სად ხარ Celebridade ? არ დაგვეკარგო,

ისევ მოგვაწოდე ბევრი კარგი და ახალი მასალა,
ძალიან საინტერესოდ წერდი სტატიებს მსახიობებზე.
მე ხვალიდან ისევ სასწავლო პროცესში გადავეშვები.
დღეს კი თავისუფალი ვარ და ამიტომ ვისარგებლე მომენტით. და ცოტაოდენი ინფორმაცია მოვიპოვე ბრაზილიელ მსახიობზე პრისცილა ფანტინიზე.
(Priscila Fantin) –

დაიბადა 18 თებერვალს 1983 წელს, სალვადორში,ბაიას ოლქში.
მარია“ოცნების სანაპიროდან“ , სელენა „გულის ძახილში“,ასევე ვნახეთ „შვიდ ცოდვაში“ ბეატრისის როლში, ეს სერიალი ჩვენთან შარშან გადიოდა. 2009 წელს გადაღებებისგან პარიზში ისვენებდა და წელს დაიწყო ისევ სერიალებში გადაღება და სპექტაკლშიც თამაშობს. და ეს ყველაფერი 2010 წელს თავბრუდამხვევ რიტმში.
დაწყებული იანვრიდან მან უკვე დაიკლო 18 კილოგრამი, თუმცა მას არცთუ ისე დიდი წონა ჰქონდა- 170 სმ სიმაღლე აქვს და იწონის 57 კგ. არავითარი რეჟიმი და დიეტა, მხოლოდ სამუშაო! მისი როლი ლებლონის თეატრში,რიოში, სადაც დაკავებულია სპექტაკლში „ზოროს ნიღაბი“ მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ ძალებს, ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე კილოგრამზე მეტს იკლებს,ამ სპექტაკლში პრისცილა ესპერანსას თამაშობს, მისი პარტნიორი კი სცენაზე არის მისი ყოფილი ბოიფრენდი ტიერი ფიგეირო, რომელიც მთავარ როლშია. სცენარით გათვლისწინებულია ორთაბრძოლა რაპირებით, ფარიკაობა, ფლამენკოს ცეკვა, და ყველაფერთან ერთად თამაში შერწყმულია ტრიუკებთან და აკრობატულ ელემენტებთან, რომელიც მუდმივად მოითხოვს რთული დეკორაციების, ეგრეთ წოდებული ურბანისტული ობიექტების მუდმივ გადალახვას, და ეს ყველაფერი პარასკევიდან კვირის ჩათვლით. უფ!
კვირის დანარჩენ დღეებში პროსცილა ისევ მუშაობს, მან მიიღო მოწვევა გლობოს ახალ პროექტში "Tempos Modernos" ("ახალი დროება"), სადაც ნარას როლს შეასრულა, ეს არის 19 საათიანი მინი ნოველა, აქ არა აქვს მთავარი როლი, ამ სიტუაციაში, ეს მისი მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ, მთავარი როლი უფრო დამღლელი იქნებოდა. სამუშოს სერიოზულად მოეკიდა, განსაკუთრებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ.


საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მან ინტერვიუ მისცა ჟურნალს "Gente".
და გთავაზობთ თარგმანს:
კითხვა- 2009 წლის დასაწყისში წახვედი სასწავლებლად საფრანგეთში. როგორ ცხოვრობდი იქ? მარტო იყავი? სახლში ვინმე გეხმარებოდა?
პასუხი: - პარიზში ძალიან კარგი იყო. არავინ მაქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, როდესაც ქუჩაში მხედავდნენ.არავინ მაწუხებდა ზედმეტი შეკითხვებით, დავიქირავე ერთი სტუდია, რომ მარტოს მეცხოვრა, მე თვითონ ვრეცხავდი ჭურჭელს, მიმქონდა თეთრეული სამრეცხაოში.მომწონდა მარტოს ხეტიალი პარიზის ქუჩებში, ყოველ დღე ახალ ქუჩას აღმოვაჩენდი ხოლმე, პარიზში არის რაიონები, როგორც ლაბირინთები,სადაც ადვილად შეიძლება დაიკარგო, ამიტომ ორიენტირება მქონდა მადლენის მოედანთან და მის კაფესთან, ბევრს ვსეირნობდი ტიულერის ბაღში, ლუვრთან ახლოს, და ასევე გართობის პარკში, რომელიც იქვე იყო.
კითხვა - და საღამოს რას აკეთებდი?
პასუხი - სახლში ვიჯექი. გვიან ვიძინებდი, იმიტომ რომ ყოველ საღამოს ფილმებს ვუყურებდი და მერე ჩემთვის ვაკეთებდი ჩანაწერებს ფილმის რეჟისურაზე, მსახიობების თამაშზე, სცენოგრაფიაზე. ვამჯობინებდი მარტოობას, მას მერე რაც მთელი დღის სეირნობის შემდეგ დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში


