იმედმა არასწორად გაახმოვანა დღევანდელი სერია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ვინც ახმოვანებს ისიც კი აზრზე არაა რა სერიალია და არც აქვს ნანახი
საიდმა რომ კითხა დოგინს რა არსებააო, იმან უპასუხა ჯეიკობი დიდი ხანი დატყვევებული იყოო და ახლა გათავისუფლდა ყველა რომ დახოცოსო
უნდა ყოფილიყო: ჯეიკობს ის დიდი ხნის მანძილზე ჰყავდა დატყვევებული და ახლა გათავისუფლდაო საიდი სანამ იმ თარჯიმანს მოკლავდა მანამდეც ჯეიკობი თქვეს როცა საერთოდ არ თქმულა ჯეიკობი.. "ჯეიკობის შეჩერება" კი არა "მისი შეჩერება" უნდა ეთქვა, შავი კვამლი იგულისხმება
რა სერიალს აბანძებენ ..
ასეთი შეცდომა როგორ უნდა დაუშვა როცა შენ თითონ ახმოვანებ აზრზე ხომ უნდა იყო ..
ჯეიკობი არის (იყო) ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე კუნძულის სასიცოცხლო წყაროს დამცველი.. ხოლო კუნძული იცავს ბალანსს სიკეთესა და ბოროტებას შორის სამყაროში. ჯეიკობის ძმამ მას შემდეგ რაც წყაროში ჩააგდეს დაკარგა ადამიანური პიროვნულობა და ტრანსფორმაცია განიცადა შავ კვამლად. მას უნდა წყაროს გამოყენება რაღაც სხვა მიზნისთვის, და კუნძულიდან წასვლა, ამიტომ ჯეიკობის ფუნქცია იყო წყაროს (შესაბამისად კუნძულის) დაცვა.
შავი კვამლის კუნძულიდან წასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ წყაროშია ჩაგდებული და ადამიანი აღარ არის. ამიტომ ჯეიკობს დატყვევებული ჰყავდა
MIB უმტკიცებს ჯეიკობს რომ ადამიანების ბუნება გარყვნილია და ისინი ყოველთვის ომობენ და იბრძვიან, ჯეიკობს კი ხალხი ჩამოჰყავს კუნძულზე რათა მათი ბუნება გამოსცადოს და საპირისპირო დაუმტკიცოს.
ორივეს უნდა ერთმანეთის მოკვლა, მაგრამ არსებობს თამაშის წესები რაც შემოიტანა მათმა დედამ - მათ არ შეუძლიათ მოკლან ერთმანეთი. ამიტომ ჯეიკობი ცდილობს ჩამოყვანილ "კანდიდატებს" მოაკვლევინოს შავი კვამლი, ხოლო კვამლს უნდა იპოვოს ხვრელი ქანდაკებაში, ანუ სუსტი წერტილი და ვინმეს მოაკვლევინის ჯეიკობი.
კუნძულზე ყველა ჯეიკობს ჩამოჰყავს, მათ შორის პროექტი "დჰარმაც" რომელიც უფრო მეცნიერული მიდგომა იყო, თუმცა არ გაამართლა - მათ ომი დაიწყეს "სხვებთან" რომლებიც ასევე ჯეიკობის ჩამოყვანილი ხალხი იყო რაღაც მიზნისთვის სხვადასხვა დროს. ეს იმით დასრულდა რომ ბენმა დჰარმა გაანადგურა, ჯეიკობის პროექტი ჩავარდა..
დანარჩენი მე-6 სეზონის მე15 სერიაშია ახსნილი..

ასე რომ იმედის იდიოტურმა თარგმანმა არ შეგაცდინოს
