
ეავიცი... ბოლო სეზონმა ცოტა ხასიათი წამიხდინა. თუ ახალი სეზონიდანაც იგივე გაგრძელდა, ისევ დავიკარგები ამ თემიდან. რა პრობლემაა?!..

იმდენი ხანია ამ თემაში არ დამიპოსტავს, აღარ ვიცი საიდან დავიწყო.
რამეს მოვიფიქრებ...
აჰაა...
Neo777 ბავშვობაში მეც მიყვარდა ფილმების ყურება. მაშინ სერიალების დიდი არჩევანი არ იყო. ერთი "იზაურა" და ერთიც თურქული სერიალი იყო. აიდან შანე თამაშობდა.
მოკლედ, ასეთი რაღაც მახსოვს. ფილმში ვხედავდი, რომ ბიჭს გოგო მოეწონა, მერე ამ ბიჭმა ეს გოგო ცოლად შეირთო, მერე იყო ქორწილი, ქორწილში იყო კოცნა და შემდეგი კადრი იყო რომ უკვე ბავშვი ჰყავდათ. მეც "მივხვდი" (ბავშვობიდან ვიყავი ასეთი მიხვედრილი

), რომ ბავშვი კოცნით ჩნდებოდა და ყოველთვის ვერიდებოდი "შემთხვევით" კოცნებს

"შუა ქალაქში" კოცნების დეფიციტს რაც შეეხება, გამიჭირდება ამის გამო სერიალის შემქმნელების გამტყუნება. ალბათ რაიმე კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ, რის გამოც თავიდანვე უარი თქვეს ამაზე. ალბათ იმ ქართველი მაყურებლის მენტალიტეტი გაითვალისწინეს, რომელზეც გასვლას გეგმავდნენ. სამწუხაროდ ადგილობრივი მასშტაბებით ეს არ არის პატარა ციფრი, ამიტომ ასეთი "თავშეკავებაც" მესმის. არც არის სერიალში ისეთი სიტუაციები, რომ ყველა სერიაში "ხვევნა-კოცნა მტლაშა-მტლუში" გაიმართოს. თუმცა, მთლად აზიატობასაც ნუ მივაწვებით და ზოგჯერ მაინც "ავიღოთ სინდისზე ხელი". აი მაგალითად სანდროსა და სალომეს სიყვარულის "გაიასნებას" ერთი ცეცხლოვანი ამბორი ნამდვილად დაამშვენებდა და არავინ თქვას, რომ ეს "შუა ქალაქის" თავგადაკლულ მაყურებელზე, როგორი აზიატიც არ უნდა ყოფილიყო ის, ცუდად იმოქმედებდა და ბავშვებს ამ დროს ოთახიდან გაყრიდნენ. შესაბამისად, არ მოხდებოდა ასეთი რაღაც...
დარწმუნებული ვარ თუნდაც ბავშვებში ასეთი "მოვლენა" უფრო მეტ სიხარულს გამოიწვევდა, ვიდრე გარყვნილების დანახვა შეიძლებოდა მასში.
იმედია დამეთანხმებით
CampO Larssenეს კოცნა ნამდვილად არ დააკარგვინებდა "შუა ქალაქს" მაყურებელს. პირიქით, დიდი ხანი ელოდა ამას მაყურებელი, მაგრამ მარტო სიტყვებზე "გადაგვატარეს"
ზურატი96მაგას კოცნას ეძახი?

