moodymanკი.
პეგის და რიცოს ტელეფონზე სიყვარულის ახსნა უფრო how i met your mother-ი იყო ვიდრე მედმენი, მაგრამ მოუხდა ეგეთი თბილი მომენტიც.
თითქოს წერტილი არ დაესვა პერსონაჟების ისტორიას, მაგრამ საბოლოო ჯამში დაესვა. კაი ფინალი იყო. ყველაზე დიდი გაურკვევლობა და ინტერპრეტაციისთვის თავისუფლების მომენტი ბოლო კოკა-კოლას რეკლამა იყო

ანუ თუ დონმა გააკეთა ეგ რეკლამა (რომელიც სერიის მოვლენებიდან 3 თვეში გაკეთდა იმ კომპანიის მიერ რომელშიც დონი მუშაობს), მაშინ ეგ მაგის ჰიპი-იოგა მომენტი მართლაც დროებითი გაქცევა იყო და მაგარი ცინიკური ბოლო გამოვიდა

კორპორატიზმის გამარჯვებით და ა.შ.
ან მეორე ვარიანტია რომ მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და პერსონაჟებმაც გარკვეული შვება ნახეს სერიალის ბოლოს. იდეა ის არის რომ ყველა მთავარ პერსონაჟს მანდ გარკვეული ზაიობი აქვს, ასე ვთქვათ: დონს მუდამ პარანოია, მიტოვებულობის და მარტოობის შეგრძნება, რომელსაც ვერცერთი ქალით ან სამსახურით ვერ ივსებს, პიტ კემპბელს მდიდარი ოჯახიდან წამოსული საშინელი ამბიციურობა, რომელსაც ვერაფრით ვერ იკმაყოფილებს, როჯერ სტერლინგს პატარა გოგოების სიყვარული

ჯოანს ის რომ მიუხედავად იმისა რომ ჭკვიანი ქალია, ყველა მაინც მის ძუძუებზე ფიქრობს ვიდრე ტვინზე

მაგრამ ეს ხალხი პატარა გამარჯვებებს მაინც პოულობს. საბოლოო ჯამში ერთი დიდი ჰიმნია 60-იანების მიმართ მიძღვნილი, რომელიც მართლაც ალბათ ყველაზე მაგარი ათწლეული იყო კაცობრიობის ისტორიაში (სამწუხაროა რომ აქ საქართველოს სსრ-ში ფაქტიურად გავმაზეთ რკინის ფარდის გამო)
მომენატრება ეს სერიალი. ასეთი არც მანამდე გაკეთებულა და მთლად ასეთს ალბათ ვეღარც გადაიღებენ
This post has been edited by Ar-Pharazôn on 19 May 2015, 00:08