორმირების გარეშე იყენებს, ხოლო კაკუზოსთან შერკინების დროს მან ტექნიკა ორივე ხელით გამოიყენა (თანაც ისე რომ მეორე ხელით პირველის დაჭერა აღარ სჭირდება)
თვითონ სახელი რაიკირი მოდის ცნობილი სამურაის, ტაჩიბარა დოსეცუს ისტორიიდან (22 აპრილი 1513 - 2 ნოემბერი 1585) ტაჩიბარას ჰქონდა ძლიერი ხმალი სახელად ჩიდორი (ათასი ჩიტი) , ერთხელ კი როდესაც ეს კაცი ხის ქვეშ ისვენებდა, მას უეცრად ელვამ დაარტყა, მან კი თავისი ხმლით ელვა გაჭრა და გადარჩა... სწორედ ამის შემდეგ ტაჩიბარამ ხმლის სახელი "ათასი ჩიტიდან" "ელვის მჭრელზე" ანუ რაიკირიზე შეცვალა!
რაც შეეხება ამ ორი ტექნიკის შედარებას (ჩიდორი ნაგაში და რაიკირი) ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ რაიკირი ბევრად უფრო ძლევამოსილი ტექნიკაა რომელიც ნაგაშის პრაქტიკულად ყველა ასპეკტში ჯობნის!
რაიტონზე, ეისოუზე და სენბოუზე კი ბევრი არაფერია სასაუბრო
რაიტონი გარდამავალი ტექნიკაა ჩიდორისა და რაიკირის შორის
სენბოუ და ეისოუ კიდე მარტივი დაშლაა უბრალოდ მოსახერხებელ სიტუაციებში გამოსაყენებელი