არ გეწყინოს, მაგრამ მე მაგის არ მჯერა.
რეიტინგი რომ ჰქონოდა ნამდვილად არავინ დახურავდა, დამიჯერე

მაშინ ლოგიკა მითხარი. რატომ უნდა დახურო სერიალი, რომელსაც რეიტინგი აქვს?
პოლიტიკასთან რომ ყოფილიყო კავშირში, ნამდვილად არ გამიკვირდებოდა.
პრობლემა ის არის, რომ იმედის ხელმძღვანელობამ (აბა მეტი ვინ უნდა ყოფილიყო?!) გადაწყვიტა გაეკეთებინა სერიალი, რომელიც ყველა მაყურებელზე იქნებოდა გათვლილი. ეს კი ძალიან დიდი აბსურდია. ასეთი სერიალი მსოფლიოში არავის არ გაუკეთებია.
ეს დიდი თემაა, მაგრამ ვეცდები მოკლედ ვთქვა.
ვინ არის სერიალის მაყურებელი?
პირველ რიგში ესენი რა თქმა უნდა დიასახლისები არიან. სერიალების მაყურებლების ყველაზე დიდი არმია სწორედ დიასახლისებისაგან შედგება, მაგრამ "კლინიკა" ვერც თავისი შინაარსით მიიზიდავდა დიასახლისებს და ვერც თემატიკით. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, დიასახლისებს ასეთი ჟანრის სერიალები არ აინტერესებთ. აღარაფერს ვამბობ სერიალის ეთერში გასვლის დროზე. ღამის 11 საათზე დიასახლისები სხვა საქმით არიან დაკავებულები (და ტელევიზორის პულტების ანექსიას ოჯახის სხვა წევრები ახდენენ). და სწორედ მაგიტომაც არის, რომ ბრაზილიური, მექსიკური, პორტუგალიური და ა.შ. საპნის ოპერები (სერიალების სათაურებს ნუ ჩამომათვლევინებთ. არ ვიცი) გაცილებით უფრო ადრე გადის, ვიდრე კლინიკა.
ეხლა ოჯახის დარჩენილ წევრებზე.
ბებიები-ბაბუები:
როგორც წესი პენსიონერებს ამ დროს სძინავთ. ისინიც, ისევე როგორც დიასახლისები, საპნის ოპერის მაყურებლები არიან. 11 საათამდე მათ უკვე მოასწრეს თავიანთი წილი სერიალების ნახვა და ხოსეს თავხედობით შეურაცხყოფილებსა თუ მარიას სპეტაკი ცრემლებით გულდათუთქულებს, ამ დროს თავი უკვე ბალიშზე უდევთ და "გრელკებთან" ჩახუტებულები მშვიდად იძინებენ.
ქმრები:
გუშინ ბიძაჩემთან ვიყავი და მაგიდიდან რომ წამოდგა ასეთი ტექსტი მოაყოლა: "წავედი მე წიგნს წავიკითხავ, მერე ... (არ მახსოვს რა თქვა) იწყება და მერე კლინიკას ვუყურებ". და რომ ვუთხარი, კლინიკა დაიხურა თქო, ძალიან ეწყინა (რაც, დიდად არ გამკვირვებია, მაგრამ ცოტათი კი).
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბიძაჩემი ბოლო ორი თვეა უმუშევარია და უყვარს ტელევიზორის ყურება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ამ სერიალის ერთგული მაყურებელია (მართლა ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ისე შეწუხდა კლინიკის დახურვით). მაგრამ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საღამოობით (საკმაოდ ხშირად არის ასეთი საღამო) უყვარს ხოლმე ღვინის მირთმევა (რის გამოც მალევე იძინებს. ვერ არის მთლად მაგარი მსმელი

), ამ შემთხვევაში მისი ერთგულება (საპატიო მიზეზების გამო) ცოტა ეჭვქვეშ დგება

.
მაგრამ, ბიძაჩემის გარდა არიან სხვა ზრდასული მამაკაცები. და აქედან რამდენი პროცენტია ჩემპიონთა ლიგის (და ზოგადად სპორტული გადაცემების) მაყურებელი, რამდენი ჰოლივუდური ფილმის მაყურებელი, რამდენია საღამოობით ქართული ქეიფის მოტრფიალე და რამდენი საერთოდ ვერ იტანს ტელევიზორს, ასეთი კვლევები მე კი არა იმ ტელევიზიის ხემძღვანელობას უნდა ჩაეტარებინა, ვინც კლინიკის გადაღება გადაწყვიტა.
დაბოლოს, ოჯახის ასაკით ყველაზე დაბალი ფენა:
მათი უმეტესობა, ვისაც უფლება არ აქვს, რომ ღამის 11 საათზე სახლიდან გავიდეს, მაგრამ უფლება აქვს არ ეძინოს (ძირითად არასრულწლოვნები), ამ დროს კომპიუტერთან სხედან და ერთობიან. ან სხვა საქმით არიან დაკავებულები (ნებისმიერ შემთხვევაში "კლინიკა" მათთვის საინტერესო არ არის). ვისაც სახლიდან გასვლის უფლება აქვს, ის ამ დროს დაქალთან თუ ძმაკაცთან ერთად კლინიკის ყურებაში არ დახარჯავს...
ეს ყველაფერი ძალიან მოკლედ.
და რა თქმა უნდა იმის თქმას არ ვცდილობ, რომ ამ მაყურებლების არც ერთი წარმომადგენელი არ უყურებდა "კლინიკას". რა თქმა უნდა არიან ადამიანები (როგორც დიასახლისებში, ასევე პენსიონერებსა თუ თინეიჯერებში), რომლებიც ამ სერიალს უყურებენ (თუმცა, გარკვეულ მიზეზთა გამო მათ ერთგულებაშიც ეჭვი მეპარება). უბრალოდ, საერთო ჯამში მათი რიცხვი ძალიან შორს იყო იმ საჭირო მინიმუმისაგან, რაც ამ სერიალს ცხოვრებას გაუხანგრძლივებდა.
ვინ არის ყველაზე ერთგული მაყურებელი?
რა თქმა უნდა სერიალზე მომუშავე ადამიანები და მათი საახლობლო (+ გარე მაყურებლების მცირე არმია).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სერიალზე დასაქმებული ხალხის (და შესაბამისად სერიალის ერთგული მაყურებლის) რიცხვის კატასტროფულად გაზრდა, არანაკლებ კატასტროფულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ეს გზა მიგვიყვანდა ტაძრამდე.
მოკლედ, მეტს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი.
როცა პოტენციურ სპონსორს სთავაზობ სერიალის (ან ნებისმიერი სხვა სატელევიზიო გადაცემის) სპონსორობას და ეუბნები, რომ ეს "N" თანხა დაუჯდება (რაც, არც თუ ისე ცოტა იქნება), ბუნებრივია ის საკუთარი არხებით ცდილობს იმის გარკვევას, თუ რამდენად პოპულარულია ეს სერიალი (თუ გადაცემა) ხალხში და რამდენად უღირს მას ამ საქმეში ფულის ჩადება. თუ "იმედს" არ ჰყავს მარკეტინგის სამსახური და რომელიმე ადამიანი ერთპიროვნულად, ყოველგვარ კვლევებზე დაყრდნობის გარეშე იღებს რაიმე სერიალის გადაღების გადაწყვეტილებას, ნორმალურ კომპანიებში ეს ასე არ ხდება. ყველა ნორმალურ კომპანიას ჰყავს თავისი მარკეტინგის სამსახური და მათი რეკომენდაციის შემდეგ იღებს კომპანიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეში ფულის ჩადება.
ეს რომ თავის დროზე გაეთვალისწინებინა იმედის ხელმძღვანელობას, საქმე აქამდე არ მივიდოდა. და არ მგონია წყალში გადაყრილი ამდენი ფულის (აბა ამ ადამიანების შრომა ვის რაში ანაღვლებს) გამო ვინმეს პსუხი მოსთხოვონ.
ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თუმცა, მე პირადად სხვას არაფერს ველოდი.
სერიალზე მომუშავე პერსონალს წარმატებებს გისურვებთ.
ვფიქრობ, რომ ამ მოკლე დროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მალე უკეთეს პროდუქტს შექმნით.
გული არ გაიტეხოთ
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.