კითხვა - რა იყო პარიზში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი?
პასუხი - ყველაზე კარგი იყო- საკონდიტროები და ახალგამომცხვარი კრუასანების სუნი დილით, პარკები, მუზეუმები. ყველაზე ცუდი კი სიცივე და მუდმივად კრუასანების ჭამის სურვილი( იცინის).

კითხვა - ამ წელს რას ელოდები?
პასუხი - ამ წელს ბევრი მუშაობა მელოდება. შეიძლება მსხვერპლიც გავიღო, შეიძლება შინაგანად გამოვიფიტო, მაგრამ არ მეშინია, ვთვლი რაც უფრო დაძაბული გრაფიკი მექნება, უფრო უკეთესია ჩემთვის.
კითხვა- რატომ გადაწყვიტე გეთამაშა არა მთავარი, არამედ პატარა როლი ნოველაში "Tempos Modernos"?
პასუხი - მოლაპარაკება მქონდა ამაზე და სწორედ ამ როლზე შევაჩერე არჩევანი. მთავარი როლი ძალიან დამღლელია. მე უკვე ათი წელია ვთამაშობ ან დადებით ან უარყოფით მთავარ როლებს, ეს ძალიან დიდი პრესსინგი იყო,მინდა თვითონ შევარჩიო როლები. ეხლა როდესაც თეატრშიც მიწევს თამაში, მივხვდი,რომ ცხოვრებაში უკვე სხვა პრიორიტეტები მაქვს.

კითხვა- მსახიობობა ეს შენი ვნებაა, მაგრამ ეს პროფესია მსხვერპლს მოითხოვს, რა მსხვერპლი გაიღე შენ?
პასუხი-კარიერის დასაწყისში ოჯახიდან და მეგობრებისგან მოწყვეტა და გადასახლება სხვა ქალაქში ალბათ პირველი გამოცდა იყო (პრისცილა ფანტინი დაიბადა სალვადორში, ხოლო ბავშვობა გაატარა მინას-ჟერაისეში).17 წლის ასაკში თავბრუდამხვევი კარიერა და ხალხის გადამეტებული ყურადღება, ესეც გამოცდა იყო. მაგრამ მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. უდავოდ სასიამოვნოა თაყვანისმცემლების ყურადღება და როდესაც კომენტირებას უკეთებენ ჩვენი პერსონაჟების თამაშს, მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტი მაყურებელთან. ხალხი არის საუკეთესო კრიტიკოსი.
კითხვა- ცხრა თვე დადიოდი ფსიქოანალიტიკოსთან. რამით თუ დაგეხმარა?
პასუხი- გარეგნულად ყოველთვის მშვიდად გამოვიყურები, მაგრამ შინაგანად ჩემში ქარიშხალი ბობოქრობს, რაც ძალიან მღლის.თავში ყოველთვის რაღაც იდეები მაქვს, პრაქტიკოსი ვარ, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ, მაგრამ ნელა მივიწევ, როგორც იმ იგავშია „კუ და კურდღელი“ სადაც მინდა კუს ვგავდე ჭკუით და ისე ვიარო, რომ ფინიშამდე მივიდე.
კითხვა- სპექტაკლი „ზოროს ნიღაბი“ მოითხოვს დიდ ფიზიკურ ძალებს.რას აკეთებ, რომ აღიდგინო წონა, რომელსაც კარგავ?
პასუხი - ჩემი კვება ყოველთვის ნატურალური პროდუქტებისგან შედგებოდა. ხორცს არ ვჭამ, არც შემწვარს, მარცვლეულით ვიკვებები და ძირითადად სადილად მხოლოდ მაყვალი ან რამე სხვა კენკრა მაქვს,მთავარია აღვიდგინო დაკარგული მინერალური ნივთიერებები.საუზმეზე პროტეინებით და ნახშირწyლებით სავსე თეფში მაქვს და ვახშმად სპექტაკლის შემდეგ კი ბევრს ვჭამ(იცინის)

