გამარჯობათ, როგორ ხართ? ძალიან მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც დავბრუნდი ფორუმზე

მიხარია ახალი იზერების გამოჩენაც, ვფიქრობ თემა უფრო საინტერესო გახდება

საუბარი იყო სერიალ "ბლანკოს ქვრივზე" ერთ-ერთი იუზერი ამბობდა რომ ის მსოფლიოში საუკეთესო სერიალად აღიარეს რაც სიმართლეს არ შეესაბამება, პირიქით ტელემუნდოსთვის უდიდესი ჩავარდნა იყო.
დიდი მადლობა ტრამვაის ახალი ტრაილერებისთვის, ძალიან მომეზონა "ხუანი" მაგრამ კასტის მხოლოდ 4მსახიობი მომეწონა ჯერ-ჯერობით. რაც შეეხება "სამხრეთის დედოფალს" ძალიან ველოდები, რადგან ქეითი ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა, მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები ვნახე და ძალიან ნიჭიერი და შარმიანი ქალია.
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი რომ ტელემუნდოს მენეჯერებმა შესაძლოა ფესტივალზე არ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია (საიდანაც ჩვენც ვყიდულობთ მათ პროდუქციებს) რადგან კანის ორგანიზატორებმა ფრანგული მედიის წარმომადგენლების გარდა ყველას აუკრძალეს გაშუქება ამ ფესტივალისა, მაგრამ იმედია ეს გადაწყვეტილება შეიცვლება.
ასევე ტელემუნდომ გამოაგზავნა 2001-2010 წლის ყველაზე
გაყიდვადი სერიალები და თუ დაგაინტერესებთ დავწერ.
საუბარი იყო სერიალ "დონა ბარბარაზეც" და ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი, ვფიქრობ რომ ედიტ გონსალესი მარია ფელიქსის ყველაზე ღირსეული შემცვლელი იყო ა ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება, თვითონ სერიალი ძალიან გაყიდვადი იყო და რეიტინგულიც, ოღონდ არა ამერიკაში აშშ-ში საშუალო რეიტინგი ჰქონდა.