მოდით სათითაოდ განვიხილოთ ეს ნოველები!........
საერთოდ ერთი საინტერესო დაკვირვების შესახებ მინდა გიამბოთ რომელიც ბრაზილიაში პირველივე ვიზიტის დროს დავაფიქსირე რამდენიმე წლის წინ.........სერიალები რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიაში სხვადასხვა რეიტინგული მაჩვენებლებით გადიან სხვადასხვა ქვეყნებში...... ანუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებში ესა თუ ის საზოგადოებრივი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა და მაჩვენებლები განსხვავებულია პირველი, მეორე და მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის. თუმცა საბოლოოდ ტელევიზიაში ყველაფერი დადის რეიტინგებამდე და რაც უფრო დიდი პრომოუშენი ექნება სერიალს დაწყებამდე მით უფრო პოპულარული იქნება ის..... პრომოუშენი კი ფულს ნიშნავს.....
1. Jk - ჟუსელინო კუბიჩეკის ცხოვრება 47 სერიაში არის მოყოლილი, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია და ვაგნერ მაურას სამსახიობო ოსტატობა ნამდვილად განმაცვიფრებელია (შეგახსენებთ ფილმმა "ელიტარული რაზმი" სადაც ვაგნერი მთავარ როლს ასრულებს, ბერლინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო აიღო 2008 წელს) მარია ადელაიდა ამარალის მიერ აღწერილი 50იანი წლები დამაჯერებელია და ჯერ კიდევ ცოცხლად ცხოვრობენ ეს მოგონებები ბრაზილიელების მეხსიერებაში, თუმცა აქ კულტურულ ასპექტს ვუკავშირდებით, ერთია როცა ბრაზილიელები უყურებენ თავიანთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის ცხოვრებას მინისერიალის ფორმატში და მეორეა როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ ასე რომ....
2. Cama de gato - გამომდინარე იქიდან რომ ეს სერიალი არის 6 საათიან ეთერში ჩასმული, მისი რეიტინგი არ არის სავალდებულო რომ იყოს ძალიან მაღალი თუმცა საშუალო რეტინგი 6 საათიანი სერიალის უნდა იყოს სულ ცოტა 24 პუნქტი, "კატის საწოლი" კი 22 პუნქტიან ბარიერს სულ რამდენჯერმე გადაცდა......მთლიანობა ის "რიგითი" სერიალია.
3. Kubanacan - მიუხედავად იმისა რომ ეს სერიალი 2003 წლის ნამუშევარია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე მოძველებულ პროდუქტად ითვლება, ბრაზილიაში ის ინარჩუნებდა შვიდსაათიანი სერიალისთვის საკმარის 36 რეიტინგულ პუნქტს რის გამოც 200 სერიას აცდა მისი გადაღებები და მარკოს პასკიმი ვასკვლავად აქცია....
4. Tempos modernos - ჯერ კიდევ ბრაზილიაში ვიყავი ეს სერიალი რომ დაიწყო მიმდინარე წლის იანვარში, ვინაიდან და რადგანაც ეს სერიალი ჯერ კიდევ გლობოს ეთერში გადის, ადრეა მასზე საუბარი, თუმცა მისი წინამორბედი "Caras & Bocas"-სგან განხვავებით უკვე საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს საშუალო მაჩვენებლით 29 პუნქტი რაც მართლა დაბალია 7 საათიანი სერიალისთვის, ამბობენ რომ ეს ბოსკო ბრაზილის დამსახურებაც არის რადგან აქამდე ის მხოლოდ თანა-ავტორად მუშაობდა და ახლა მთავარი ავტორი გახდა, მიუხედავად იმისა რომ ვივიან პაჟმანტერი და ანოტონიო ფაგუნდესი მართლაც შეუდარებელი მსახიობები არიან.....
5. Viver a vida - ეს არის ალბათ ყველაზე განხილვადი თემა ახლა ბრაზილიაში. ახალი ელენა და მანოელ კარლოსის ახალი ტელერომანი...... ამ სერიალს თავიდანვე დიდი პრობლემები ჰქონდა, პირველ რიგში მაყურებელი დაიღალა ჟოზე მაიერის ყურებით რადგან მის ასაკში უნდა ითამაშო მისთვის შესაფერისი როლები, თუმცა მთავარი პროტესტი მაურებელს ჰქონდა ელენას მიმართ. ყველა ელენა აქამდე იყო 35-ს გადაცილებული დამოუკიდებელი ქალი, ტაის არაუჟოს სახით კი გვევლინება 25ს გადაცილებული ანგელოზი და მის გვერდით 60ს გადაცილებული ჟოზე მაიერი! ჟურნალისტებით დაწყებული უბრალოდ მაყურებლით დამთავრებული, გამუდმებით მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა - ამ სერიალში არაფერი არ ხდება..... ბუნებრივია ამ ლოგიკით არცერთ სერიალში არაფერი არ ხდება, მაგრამ შოკი იყო სერიალისმეორე ფაზაში როდესაც პერსონაჟი ლუსიანა ინვალიდი ხდება - ალინი მორაესმა ერთი ხელის მოსმით გამოცალა სცენა ტაის არაუჟოს და გახდა სერიალის მთავარი გმირა.... რეიტინგებმა აიწიეს მაგრამ ყველას ლუსიანას ნახვა უნდოდა, ელენა და მისი პრობლემები მეორეხარისხოვანი გახდა რაც არც თუ ისე კარგია მთავარი სერიალისთვის..... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო 9 საათიანი სერიალისთვის საშუალო რეიტინგი 45 პუნქტი "Viver a vida"-მ მხოლოდ ერთხელ გადალახადა და საშუალოდ 35 პუნქტზე გაჩერდა.....რაც დამღუპველია მთავარი სერიალისთვის....