კითხვა - ეს დიდი დატვირთვაა შენთვის?
პასუხი - ოთხი თვე ყოველდღე გვქონდა რეპეტიციები თითქმის დილამდე. ეხლაც ფარდის აწევამდე თითქმის შეუსვენებლად ვფარიკაობთ, ვცეკვავთ და ეხლაც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კიდევ ორი საათი შეუსვენებლად.
კითხვა - ათლეტის ფიზიკური მონაცემებია…
პასუხი - ეს მშობლებიდან მომყვება.ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული, კერძოდ ცხენოსნობით და სპორტული ტანვარჯიშით.ძალოსნური სპორტი არ მიყვარს, რაც კუნთების ატროფირებას იწვევს, მიყვარს სპორტი სუფთა ჰაერზე. მიტაცებს ასევე დელტაპლანერიზმი, ალპინიზმი და კლდეზე ცოცვა, ცოტათი გამაფუჭა ადრენალინმა


კითხვა - რატომ გადაწყვიტე სპექტაკლში გეთამაშა?
პასუხი - ფიზიკური ფორმების გამოწვევა იყო: გაუძლო ორი საათი, როდესაც მომდინარეობს სპექტაკლი ირბინო იქით-აქეთ შეუსვენებლად,ხან იბრძოლო,ხან იცეკვო,თან ტექსტი წარმოთქვა. მაგრამ მთავარია მაინც პედრუ ვასკონსელოსის(რეჟისორი) ხათრით. მე უკვე ვიმუშავე მასთან რამდენჯერმე და ძალიან მომეწონა.მან დადგა“სამი მუშკეტერი", "დონა ფლორი". და ტიერი(ტიერი ფიგეირო) თამაშობდა "სამ მუშკეტერში" და იცის ყველაფერი ფარიკაობის შესახებ.ამ სპექტაკლში არის სამი ერთდროული ბრძოლა, სადაც მეც ვმონაწილეობ.აქ ჩემში სინაზის ნასახიც არ არის(იცინის)
კითხვა- ყოფილ ბოიფრენდთან ერთად მუშაობა გეხმარება თუ გიშლის ხელს?
პასუხი - როცა გავიგე, რომ ტიერი ითამაშებს ზოროს, გამეხარდა, იმიტომ რომ დრო არ დამეკარგებოდა გასაცნობად, და თავიდანვე ნაყოფიერად წარიმართებოდა როლზე მუშაობა,არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მეგობართან საუბარი.
კითხვა-შენი ახლანდელი შეყვარებული(ბიოლოგი მიგელ დე მორაესი) არ ეჭვიანობს?
პასუხი- არა. იცის რომ სამუშაოს დროს შესაძლებელია მყავდეს რომანტიკული მეწყვილე. ის არასოდეს ერევა ჩემს სამუშაო პროცესში,ისევე როგორც მე არ ჩავერევი მის მუშაობაში.
კითხვა- ის ბიოლოგია. მსახიობების სამყაროსგან შორს დგას?
პასუხი - მისი წყალობით საუბრის თემა არ გვაქვს არტისტული სამყარო.თითქოს მოვწყდი ამ სამყაროს და უფრო მიწაზე დავეშვი.ის ბიოლოგია და მიწაზე მყარად დგას (იცინის).ისე მოხდა, რომ მამაჩემი ტყის ინჟინერია და ბავშვობიდან მინდოდა მცოდნოდა ხეების და ყვავილების დასახელება. მიგელთან ერთად მიყვარს ტყე-ღრე ბილიკებით სიარული და მცენარეების შეცნობა.…
კითხვა- რომანტიკოსი ხარ?
პასუხი - უფრო რეალისტი და რაციონალისტი. ჩემი რომანტიზმი იმაშია, როგორ ვხედავ ცხოვრებას.ყველაფერი შეიძლება უკუღმა დატრიალდეს, მაგრამ მე მაინც ვიპოვი რამე კარგს.მყარად ვდგევარ მიწაზე, და რადგან ცხოვრება ასე მიყვარს, მინდა ეს ადამიანებსაც გავუზიარო, თუმცა ყოველთვის მიჭირდა გრძნობების გამჟღავნება, ამიტომ ვარ ასეთი მორიდებული.
კითხვა- შენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურები?
პასუხი-ეხლა დავიწყე ამაზე ფიქრი, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას გარეგნობას. უფრო უბრალო ვიყავი.ჭორფლიანი სახე მაქვს ამიტომ ვხმარობ მზის დამცავ საცხს. ყოველდღე არ მიყვარს თავის დაბანა.შამპუნი-კონდიციონერი და ზოგჯერ მარტო თმის დამარბილებელს ვხმარობ.სულ ესაა.
კითხვა-შენს თავს სექსუალურ ქალად თვლი?
პასუხი- ვფიქრობ ჩემში არის პრაქტიკულად სპორტის ექსტრემალური სახეობების სიყვარული, ემოციურობა და ამას დამატებული ნაზი, ანგელოზებრივი სახე, რაც იწვევს ყურადღებას. ვფიქრობ რომ მაქვს შარმი, იმიტომ რომ ხშირად მომისმენია ეს სხვებისგანაც.

