_Lali_სიგარეტის ღერი რო ვეღარ იპოვა, იმის მერე მთელი სერიის მანძილზე მქონდა შეგრძნება რო ბოლოს ვიღაცა მოიწამლებოდა რიცინით და ეგ იქნებოდა კულმინაცია... ვოლტერზე ვფიქრობდი ჯერ, მაგათმა ხომ გააბოლეს რომელირაცა წინა სერიაში ერთად
ვოლტერი თავისი ოჯახისთვის ყველაფერზე რო წავიდოდა დამტკიცდა, მაგრამ ნუ აი ასეთ შოკს თუ გამოიწვევდა ბოლო კადრი მაინც არ ველოდი
პარალელს გავავლებ

ლოსტის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო - ბედიწერა თუ თავისუფალი ნება? შოუს გასდევდა ასეთი მოტივი: ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით "შემთხვევითი" წვრილმანი, ერთი შეხვედრაც კი გავლენას ახდენს ადამიანის ბედისწერაზე, უფრო მეტიც - ქმნის მის ბედისწერას...
ანუ სამყარო ძალიან პატარაა იმისათვის, რომ ორი ადამიანი შ ე მ თ ხ ვ ე ვ ი თ შეხვდეს ერთმანეთს...
მაგარ დრამატულობას ქმნის ეს მოტივი...
მაგალითად სოიერის და კრისტიან შეფარდის შეხვედრა ავსტრალიაში, ბარში. კრისტიანმა თავისდაუნებურად მკვლელობისკენ უბიძგა სოიერს, ჯერ თავისი პრობლემები მოუყვა და მერე უთხრა ჩემნაირი მშიშარა არ უნდა იყოო, რის გაკეთებასაც აპირებ გააკეთე და მოგეშვებაო... რა იცოდა იმან სოიერი რას აპირებდა... და ამის მერე ამან მართლაც მოკლა, ოღონდ სხვა ტიპი აღმოჩნდა ის... რა იცოდა სოიერმა რო კუნძულზე მის შვილთან (ჯეკთან) ერთად აღმოჩნდებოდა
ასეთი მომენტი Breaking Bad-შიც იყო რამდენიმე.. ვოლტერი მაინცდამაინც მაშინ წავიდა ბარში როცა პამპერესებზე გააგზავნა ცოლმა, მაინც და მაინც ჯეინის მამასთან აღმოჩნდა იქ და მასთან ერთად დალია. დონალდმა უთხრა "Family, Can't give up on them. Never." ოჯახზე ძვირფასი არავინ გვყავსო... ვოლტერი ამის მერე სწორედ ოჯახის გულისთვის წავიდა ჯესის გამოსაფხიზლებლად, შეიპარა სახლში და იქ დონალდის შვილი მოკლა...
ამის გამო მამამისმა სტრესი მიიღო და ავარია გამოიწვია
"That's why the Red Sox will never win the World Series," This post has been edited by პროგრესიუსი on 11 May 2012, 21:26