6. Cinquentinha ამ მიკრო სერიალის შესახებ უკვე ვისაუბრე.....დასანანია რომ რენატა სორამ უარი თქვა ამ პროექტზე თუმცა ალბათ აჯობებს მეორე სეზონის გამოსვლას დაელოდოთ სანამ იტიდით რადგან არსებული 8 სერია საკმაოდ "გაურკვევლად" სრულდება.... ანუ გაგრძელება იგულისხმება და თან 8 სერია არ არის საკმარისი მაყურებლის მოსაზიდან, თუნდაც სუზანას გამო....
7. TRES IRMAS - მაღალი რეიტინგით დაიწყო და შემდეგ საკმაოდ დაეცა, თუმცა რეჟინა დუარტე, ჯოვანა ანტონელი და კაკაუ (კლაუდია აბრეუ) საკმაოდ კარგ სამ დას ქმნიდნენ, ამბობენ ვერა ოლცმაც კარგად ითამაშაო, თუმცა არ ვიცი, მაინც 7 საათიანი სერიალია და ბრაზილიაში ვერ აცდა 179 სერიას რაც საერთაშორისო გაქირავებაში მას 140-მდე დაიყვანს.....თუმცა გოგონებში როდრიგო ილბერტი ძალიან პოპულარულია და მის გამო ღირს....
8. Sinha Moca - უკანასკნელი 2 წლის მაჩვენებლებით კოსტუმირებულ ნოველებს რეიტინგი საგრძნობლად უვარდებათ მითუმეტეს თუ ეს რომელიმე ნოველას რიმეიკია.... თუმცა დებოლა ფალაფებას დამსახურებაა რომ ამ სერიალმა საშუალოდ 32 პუნქტი შეინარჩუნა, 6 საათიანი თანაც კოსტუმირებული? შეკვეცილი ვერსია 100 სერიანია რაც კარგია თუ არ გაამრთლებს 5 თვეში დამთავრდება.
9. As filhas de mae - 7 საათიან ეთერში მოხვედრილი ეს ნოველა იყო სილვიო დე აბრეიუს დაწერილი, ფერნანდა მონტენეგრო, რეინალდო ჯიანეკინი, ტონი რამოსი,რაულ კორტესი და სხვა გენიალური სახელები...... მიუხედავად ამისა ეს სერიალი ითვლება დიდ ფიასკოთ. საშუალო რეიტინგი უნდა ყოფილიყო 35 პუნქტი და ამ სერიალმა 27 პუნქტიანი ბარიერი ძლივს გადალახა..... რის გამოც 125 სერიაში "მიხურეს".....
10. Pe Na Jaca - შვიდსაათიანი ეთერისთვის ძალიან კარგი სერიალი იყო..... კომედია სადაც მურილო ბენისიო არის შეუდარებელი, დებორა სეკო და ჟულიანა პაესი ძალიან სასაცილოები და მარკოს პასკიმი მომხიბლავი....ამავე სერიალით აღინიშნება როდრიგო ლომბარდის დიდი გამოჩენა რომელიც შემდგომ "ინდოეთის გზებში" მთავარ როლს ღებულობს...... "ძალიან კარგად იწყება და მოსაწყენი ხდება"-ტიპის ნოველაა
11. Paraiso Tropical - ამ სერიალს ვაქებ და ვადიდებ დღემდე და ალბათ ოდესმე როცა დრო მექნება დავუბრუნდები და თავიდან ვნახავ! როგორც წესი სამსახურის გამო სერიალებს თავიდან ბოლომდე არ ვუყურებ იმიტომ უბრალოდ დრო არ მყოფნის, Paraiso Tropical -ლს ვუყურე ყოველ წამს და ყოველ წუთს და ნამდვილად ღირდა..... საშუალო რეიტინგით 42 პუნქტი და მაღალი მაჩვენებლით 56 პუნქტი Paraiso Tropical -ლმა მოხსნა ყველა რეკორდი.... ჩემი აზრით კამილა პიტანგას და ვაგნერ მოურას დუეტი ამ სერიალში უნდა ნახოს ყველამ, ქართველმაც, ფრანგმაც და ავსტრალიელმაც..... სუზანა ვიერია პირველივე ფაზაში ქრება მაგრამ ალესანდრა ნიგრინი ორმაგი როლით და ფაბიო ასუნსონი შეჭრილი თმებით ეს არის სანახაობა! მარია ფერნანდა კანდიდო რა ხანია ეკრანზე არ ყოფილა და ამ სერიალის პირველ-მეორე ფაზებში ბრუნდება, გლორია პირესი შეუდარებელია, დაამავე სერიაშლი აღინიშნება ახალი თაობის მსახიობების მთელი პლიადა მათ შორის გუსტავო ლეაო..... ეს არის სერიალი რომელიც იმდენად დინამიურად არის გადაღებული რომ შეგრძენაბ გაქვს ფილმს უყურებ! ვერა ოლცი და სერჟიო მარონე, ბრუნო გალიასო და იონა მაგალიაესი....დავიწყარია ეს ნოველა იყიდეთ არ ინანებთ მართლა კარგია.....
