დავამთავრე მესამე სეზონიც.
ვაღიარებ, მესამე სეზონის მე-6 სერიიდან სეზონის ბოლომდე, ანუ ჯამში 42X8 წუთი იყო დაუსრულებელი ორგაზმი
ერთი ამოსუნთქვით ვნახე.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გენიალური სერიალია.
მსახიობების შესრულება ფანტასტიური.
თითოეული იდეალურად ართმევს თავს.
უოლტი - მის შემთხვევაში მორალურ პარადოქსთან გვაქვს საქმე

ერთი მხრივ ცდილობს დაეხმაროს ოჯახს და ფულს, რომელსაც მოაგროვებს, უნდა რომ მოახმაროს მისი შვილების კეთილდღეობას, მეორე მხრივ ამას აკეთებს არაკანონიერად. გარდა ამისა საწყის სეზონებში მშვიდი და ჩვეულებრივი, მესამე სეზონში ხდება ისეთი, რომ დაუფიქრებლად კლავს 2 ადამიანს. მართალია თავიდან მხოლოდ ოჯახზე ფიქრობდა, მაგრამ არ გაუთვალისწინებია, რომ ამ საქმემ ჩათრევა იცის და შემდეგ უკან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია.
ამის გამო გაორებულია.
ოჯახში უბრალო, შვილზე მზრუნავი უოლტი, თავის ბიზნესში კი ცივსისხლიანი ჰაიზენბერგი.
ისე, იმ დღეს მისტერ უაითი მაქს პეინს მივამსგავსე, მესამე სერიაში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სათვალე და დასუსტება უნდა და ეგაა


ჯესი პინკმენი - ერთგული და მოღალატე, კეთილი და ნაბოზარი, მაგრამ მაინც გულშია
თავისი მშობლების შემყურე, თვითონ სხვანაირად უყურებს ბავშვებს.
ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ადამიანური გრძნობები.
თან უოლტს მაგრად უყვარს, დაახლოებით მამობრივი სიყვარულით.
გუსტავო - ადამიანი, რომლის ქცევების განჭვრეტა ლოგიკურად შეუძლებელია. თითქოს ჩვეულებრივი, უბრალო ტიპი, არადა მაგის შიშით ცაში ფრინველს ვერ გაუჭაჭანებია და ხმელეთზე ჭიანჭველას

ყველაზე მეტად ღიმილიდან სერიოზულ გამომეტყველებაზე რომ გადადის, ეგ ასწორებს

მოკლედ, მე პირადად 10/10-ს ვუწერ ამ სერიალს.
და მიხარია, რომ აქამდე არ მქონდა ნანახი, თორემ ახლა ხომ ვერ ვნახავდი
* * *
ეს განწყობისთვის
This post has been edited by Manuelo Costa on 6 Dec 2012, 11:31