მაგ პრინციპით მხატვრულ ლიტერატურაშიც.

ამიტომ, მივეძალოთ დოკუმმენტურ ფილმებსა და ისტორიულ წყაროებს, ასევე შეულამაზებელ ფაქტებს, არგუმენტებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებს...


სერიალი შეიძლება არ არის ხელოვნების მწვერვალი და არც არავინ იჩემებს ამას, მაგრამ იგივე ლიტერატურა, კინო თუ თეატრი (და ნებისმიერი სხვა დარგი, რომელიც ხელოვნებას ეხება) ის სფეროა, სადაც ალეგორიას, მეტაფორას და თუნდაც ტყუილს (რომლის საშუალებითაც ავტორი ხატოვნად გგაგიზიარებს თავის აზრსა თუ დამოკიდებულებას) დიდი ადგილი უკავია, მთავარია ეს ტყუილი დამაჯერებელი იყოს, ხოლო მეტაფორა - სახიერი.

ამ სერიალზე რა ვთქვა - მეჩვენება, რომ, როგორც სხვა ქართულ სერიალებში, მსახიობები ვერ თამაშობენ დამაჯერებლად. მაგალითად მოვიყვან თემოსა და მისი ცოლის სცენას რესტორანში, საოცრად ყალბად გამოიყურებოდა და მეჩვენებოდა, რომ ორივე ძალიან დაძაბული იყო. იწვევს რუსული სერიალების ასოციაციას, რომელსაც გადაჰკრავს სამხრეთ ამერიკული სიო

ვნახოთ, ერტი შეხედვით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და დანარჩენს მერე მოგახსენებთ.

(პრინციპში, მეტს არც ველოდი)
This post has been edited by miau on 8 Nov 2009, 01:21