12. Mad Maria - ძალიან ლამაზი მინისერიალია, ფაბიო და ანა პაულო აროსიო კარგები არიან მაგრამ არ მგონია ქართველ მაყურებელს დააინტერესოს როგორ აშენებდნენ 1912 წელს ბრაზილია რკინიგზას და როგორ ავიწროებდნენ თეთრკანიანები ადგილობრივ ინდიელებს...... თუმცა მინისერიალისთვის მედ-მარიამ 35 პუნქტიან ბარიერს მიაღწია 35 სერიაში რაც კარგია ძაან....
13. Negocio da China - ამ სერიალის ყიდვა დიდი შეცდომა იქნება........მართალია გრაცი მაცაფერას პირველი მთავარი როლია (აღსანიშნავია რომ ეს გოგონა რეალითი შოუდან არის მოსული რომელიღაცა Big Brother-ის მონაწილე იყო სანამ სერიალებში მოხვდებოდა და კაუა რაიმონდს გაყვებოდა ცოლად) მაგრამ 2008 წლის დეკემბერი შეძრა ფაბიო ასუნსონის სკანდალურმა "დათხოვამ" გლობოდან რომელმაც სახალხოდ აღიარა ნარკომანობა და არიზონას შტატში მდებარე დახურულ კლინიკაში დაიწყო მკურნალობა. ასუნსონი მხოლოდ 2010 წელს დაუბრუნდა ეკრანს მინისერიალით "დალვა და ერივერტო".....ფაბიოს გამო სცენარი გადაწერეს და სერიალი ისედაც საცოდავი 21 ფუნქტის ქვემოთ დაეცა, რის გამოც 137 სერიაზე სასწრაფო წესით მიამთავრეს.........
14. A Casa das Sete Mulheres - ლიტისია ვიერხოვსკის რომანის მიხედვით გადაღებული ეს მინი სერიალი ძალიან პოპულარული იყო 2002-2003 წლებში და კამილა მორგადომ ფაქტიურად გზა გაიკაფა, მსაშუალო რეიტინგით 32 პუნქტი "შვიდი ქალის სახლი" მართლაც კარგი სანხაობაა და 52 სერია უკამყოფილების შეგრძნებას ტოვებს.........
მოკლედ ეს არის ჩემი აზრი ამ ნოველებზე და დანარჩენი თქვენთვის მიმინდია...... ეს კი ფოტო იმ რამდენიმე ჟურნალის რომლებიც ბოლო ვიზიტის დროს ვიყიდე.....
* * *
ეს კი ცუდი ამბავი რომელიც ახლავიპოვე ჩემს იმეილში ერთი გლობოში მომუშავე წყაროდან....
O sempre polêmico Aguinaldo Silva se recusou a escrever uma próxima temporada de "Cinquentinha", mas deve emplacar uma nova novela na Rede Globo em 2011.Tanto que já solicitou para a emissora que Glória Pires, Lilia Cabral, Letícia Spiller e Dalton Vighi sejam reservados para a sua próxima história que tem o título provisório de "Marido de Aluguel", onde Lilia seria a vilã e Glória e Dalton fariam o casal protagonista.Será que a Globo já concordou ?
რაც იმას ნიშნავს რომ აგინალდო სილვამ უარი განაცხადა Cinquentinha გაგრძელებაზე და შესაბამისად ეს მიკრო სერიალი ასეც დარჩება 8 სერიად....... სამაგიეროდ 2011-ს ივნისში ჩაუშვებენ "ქმარი გამოძახებით"(სამუშაო სათაური) დალტონ ვიგის,გლორია პირესის და ლილია კაბრალის მონაწილეობით, თუმცა ეს ინფორმაცია დასადასტურებელია რაგდან გლორია დამტკიცებულია ჟილბერტო ბრაგას შემდეგ ნოველაში რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება.......
მიმაგრებული სურათი