სერიალში წყვილების შვილებს რაც შეეხება, მესმის, რომ რთულია პატარა ბავშვებით ყველა სერიაში გადაიღო სცენები, მაგრამ ცოტა უფრო ხშირად რომ იყოს, ვიდრე ბოლო სეზონში, რა თქმა უნდა უფრო კარგი იქნება. პატარა ბავშვების ხილვა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს. ჩემში ასე არის და სხვებში არ ვიცი... თუმცა მესმის, რომ ეს რთულია და ამის გამო პრეტენზიების გამოთქმა ჩემი (და არც სხვისი) მხრიდან არ მიმაჩნია სამართლიანად.
ახალ სეზონს რაც შეეხება.
ვფიქრობ, ახალი სეზონის თითო სხვადასხვა სერიაში ძველი სახეების გამოჩენა(ც) კარგი იქნებოდა. გასაგებია, რომ რაღაც მიზეზების გამო ყველა პერსონაჟის დროებით დაბრუნება ვერ მოხერხდება (მაგალითად თიკა, რომელიც უკვე სხვა სერიალში მონაწილეობს), მაგრამ ზოგიერთ "ძველ" პერსონაჟზე საინტერესო ამბების აგება შეიძლება. იგივე იუზა. კარგი ჯიგარი, ძველი ნაომარი (თუ ნახიშტარი) და საკმაოდაც "ხოხმა" ადამიანი. ერთ სერიას (სხვა სიუჟეტურ დატვირთვასთან ერთად) ისიც დაამშვენებდა. კარგი იქნებოდა ღლონტების "გერმანელი" ნათესავის ეპიზოდური გამოჩენაც. სხვებზე არანაკლებ საინტერესო სიუჟეტის მოფიქრება შეიძლება ლიკა ტალახაძის ეპიზოდური გამოჩენით. მისი და ღლონტების სწერვობის სცენები ყოველთვის კარგი გამოდიოდა. სხვა პერსონაჟებიც შეიძლება. ყველას ვერ ვიხსენებ ახლა...
ასევე კარგი იქნება ცნობილი სახეების მოწვევაც თუ გაგრძელდება. ვთაქვათ რომელიმე კალათბურთელი, ფეხბურთელი, პოლიტიკოსი... იგივე კახა ბენდუქიძე, შალვა ნათელაშვილი და მათნაირი კოლორიტები. მარტო ნაციონალების მიწვევა მაყურებლის გარკვეული ნაწილისთვის გამაღიზიანებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში (ვგულისხმობ მოწვეული სტუმრების მრავალფეროვნებას) კი მაყურებლების მხრიდან ცოტა არასასიამოვნო დასკვნების თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი და სერიალიც უფრო სახალისო გამოვა.
ბოლო სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა (ჩემი აზრით) მაინც სარეკლამო პოლიტიკა იყო.
ერთი აფხაზეთია ჩვენი (ჩემი) ტკივილი და მეორე რეკლამა "შუა ქალაქში".
ის, რაც ამ მხრივ ბოლო სეზონში ხდებოდა, სუფთა კოშმარი იყო.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთოდ ბოლო სეზონს იღებდნენ და ცდილობდნენ ბოლომდე გამოეწურათ რეკლამის დამკვეთები. სხვა ახსნას პირადად მე ვერ ვპოულობდი. ახლა გულწრფელად შემიძლია ვაღიარო, რომ თვითონ რეკლამის დამკვეთები არ არიან მარკეტინგის გაგებაში (თუ გინდათ "გარტყმაში"). მე "შუა ქალაქის" შემქმნელების მიკვირს, რატომ მისცა თავს ამის უფლება, თორემ ბევრი "სერიოზული" ქართული კომპანია რომ ჭკუანაკლულებით (მე მაპატიეთ, მაგრამ ასეა) არის სავსე, ეს ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია.
რატომ მიკვირს "შუა ქალაქის" შემქმნელების?
არის ერთი ადამიანი, რომელსაც ფრენკ ზაზა ჰქვია და რომელიც არის კინოში პროდუქციის რეკლამირების კომპანია (ასეთი კომპანიებიც არსებობენ) iTVX-ის აღმასრულებელი დირექტორი. ბატონი ფრენკი ასეთ რაღაცას ამბობს: "მაყურებელი გამოცდილი ხდება ამ (რეკლამის) საკითხში. როდესაც ისინი გრძნობენ, რომ რეკლამას "სახეზე აფარებენ", მათ ისეთივე რეაქცია აქვთ, როგორც ელექტრონულ საფოსტო ყუთში მისულ სპამზე. კინომოყვარულები ადვილად გრძნობენ შემოსავლიანი კინორეკლამირების სუნს, ამიტომ კინოს სპეციალისტებისათვის უმჯობესია კონკრეტული პროდუქცია რეალური სიტუაციის კონტექსტში გამოიყენონ, რადგან ამგვარი კადრი პროდუქციას უფრო ნამდვილს ხდის და თავს არ ახვევს მაყურებელს".
ახლა ვიტყვი რას გულისხმობდა ბატონი ფრენკი (თუ გნებავთ ბატონი ზაზა):
"შუა ქალაქის" ბოლო სეზონის ერთ-ერთ სერიაში იყო ასეთი სცენა: ლაშა და ვახო, სახლში, სხედან მაგიდასთან, წინ უდევთ (ალბათ "ნატახტარის") ლუდით სავსე ორი ჭიქა და ორი გახსნილი, მაგრამ სავსე ლუდის ბოთლი (რატომ იყო ის ბოთლები სავსე, საიდანაც ორი ლუდის ჭიქა უკვე იყო ლუდით ავსებული, ეგ ცალკე საკითხია. ალბათ ჯადოსნური ბოთლები იყო

