MEDSsiachoque2222დაგვიანებით მაგრამ მაინც გილოცავთ დაბადების დღეეს, გისურვებთ ისეთივე ხარისხიანი პროდუქციის მაყურებლები დარჩეთ როგორიც გლობოს სერიალებია
ყველა ძალიან მომენატრეეთ, მიხარია რომ კვლავ თქვენს გვერდით ვარ, რამდენიმე ახალი იუზერიც გვყვავს რაც კიდევ უფრო მახარებს
რამდენიმე ახალი ამბავიც მოვიტანეყველასათვის საყვარელი მსახიობი ანა პაულა აროსიო გათხოვდა, 16 ივლისს მან ჯვარი დაიწერა არქიტექტორ ენრიკე პინეროზე, საქორწინო ცერემონიალი მოკრძალებულად ჩატარდა, წვეულებას მხოლოდ წყვილის უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.

კლაუდია რაია და ედსოლ სელულარი გაიყარნენ - 46 წლის კლაუდია და 52 წლის ედსონი რომლებიც 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად გაიყარნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი "ო გლობო" ავრცელებს, წყვილს კომენტარი პრესასთან არ გაუკეთებია, თუმცა მათი მეგობრები ამბობენ, რომ წყვილი პრობლემების გარეშე დაშორდადა ისინი კვლავ იმეგობრებენ, ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ იქნება ბავშვების მეურვე თუმცა შესაძლოა წყვილი ერთობლივ მზრუნველობაზე შეთანხმდეს

* * *
სუზანა ვიეირა მალე გლობოს ახალ სერიალში გამოჩნდება, სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი - სანდრა პედროსოა, სერიალის სახელი და შინაარსი ჯერ-ჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სცენარს - აგინალდუ სილვა წერს

უკვე ცნობილია რომ სერიალს "Ti Ti Ti" - ჩაანაცვლებს სერიალი რომლის სცენარსაც -პედრო ვასკონსელოსი წერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ სერიალში მთავარ როლს - ადრიანა ესტევესი შეასრულებს, მის პერსონაჟს სერიალში ჟულია ერქმევა და ის პალეონტოლოგი იქნება... სერიალს უკვე ელოდებიან ბრაზილიაში და არამარტო ბრაზილიაში
* * *
2012 წელს ეკრანზე გამოვა ფილმი "თუ გსურთ - 3" სადაც მთავარ როლებს გლორია პირესი ( სამწუხაროდ როგორც იცით მას ვაჟიშვილი დაეღუპა ) და ტონი რამოსი ითამაშებენ.

როგორც იცით გლორია პირესს ვაჟიშვილი გარდაეცვალა, ამოს გამო ის ვეღარ ითამაშებს ფილმში "ქმარი გაქირავებით", მის შემცვლელად კი სავარაუდოდ ლილია კაბრალი მოიაზრება