გუშინ სრულიად შემთხვევით წავაწყდი მეხუთე სერიის ბოლო ნაწილს და მეექვსე სერიას სრულად. ამიტომ, თქვენის ნებართვით რამდენიმე შენიშვნას (თუ რაც გამოვა) დავწერ.
1. მეხუთე სერიას იმ მომენტიდან ვუყურე, პაციენტი #9 თავისი საწოლოდან რომ ჩამობობღდება, პალატის იატაკს გადასერავს და საპონს (თუ არ ვცდები) ჩამოაგდებს იქიდან, სადაც დევს.
სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ეს სერია თავიდან ბოლომდე ვერ ვნახე, სერიის ეს ნაწილი ჩემთვის გაუგებარი იყო (რატომ გადაწყვიტა ავადმყოფმა, რომ ასეთი თავგანწრვა არის საჭირო). არც შემდეგში მოჰყოლია ამ სცენას გაგრძლება. არც ის გვინახავს, როგორ დაუბრუნდა პაციენტი თავის საწოლს და ის "საპონიც" საერთოდ არავის მოუკითხავს. შეიძლება მომდევნო სერიებში ჰქონდეს გაგრძელება. არ ვიცი. მე ერთი რამ მომხვდა თვალში ცუდად. პაციენტის ეს მოძრაობები (განსაკუთრებით მისი მკვეთრი მოძრაობა, როდესაც საპონი ჩამოაგდო) მის მდგომარეობასთან მიმართებაში არ იყო ადექვატური.
არ იყო ასეთი ზებგერითი მოძრაობა საჭირო. 114 სერია კიდევ გადასაღებია, ამიტომ, ალბათ აჯობებდა ხუთი წამი მაინც ეწვალა მის ჩამოგდებაზე.

.
2. გაუპატიურების სცენა.
სანამ ამ სცენას ვნახავდი, რამდენიმე დღით ადრე მქონდა პატივი ამ სცენასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები წამეკითხა. ამიტომ, რატომღაც უარესს ველოდი, მაგრამ ჩემი იმედები არ გამართლდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს სცენა არადამაჯერებელი იყო. პირიქით, საკმაოდ კარგადაც იყო გაკეთებული. და ის პრეტენზია, რომ ამ სცენის დროს ლევანს უკანალი არ უჩანდა, ჩემი აზრით არასერიოზულია. ალბათ ქალის მოშიშვლებული მკერდის ნახვა უფრო სასიამოვნო უნდა იყოს მაყურებლისთვის, ვიდრე მამაკაცის უკანალის (იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ჰოლოვუდის ცნობილ მილმებშიც უამრავი ასეთუ "უუკანალო სექსი" მინახავს). მოკლედ, ეს კონკრეტული სცენა მართლა კარგად იყო გაკეთებული, უბრალოდ გარემოება იყო ჩემთვის გაუგებარი. დღის (თუ ღამის) რომელ მონაკვეთში მოხდა ეს ფაქტი და რატომ ჩათვალა ლევანმა, რომ ამ დროს არავინ შემოვიდოდა ოთახში. შეიძლება ესეც ჩანდა და მე ვერ მივხვდი, რადგან თავიდან არ მიყურებია.
არადამაჯერებელი შემდეგში განვითარებული მოვლენები უფრო იყო. მე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლევანს დიდად არ იზიდავს თავისი მედდა (ლიკა თუ არ ვცდები). ამიტომ, არ დავიწყებ იმის ახსნას, რომ, როცა ერთ ადამიანს მეორე არ იზიდავს, მასთან ძალადობრივი კი არა ნებაყოფლობითი სექსის სურვილიც კი არ უჩნდება (მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა შეგვიძლია შექმნილი გარემოებებით გავამართლოთ). ასეთი სექსის შემდეგ კი ასეთი "განზიდულობა" კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად ალბათ მთლად დამაჯერებელი ვერ იყო ის, რომ ლევანმა კიდევ ერთხელ გადაუშალა გული ლიკას და თავისი საიდუმლო გეგმები გაანდო. არადა, ცოტა ხნით ადრე ლიკა შანტაჟით ემუქრებოდა ლევანს...
შემდეგ კი ლიკას ფრაზა, როცა ლევანთან შედის ოთახში და ეუბნება - "მთელი ტანი მტკივა". ჩემი ლამაზი თვალებით დავინახე ლევანმა ერთი-ორი (მინიმუმ ორი) როგორი შემოულაწულა ლიკას სახეში. თან ისე შემოულაწუნა, რომ "ტანზე" მეტად ყბები უნდა ტკენოდა. ამიტომ, მისი ნათქვამი ფრაზა "მთელი ტანი მტკივა" ისე მომესმა, ვიფიქრე ვიღაც ავადმყოფი მყავდა სახლში და ის მეუბნებოდა. პრინციპში ვერც ჩემი ავადმყოფი მეტყოდა, რადგან "ტანის ტკივილის" ფენომენი ჩემთვის ცოტა ძნელად წარმოსადგენია. შეიძლება გტკიოდეს ნეკნები, თირკმელი, წელი, მკერდი ჩემო ბატონო, მაგრამ ტანი?...
ალბათ აჯობებდა უბრალოდ ეთქვა - "ყველაფერი მტკივა".
3. იქვე კადრი, როცა ლიკა ლევანთან არის ოთახში. ეს უკანასკნელი კი მიკროსკოპთან სტერილური ხელთათმანებით ზის და მუშაობს.
სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რომ როცა ადამიანი სტერილური ხელთათმანებით მუშაობს, ის ან საკუთარ თავს იცავს ბაქტერიებისაგან ან იმ კონკრეტულ ობიექტს (თუ სიბიექტს) რომელზეც მუშაობს. ამიტომ, როდესაც ლევანმა ლიკასთან წაკეკლუცების დროს სახე სტერილურ ხელთათმანებში ჩარგო, ეს ალბათ მისი მხრიდან ცოტა "არასტერულური საქციელი" იყო

. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ამ დროს ხელთათმანები წესიერად, ხოლო ნიღაბი საერთოდ არ ეკეთა

4. ყველაზე მეტად არ მომეწონა სცენა, როცა უფროსის მისაღებში სკანდალს აწყობენ, უფროსი მისაღებში გადის, ლევანი კი ავადმყოფის პირად ცსაქმეს ნახავს.......
არადამაჯერებელი ეს იყო
უკეთესადაც შეიძლებოდა ამის (ავადმყოფის პირადი საქმის ნახვას ვგულისხმობ) გაკეთება.
5. ლევანის იუმორთან დაკავშირებით ვიტყვი ორ სიტყვას.
ადრე ვისურვე, რომ რაღაც დოზით იუმორიც ყოფილიყო სერიალში. მერე გამახსენდა, რომ ამ "დოზის" ჩადების მცდელობას წავაწყდი ერთხელ. ლევანმა რომ მიმართა ერთ-ერთ ექთანს (თუ ექიმს) სახელით "ნათელა". სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამ ქალბატონ სვეტა ჰქვია. მას კი გაუკვირდა და იკითხა, თუ რატომ მიმართავდა ლევანი ნათელათი. ლევანმაც აუხსნა, რომ ეს არის იგივე, რაც სვეტა და...
მოკლედ რაა. ერთი ხუმრობა მინდა გავიხსენო "შუა ქალაქიდან".
სანდრო მიდის ირაკლისთან და აძლევს ფურცელზე დაწერილ ტექსტს. ირაკლი კითხულობს ამ ტექსტს და გაკვირვებული ეკითხება - "სანდრო, შენ ძმა გყავდა?" სანდრო გამოართმევს ამ ფურცელს, რაღაცას გადაასწირებს და ისევ უბრუნებს. ირაკლი ისევ დახედავს ფურცელს და სანდროს - "აა... ხმა დაკარგეე?"
ახლა წარმოიდგინეთ ამ ხუმრობის "კლინიკისეული" ვარიანტი.
ირაკლი დახედავს უკვე გადასწორებულ ფურცელს და ამბობს ტექსტს - "აა... სანდრო შენ "ხ"-ს მაგივრად "ძ" დაწერე, მე კიდევ მეგონა, რომ შენ ძმა გყავდა და არ გამიკვირდა კაცოო. ისე, რა სასაცილოდ გამოვიდა არაა?"
მე ვფიქრობ, რომ სიტყვების "სვეტა" და "ნათელას" შორის არსებულ შინაარსობრივ კავშირზე ლევანის მიერ გაკეთებული განმარტება სვეტასათვის კი არა მაყურებლებისთვის იყო გაკეთებული, რამაც ეს ხუმრობა გააფუჭა. ადამიანი, რომელსაც იუმორის გრძნობა გააჩნია, ის ამ ხუმრობას თავისუფლად, ყოველგვარი განმარტების გარეშეც მიხვდება. ვისაც არ აქვს ამის ნიჭი, მისთვის სულ ერთია განუმარტავ ხუმრობას თუ არა. ამიტომ, თუ ვხუმრობთ, ვიხუმროთ ბოლომდე. თუ არა, მაშინ შევეშვათ.
დაახლოებით იგივე შემიძლია "ძმიტრი"-ზე ვთქვა. ეს მიმართვის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, ოღონდ არა იმ კონტექსტში, როგორც ამ სერიალში გამოიყენება. სხვათაშორის ერთ-ერთი პერსონაჟის ფრაზა დამამახსოვრდა, როცა ლევანს უთხრა "როგორც შენ ამბობ "ძმიტრი". ანუ, ხაზი გაუსვა, რომ ლევანი დიმიტრის "ძმიტრის" ეძახის. ეს ხაზგასმაც ზედმეტი იყო...................
მოკლედ, დღეს ესე კმარის სიმდიდრედ. ხვალემ იზრუნოს ხვალისა

კიდევ ერთი რაღაც მინდა ვთქვა. "ჟამი ყვავილობისას" თემაში ვიღაცამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მსახიობების დეფიციტია საქართველოში და ამ მოსაზრებას დავეთანხმე.
ახლა არ ვეთანხმები.
ოპერატორის ფანი ვარ.
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.