ძალიან, ძალიან მიხარია რომ ამ სერიალში ამდენ წვრილმანს ეძიებით, პირადად მე მიმაჩნია რომ თუ უყურებთ გლობოს, ე.ი გემოვნებიანი მაყურებელი ხართ და ამ სერიალისგანაც მოითხოვთ იყოს სათანადო დონეზე.
თვითონ გლობოშიც ამბობენ, რომ კლონის შემდეგ სხვა რადიკალურად განსხვავებული კულტურის ასეთი შემოტანა ეთერში შესაძლოა ვერ გაემართლებინა, თუმცა მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს და პირადად მათთვის ეს მომგებიანი აღმოჩნდა.
პირადად მე მირჩევნია და ალბათ დამეთანხმებით, რომ ვუყურო თანამედროვე ბრაზილიურ სერიალს.
მაგალითად სერიალი "ვნება" ამ სერიალის თითო სერიას შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო.
ძალია მაინტერესებს, ვინმეს თუ გაქვთ ნანახი "იცხოვრე ცხოვრება", ულამაზესი სერიალია.
თუნდაც ინდოეთის ფინალი, ძალიან მომეწონა, ამ სერიალით გლობომ თქვა, რომ ბოროტება ყოველთვის არ მარცხდება და ხშირად სამწუხაროდ სიკეთე რჩება წაგებული.
ინდოელებეზე ვერაფერს დავწერ რადგან პირადად მე ბევრი რამ გავიგე მათ კულტურაზე, ვიღაცისთვის შეიძლება ისინი "აყროლებულები" არიან მაგრამ აჯობებს ასეთი რასისტული განცხადებებისგან თავი შევიკავოთ. ყოველშემთხვევაში ეს ჩემი პოზიციაა.
ინდური ნაწილი მომწონს, თუნდაც იმიტომ რომ ულამაზესი ატრიბუტიკა, ტანსაცმელი და სამკაულები აქვთ

ჩემი საყვარელი პერსონაჟები კი ესენი არიან:
მაია (პროტაგონისტი ბევრი საზიზღარი თვისებით)
მელისა კადორე
სილვია კადორე
ივონე
ტარსუ
ცეზარი და ილონა
სურია
ნორმინიაააა ამ ქალზე ვაფრეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეენ
კომალი
ინდრა, მაიკო, ზეკა - თუნდაც ამ სერილს იმიტომაც ვუყურებ რომ საგანმანათლებლო პრობლემაა წამოჭრილი.
სხხვათაშორის ამ სერიალმა მინისტრის სავარძელიც იმსხვერპლა

კიარა - პერსონაჟი დიდი არაფერი მაგრამ ტანსაცმელი და სამკაულები აქვს როოომ
ლაკსმი და პუჯა - ორი დაპირისპირებული მახე, რომელიც ნატლად ასახავს დალიტებისა და ბრაჰმანების "ბრძოლას"
მანუ, შანკარი და დოქტორი კასტანიო...
აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი რეალური ცხოვრებიდან არის აღებული

ამ სერიალის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გლორია გლობოს კვლავ დაებრუნებინა ტელენოველების სამყაროში, რომელსაც ტაიმაუტი ჰქონდა აღებული 2007 წლის შემდეგ და ზღაპრებს წერდა, სხვათაშორის ინდოეთის რამდენიმე პერსონაჟი გლორიას ზღაპრიდან არის აღებული, ასევე ამ სერიალში ბევრი ზღაპრული ეპიზოდიცაა, განსაკუთრებით ბოლო სერიაში.
როგორც ამბობენ, ახლა ტევე აცტეკა აპირებს ამ სერიალის რიმეიქის გადაღებას, როგორ ფიქრობთ რამდენად კარგი გამოვა?

ვფიქრობ უადგილო კითხვაა მაგრამ მაინც