ახლა კი რაც შეეხება "უდაბნოს საყვარლებს" ("სიყვარული უდაბნოში") ტელემუნდო 2001 წელი (ტელემუნდოს პირველი ტელენოველა) იმედზე გავიდა 2003-2004 წელს.
სერიალში მთავარ როლებს ფრანცისკო გატორნო (პირადად მე არ მომწონს ეს მსახიობი), მარიცა როდრიგესი და კატერინ სიაჩოკე ასრულებენ, სერიალი ტელემუნდოს, ერტიაისა და კარაკოლის ერთობლივი პროექტია.
2001 წელი სერიალების ისტორიაში ახალ ეტაპად ითვლება, ვინაიდან ენბისისთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ამერიკუს ერთ-ერთი უმსხვილესი მედია გიგანტი "ტელემუნდო ინტერნაციოალი". როდესაც საუბარი დაიწყო ახალი სერიალის შექმნაზე ტელემუნდომ გამოაცხადა კონკურსი სერიალის სცენარზე, კონკურსში მონაწილება დაახლოებით 239 კონკურსანტმა მიიღო და საბოლოოდ გაიმარჯვა ორმა კონკურსანტმა ელენა რომერომ და სანტიაგო რობლესმა, საბოლოო ჯამში კი ამ ორი შედევრის შერწყმა მოხდა რომელიც საკუთარ თავზე ხულიო ხიმენესმა და კიკო ოლივიერმა აიღეს (დღეს ხიმენესი ამტკიცებს, რომ ეს რომანი მისი შექმნილია, თუმცა რეალუურად მან მხოლოდ შეცვალა დეტალები და გააერთიანა ორი ნოველა)
თავდაპირველად სერიალის სახელწოდება "გულების ისტორია" უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მას "უდაბნოს საყვარლები" დაარქვეს.
ძალიან რთული იყო კასტის შერჩევაც, რადგან თითოეული პერსონაჟი სახასიათოა და თან მსოფლიო ბაზარისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო.
ანდრეს ბუსტამანტეს როლზე კონკურსის გარეშე დაამტკიცეს ფრანცისკო გატორნო (პირადად მე არ ვიცი რატომ)
ბარბარა სანტანას როლზე კი კასტინგის შედეგად ნატალია სტეიგნარდი დაამტკიცეს, თუმცა მან საბოლოოდ თავისი ნებით უარი განაცხადა სერიალში მონაწილეობაზე და მთავარი როლის შემსრულებელზე კვლავ გამოცხადდა კასტინგი, ჰუგო ლეონ ფერერს და აურელიო ვალკარსო კეროლს, რომლებიც თავად ატარებდნენ კასტინგს, ნახეს დანა გარსიას მონაწილეობით სერიალი "რევანში" თითქმის დაამტკიცეს როლზე ნატაშა, მაგრამ ამ დროს ეკრანზე მარიცა როდრიგესი დაინახეს და მიხვდნენ, რომ სწორედ ეს ქალი სჭირდებოდათ როლზე. მარიცა ამ დროს თავისუფალი იყო ამიტომ დათანხმდა როლს და შეუდარებლად ითამაშა როლი.
ყველაზე რთული მიკაელა ფერნანდესის როლის შემსრულებლის პოვნა იყო, რადგან ერთ-ერთი გამორჩეული ანტაგონისტი ქალი იყო. როლზე უამრავი მსახიობი მოსინჯეს მათ შორის იტატი კანტორალი, აურა ქრისტინა გეითნერი და სხვა... თუმცა მიქაელას როლი ვერცერთმა მოირგო... მაგრამ უეცრად კასტინგზე ერთი საოცრად მომიხბვლელი, სექსუალური და საოცრად ნაზი ქალი მივიდა, რომელიც მაშინვე მოხვდათ თვალში... ეს კაატერინ სიაჩოკე იყო, რომელმაც პირველივე ცდით მიიღო როლი და შეუდარებელი პერსონაჟი შექმნა. კატისთვის 2001 წლიდან იწყება კარიერული წინსვლა, როდესაც ტელემუნდომ ადაწყვიტა არსად აღარ გაეშვათ სექსუალური, მომხიბვლელი, ვნებიანი და ამავდროულად საოცრად ნაზი ქალი, და კონტრაქტიც გაუფორმეს, სწორედ სიაჩოკე იყო პირველი ვინც ტელემუნდოს ექსკლუზივი მსახიობი გახდა და ტელემუნდოს უამრავი ვარსკვლავის აღმოჩენაში დაეხმარა.












სერიალის ქუდი
შემდეგში სერიალ "შურისზიებაზე" დავწერ
* * *
tatia777თავად ხენესისმა თქვა უარი სერიალში მონაწილეობაზე და ქრისტიან მეიერთან ერთად გაემგზავრა ლოს-ანჟელესში, ჰოლივუდის დაპყრობას აპირებდა, თუმცა უკან დააბრუნეს
This post has been edited by ambavi on 17 Apr 2010, 19:04