ვისაც არ გინახავთ სერია არ წაიკითხოთპერლი უფრო და უფრო მომწონს, აი მართლა ძალიან მაგარი ქალია ^^
სერიის დაწყებისას ელენას ფანჯარა გაეხსნა, მთელი სერიის განმავლობაში კი ეს ფაქტი ვერაფრით ავხსენი. უბრალო შემთხვევა არამგონია ყოფილიყო, დედიკოს ხელი ურევია მანდ ალბათ...
ჯერემის მიმართ რაც დადებითი დამოკიდებულება მქონდა წინა სერიაში სულ უარყოფითით შეიცვალა, ვიკის გამო სურდა გადაქცევა, მისტირის ამ ვიკის იმენა : |
დეიმონი & ალარიკი კარგი დუეტი იყო, ბოლო გარტყმამაც გაასწორა

ძლივს წიგნთან მიახლოება დავინახე სერიალის, სისხლით რომ დაეხმარა ელენა სტეფანს ეგ არის მეორე წიგნის გადამჭრელი მომენტი, არ დაგასპოილერებთ მაგარ რაღაცას უნდა ველოდოთ მალე
უკვე გავიგეთ რატომ შემოაგდეს სერიალში მეტის დედა, უბრალოდ ის გამიკვირდა ამდენი ხნის შემდეგ ვიკის სხეული როგორ იყო მთელი. როცა ვამპირს გულში ურჭობენ ხეს ის მაშინვე იფერფლება და ვიკის უვნებელი ხელი კი ქონდა

ამ კეროლაინის, მეტის და ელენას სამკუთხედმა ხო დამტანჯა, რამდენი უნდა გაწელონ. იმას ეხუტება იმას არა და რავიცი : |
და ნუ ფინალი კარგი ქონდა, მოეწონა სტეფანს ელენას სისხლი

საერთო ჯამში ნორმალური სერია იყო, ეს ვიკი კარგად ამოატივტივეს

აქვე პრომო
სტეფანი მშიერია
This post has been edited by Rain_Boy on 9 Apr 2010, 12:10