ფილმ "კლინიკის" პრემიერა აპრილში გაიმართება
ტელესერიალ "კლინიკის" ჩვენების შეწყვეტამ მაყურებელს გული დასწყვიტა. თუმცა რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ გადამღებ ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა ტელესერიალი ფილმად ექცია.
- "კლინიკას" ბევრი მაყურებელი ჰყავდა, მათ გულს არ დავწყვეტთ და შეძლებისდაგვარად გავახარებთ კიდეც. თუმცა ტელესერიალის ფილმად გადაღებაში კომერციული ინტერესიც დევს.
- გადაღება დაწყებულია?
- ჯერ სცენარზე ვმუშაობთ და გადაღებასაც მალე დავიწყებთ. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს პრემიერაც გაიმართება.
- ისევ ის მსახიობები ითამაშებენ ფილმში?
- სავარაუდოდ.
- რატომ შეწყდა ტელესერიალის გადაღება?
- "კლინიკა" "იმედის" ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი იყო. ვინაიდან საკმარისი ფინანსები ვეღარ მოვიძიეთ, შევწყვიტეთ გადაღება.
- ფილმის გადაღებაც ხომ საკმაოდ ძვირი დაჯდება?
- დიახ. სამაგიეროდ, იმედი გვაქვს, რომ კინოთეატრებში ვაჩვენებთ და ხარჯებს ნაწილობრივ მაინც ავინაზღაურებთ.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი
”ყველა სიახლე”(გამოდის ხუთშაბათობით)
This post has been edited by imageexpress on 7 Mar 2010, 16:47
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]