). ლუდის ბოთლები ეტიკეტით საგულდაგულოდ არის შემოტრიალებული იმ მხარეს, საიდანაც კარგად დააფიქსირებს მას კამერები. ეს ზედმეტი (სა)"გულდაგულობა" კიდევ ჯანდაბას. შემდეგ ხდება ასეთი რაღაც. გამოდის ქეთევანი და დაახლოებით ასეთ ტექსტს "წიკვინებს" - "რა ლუდის სმა აგიტყდათ? რა გასმევთ ლუდს? ან საერთოდ რა გემოს ატანთ? გამასინჯეთ აბა ერთი..." ეს ჯენტელმენებიც გაასინჯებენ მას (ალბათ "ნატახტარის") ლუდს და ისიც ამბობს (დაახლოებით) შემდეგ ფრაზას - "არა, მართლა გემრიელი ყოფილა!"
კარქი ელთი...
სწორედ ეს არის რეკლამის "სახეში აფარება", რომელიც რეალურად არის სპამი (პირადად ჩემთვის სპამზე უარესი), ვიდრე რეკლამა.
ამას მოჰყვა "ქარვასლა" და "მითანა" და სარეცხის საშუალებების სპამისებური (აღარ დავკონკრეტდები) რეკლამები. სხვა სერიების ნახვის სურვილი უბრალოდ გამიქრა, თორემ ალბათ ამ ჩამონათვალს გავაგრძელებდი.
კიდევ ერთი ციტატა, რომელიც ეკუთვნის ლუ გალისიანს. ავტორს წიგნისა - "პროდუქციის რეკლამირება მასმედიაში".
"პროდუქციის არასწორმა რეკლამირებამ შეიძლება გააფუჭოს ფილმის შინაარსი. როდესაც პროდუქცია არ ჯდება სცენარში ის ეკრანზე ძალიან ყვირის და მეტად აგრესიული ხდება. თითქოს პროდუქტს აძალებენ მაყურებელს, რაც რა თქმა უნდა მაყურებლის გაღიზიანებას იწვევს".
ამიტომაც მიკვირს სერიალის შემქმნელების. რატომ გადაწყვიტეს, რომ ასეთი მიდგომა დადებითად წაადგებოდა მათ საქმიანობას არ მესმის. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული მაყურებელი ვარ განსაკუთრებული გემოვებით. კარგ ხუმრობაზე კარგად ვისიამოვნებ. შედარებით ნაკლებად საინტერესო სიუჟეტებზე მეც სხვების მსგავსად შედარებით ნაკლებად ვერთობი და დაძალაბულ პროდუქტზეც ისევე ვღიზიანდები, როგორც ბევრი სხვა მაყურებელი (ამ თემაშიც წავიკითხე სხვა იუზერების მოსაზრება ამ ე.წ. "რეკლამაზე" და ვიცი, რომ, ბევრი იზიარებს ჩემს ამ შეხედულებას). თუ ისევ ასეთივე სარეკლამო პოლიტიკა გაგრძელდება, პირადად მე ამ (და ვერც სხვა ნებისმიერ) სერიალს უბრალოდ (და არა პროტესტის ნიშნად) ვერ ვუყურებ. ეჭვი მაქვს, რომ მარტო მე არ ვიქნები ასეთი.
მე არ ვამბობ, რომ ასეთი რეკლამა არ უნდა იყოს. პირიქით. აუცილებელიც არის, რომ იყოს. 2005 წელს ჩატარებულმა კვლევამ (არ ვიცი ვინ ჩაატარა, მაგრამ შემიძლია დავაზუსტო) აჩვენა, რომ ძირითად სატელევიზიო (ქართული არხები არ იგულისხმება) ქსელში მაყურებლის 90% (გამო)ტოვებს რეკლამას. სწორედ ამან აიძულა რეკლამის სპეციალისტები, რომ სხვა გზა მოეძებნათ და ეს გზა სწორედ ის არის, რაზეც ახლა ვლაპარაკობ და რაც ასე ცუდად ჩანს "შუა ქალაქში". სერიალის შემქმნელებმა არ უნდა მისცენ რეკლამის დამკვეთებს უფლება, რომ ჩაერიონ სერიალის გადაღების უშუალო პროცესში. ეს ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა მოამზადონ სცენარისტებმა და შემდეგ ასევე ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა დადგას რეჟისორმა. სწორედ მასზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. პროდიუსერმა უნდა აუხსნას რეჟისორს სპონსორის მნიშვნელობა და მათთან აღებული ვალდებულება (თუ მათგან დაკისრებული მოვალეობა). ისე უნდა დაიდგას ეს სცენა, რომ სპონსორიც კმაყოფილი იყოს, პროდუქტიც არ იყოს აშკარა და "სახეზე აფარებული" და შესაბამისად არც მაყურებელი გაღიზიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება "უზარმაზაარიი"

მოკლედ, აქ შევჩერდები და წავედი მე. კალათბურთი იწყება და შემოვალ ხვალ...
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.