Fedyaძაან კარგი , ვნახოთ აქ როგორ გაამართლებს

* * *
აი სერიალის კიდევ ერთი შინაარსი რომელიც პირველი არხის საიტზე დევს :
საიდუმლო აგენტი ანა ლუსია ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალის რიკი მონტანას დანაშაულებრივი საქმიანობის გამოსავლენად სტრიპტიზ კლუბში მოცეკვავედ დაიწყებს მუშაობას. კლუბის ხშირ სტუმარ რიკი მონტანას მალე შეუყვარდება მომხიბვლელი ახალი მოცეკვავე.
ანა ლუსია, ანელიას სახელით მონტანას საყვარელი და მისი კრიმინალური დაჯგუფების წევრი გახდება, რაც აგენტს საშუალებას აძლევს შეკრიბოს საჭირო ინფორმაცია დამნაშავის გასასამართლებლად.
მონტანას შეყვარებულის მიმართ ეჭვები მალე გაუჩნდება და ერთგულების დასამტკიცებლად ანელიას რთული დავალების შესრულებას შესთავაზებს - ახალგაზრდა წარმატებული ქალის მარიანა მონტიელის მოკვლას დაავალებს. ანელია დათანხმდება... მარიანა მონტიელი წარმატებული საქმიანი ქალბატონია, რომელსაც შესანიშნავი ოჯახი და საყვარელი მეუღლე ჰყავს. მისი ცხოვრება სამაგალითოა, თუმცა ქორწინების იუბილეზე ქმრისა და ბიძაშვილ სარას შორის არსებული სასიყვარულო რომანის შესახებ შეიტყობს.
ამ ამბით გულნატკენი მარიანა მანქანაზე ჯდება და სახლს დატოვებს, რა დროსაც ანელიასგან მისთვის სრულიად მოულოდნელ ამბავს შეიტყობს - ვიღაცას მისი მოკვლა სურს. ამ ამბით შეშფოთებული საჭეზე კონტროლს დაკარგავს და ხრამში გადაიჩეხება. ამ წუთიდან იცვლება მისი ცხოვრება: მარიანა უბედური შემთხვევის შემდეგ ანა გახდება...