პირველად დღეს ვნახე ეს თემა და თავიდან გამიხარდა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მინდოდა ფილმების მთარგმნელად მემუშავა რომელიმე ტელევიზიაში, მაგრამ მე მაგ ბედნეირებას აბა ვინ მაღირსებს?!

ხოდა ეს თემა რომ ვნახე, ვიფიქრე, რა კარგია, ფილმების მთარგმნელი სჭირდებათ, ხელფასს მომცემენ-მეთქი, მაგრამ შემოთავაზება თარჯიმანისთვის რომ ვნახე, სულ წამიხდა ხასიათი: 8 ლარი რა უბედურებაა თვეში?

პრინციპში, თუ მაინც დაგჭირდებათ გერმანული სერიალის თარგმნა, ან თუნდაც რომელიმე საინტერესო გერმანული გადაცემის თარგმნა, შემიძლია დაგეხმაროთ.
ეხლა რაც შეეხება გადმოქართულების მეთოდს. არ მომწონს იდეა, რომ ასე პირდაპირ გინდათ აიღოთ უცხოურ ენაზე შედგენილი სუბტიტრები და თარგმნოთ ქართულად. დროის კოდებს გარკვეული დამუშავება დასჭირდება ჩემი აზრით. მართალია საჩალიჩოა, მაგრამ ასეთი სუბტიტრები უფრო სასიამოვნო და ადვილი წასაკითხი იქნება. ქართულ არხებზე რომ სუბტიტრირებული ფილმები გადის, მოგწონთ? მე არ მომწონს. რატომ? იმიტომ, რომ სუბტიტრირების მეთოდი არ ვარგა: ჯერ ერთი შრიფტი არ ვარგა. ზოგჯერ მთავრული ასოებით არის შედგენილი. ამის გამო ძნელი წასაკითხია და თვალებს ღლის. მეორეც - დროის პარამეტრებია უგულებელყოფილი. ქართული სუბტიტრი უმეტეს შემთხვევაში ძალიან ადრე ქრება, და თანაც მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. ვთქვათ მსახიობი ამბობს რაღაცას, პარალელურად ეკრანის ქვემოთ ჩნდება შესაბამისი თარგმანი. მსახიობმა დაამთავრა თავისი სათქმელი და სუბტიტრიც მაშინვე ქრება. ამ დროს კი სხვა პერსონაჟი არ ლაპარაკობს. არ შეიძლება ქართული სუბტიტრი რამდენიმე წამით მაინც დავტოვოთ ეკრანზე, რათა მაყურებელმა მშვიდად წაიკითხოს? მითუმეტეს, რომ სხვა პერსონაჟი არ ლაპარაკობს და სუბტიტრის გაქრობის არანაირი საჭიროება არ არსებობს. არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, მაგრამ ამას ჩალიჩი და ოფლის ღვრა სჭირდება და აბა საამისოდ ვის სცალია?! სამწუხაროდ უცხოური სუბტიტრებიც ასეა შედგენილი და იქიდან პირდაპირ გადმოკოპირებული დროის პარამეტრები დადებითად არ აისახება ნაშრომზე.
ერთმა დაწერა ამ თემაში, ჯობია სუბტიტრები ვიდეოს მივამაგროთ, სხვა საიტებმა რომ არ წაიღონ და თავისი საიტის სახელი არ დააწერონო. ვიდეოზე სუბტიტრების ამოტვიფვრა შეუძლია ამ პროგრამას: AVI Recomp. უფასო პროგრამაა. მართალია მინუსები აქვს, მაგრამ სხვა ამაზე უკეთესი უფასო პროგრამა ჯერჯერობით ვერ ვნახე. შედეგი ასეთი იქნება:
http://www.youtube.com/user/levani2000000#g/u http://www.myvideo.ge/?user_id=154481 თუ დაგაინტერესათ ამ პროგრამამ, აგიხსნით, რა როგორ კეთდება.