ახალი სერია მაგარი იყო.
რაიან მერფიმ შეიყო უკვე ამ ბლეინომანიით. კურტი მეორეხარისხოვანი გახადეს. თანაც, ბლეინს გარეგნობის გარდა არაფერი არ უწყობს ხელს. არც ხმა აქვს განსაკუთრებული და თამაშით კი სხვების გვერდზე ძალიან მოიკოჭლებს.
ფინი შემზიზღდა. აპატია ქვინს, რომელიც ატყუებდა, რომ მისგან შვილს ელოდებოდა და იწვა ამის ძმაკაცთან და ვერ აპატია რეიჩელს, რომელმაც ფაქს აკოცა. თუ ეგეთი გულჩვილია, არ მესმის ესე მარტივად როგორ დაიწყო თვითონ "მაიმუნობა" ქვინთან. ისიც მეორე უკიდურესობაა. რა ნაგლად დაადო სემს ... არა და ბეჭდებით დარბოდა აქეთ-იქით ... მოკლედ fuck them both
კურტი საინტერესო პერსონაჟია და ბლეინი ჩრდილავს. უკეთესი იქნებოდა მაგის და კაროვსკის სთორილაინის განვითარება. მერსედესი საერთოდ აღარ ჩანს. ინვალიდ ბექის უფრო მეტი დატვირთვა აქვს. თინაც ვითომ სასაცილოა. ეგ გოგო პილოტიდანვე ბანძი იყო. ბრიტნი და სანტანა სერიალის მარგალიტები არიან, იმედია ეგრეც გაგრძელდება. შუსტერი და ემა ფაქტიურად გავიდნენ როლიდან.
ფაქს და ლორენს ქონდათ უუუუუმაგრესი მომენტები. რაც არ უნდა იძახოთ, მე მაგრა ვიღადავე და კიდევ ველი მაგათ დუეტს. ლორენი იდეალური წევრია კლუბისთვის. ინდივიდუალური, საინტერესო და სასაცილო პერსონაჟი.
რეიჩელი კიდევ ერთი ნათელი წერტილი იყო სერიის. მაგის Firework-მა დაგლიჯა, ხასიათითაც გამოსწორდა და თან ცოტა შემეცოდა კიდეც. ცოტა ხანი იყოს მარტო ან ვინმე ახალი მოუძებნონ ... ფინთან შერიგება იქნება ეპიკური fail. ჯესისთან არა და ძალიან მაგარი იყო
ფინალიც კარგი იყო, თუ არ ჩავთვლით, რომ კიდევ ერთი სოლო იმღერა ბლეინმა

იმედია ამ ტემპით გააგრძელებს სერიალი.
შემდეგი სერიის პრომო ძალიან მაგარია.
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass