ლედი გაგას და მადონას ჰკითხეს მოსწონთ თუ არა კლუბი.
ლედი გაგა - " მე მიყვარს კლუბი, მე მისი #1 ფანი ვარ, ამ სერიალის მთავარი სიძლიერე ის არის რომ ჰყავს არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი მსახიობები, ისინი არიან ასევე არაჩვეულებრივი მომღერლები . როდესაც Bad Romance ვუყურე მათი შესრულებით აღტაცება ვერ დავმალე"
მადონა - " ჩემი აზრით კლუბში მადონას ეპიზოდი იყო ყველა დროის ყველაზე კარგი რამ რაც კი ოდესმე ჩემზე გადაუღიათ. დიალოგები იყო გენიალური, მე ვაფასებ მათ არაჩვეულებრივ იუმორს მსახიობები არიან არაჩვეულებრივები, მე განსაკუთრებით მომწონს სიუ სილვესტერის და კურტის პერსონაჟები. ყველა ამ ელემენტის შერწყმით რაიან მერფს არაჩვეულებრივი რამ გამოუვიდა, ჩემი შვილი ლურდესი გიჟდება კლუბზე , ჩვენ ყოველთვის ერთად ვუყურებთ მას. მე მინდა რომ ყველა საშუალო სკოლა კლუბის სკოლას ჰგავდეს"
29 აგვისტოს გაიმართება ემის დაჯილდოვება სადაც ნომინრებულები არიან კლუბის მსახიობები: ლეა მიშელი(რეიჩელი)- საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში, მეთიუ მორისონი( უილ შუსტერი)- საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი კომედიურ სერიალში, ჯეინი ლინჩი(სუ სილვესტერი) - საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალის როლის შემსრულებელი, კრის კოლფერი(კურტი)- საუკეთესო მეორე ხარისხოვანი მამაკაცის როლის შემსრულებელი, კრისტინ ჩენოვიტი (ეიპრილი)- საუკეთესო მოწვეული მსახიობი კომედიურ სერიალში, ნილ პატრიკ ჰარისი ( ბრაიანი) - საუკეთესო მოწვეული მამაკაცი მსახიობი კომედიურ სერიალში .
ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩემი უსაყვარლესი მსახიობი, ჯულია რობერთსი შესაძლოა GLEE -ს მეორე სეზონში გამოჩნდეს