კითხვა-ყოფილა დღეები, როდესაც სარკეში ჩახედვა არ გინდა?
პასუხი - რათქმაუნდა.დილით ვიხედები ხოლმე.მთავარია იუმორის გრძნობამ არ მიღალატოს, როცა საშინლად გამოვიყურები..
კითხვა- დათანხმდები შიშველი ფოტოს გადაღებაზე?
პასუხი -მას მერე. რაც 17 წელი შემისრულდა, მქონდა შეთავაზება "პლეობოიში"გადაღებაზე. მაგრამ ეს არ შეესაბამებოდა იმ გეგმებს, რაც მინდოდა, ასევე რაც მიყვარდა და რაც მინდოდა ხალხისთვის მიმეცა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გადმოვცე ცხოვრების იდეა, აზროვნების ხარისხი, არსებობს უამრავი სხვა რამ, გარდა კარგი პლასტიკისა
"IstoE Gente",მარტი 2010 წ.
მისი როლები:
1999 - 2000 Malhação "Tatiana Almeida Chaves" ("Tati")
2001 - 2002 As Filhas da Mãe "Joana Rocha"
2002 - 2003 Esperança "Maria"
2003 Sítio do Pica-pau Amarelo 2003 "Bela" Participação especial
2003 - 2004 Chocolate com Pimenta "Olga Gonçalves Lima"
2004 Oi Mundo Afora "Ela mesma" Apresentadora
2004 Celebridade "Ela mesma" Participação especial
2005 Mad Maria "Luísa"
2005 - 2006 Alma Gêmea "Serena"
2007 - 2008 Sete Pecados "Beatriz Ferrara"
2008 Casos e Acasos "Franciele" Participação especial
2010 Tempos Modernos "Nara Nolasco"
2006 Carros "Porsche Sally"
2010 Alice no País das Maravilhas "Rainha Branca"
2007 Orquestra dos Meninos "Creuza"
2008 Vergonha dos Pés Ana
2010 A Marca do Zorro Esperança
მიმაგრებული სურათი