ჩემი აზრით, "ჩვენ ოფისსაც" დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს, რაც "შუა ქალაქს"- პერსონაჟები მოძველდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ტიპაჟებს აქტუალობა არ დაუკარგავთ.
და კიდევ, სერიალს აშკარად უნდა შეეცვალოს ფორმატი, გავიდეს სხვა საეთერო დროს, თუნდაც კვირაში ერთხელ, შაბათ ან კვირა დღეს, ოღონდ გაზრდილი ქრონომეტრაჟით.
როგორც ჩანს, ამ სერიალს ყველა მაინც ახალგაზრდულ სერიალთან აიგივებს, არადა, რამდენიმე პერსონაჟი აშკარად გადაიზარდა ასეთი ტიპის სერიალისთვის. მაგ: ლაშა და თეკლე, ნოდარი და ნუნუკა, კიდევ დოლჩეს შეყვარებული და მყუდრო კარგად მოერგებოდნენ უფროსი ასაკის მაყურებლისთვის განკუთვნილი სერიალს ან ფილმს.
დოლჩე, ნიკა და მაგის ცოლი, ზედმეტად ახალგაზრდულად გამოიყურებიან (მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასაკით უფროსები იყვნენ) და დაოჯახებული წყვილის როლები არ უხდებათ. მათთვის ონდავ განსხვავებულ როლებს გამოვძებნიდი ანდა, თუნდაც სხვა ახალგაზრდულ სერიალში დავასაქმებდი. მსახიობებს არაფერს ვერჩი, ამას თუ წაიკითხავენ, ნუ ეწყინებათ!
კარგი იქნება, თუ სახელები, ხასიათები, შინაარსი შეცივლება, მოკლედ, ახალ სერიალს გააკეთებთ, ოღონდ ნაცნობი მსახიობების მონაწილეობთ. ისე, ლაშა და თეკლა მაინც კარგი წყვილია, მაგათ ისევ დავტოვებდი.

მოკლედ, აქცენტს უფრო 20 წელს ზემოთ ასაკის მაყურებელზე ავიღებდი.
და ბოლოს, მომწონს, რომ ახალი, თანამედროვე ღირებულებების და შეხედულებების დამკიდრებას და ქართველი მაყურებლის კომპლექსებისგან გათავისუფლებას ცდილობთ, მაგრამ ამ ბოლო დროს, ამას ზედმეტად მძაფრად და ემოციურად აკეთებთ (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ამას თავად ვერ გრძნობთ ან ხვდებით). ნება მიეცით მაყურებელს, რაღაც-რაღაცებზე თვითონ გაამახვილოს ყურადღება და თვითონ გამოიტანოს დასკვნები. რაღაცს სხვას შეადაროს და შეაფასოს. სხვათა შორის, აქამდე ამას, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ახერხებდით!
The world is changed. I feel it in the earth. I feel it in the water. I smell it in the air...