აი ვიშ იუ ჰედ ბილივედ მი... ნეტავ ჩემთვის დაგეჯერებინა.. ქედს ვიხრი სცენარისტების წინაშე
პ.ს ის ბომბი მართლა არ აფეთქდებოდა საერთოდ თითიც რომ არ დაეკარებინათ ჯეკი აბსოლიტურად ზუსტად მიხვდა.. მას შემდეგ რაც რიჩარდთან ერთად იყო იმ ასაფეთქებელთან ნელ-ნელა იწყებს მიხვედრას... MIB-ს არც ჯეიკობის და არც კანდიდატების მოკვლა არ შეეძლო, აქედან გამომდინარე რომ არ შეხებოდნენ ბომბი გაჩერდებოდა...
მაგრამ მეორე მხრივ საიდს შანსი მიეცა სიცოცხლის ბოლოს სწორ მხარეს გადმოსულიყო..
* * *
ვისაც ალტრეალობა აინტერესებს:მოკლედ ვიტყვი - ალტრეალობა იგივე განსაწმენდელია. სცენარისტებმა გვიჩვენეს 2 ალტრეალობა, ანუ 2 განსაწმენდელი. ამ ადგილას სიკვდილის შემდეგ ხვდებიან, განსაწმენდელის ფუნქცია არის გახსენება, წარსულის შეცდომების გამოსწორება, აქ ჩარჩენილი ხარ სანამ რაღაცას არ გაიაზრებ ან არ გააკეთებ. როცა ეს მოხდება უკვე შეგიძლია წინ წახვიდე და გააგრძელო ცხოვრება სულიერი გზის სხვა საფეხურზე.
1) პირველი განსაწმენდელი (ალტრეალობა) მეექვსე სეზონის დასაწყისში გვიჩვენეს. დაკარგულები აქ სიკვდილის შემდეგ მოხვდნენ, მაგრამ მათ არ ახსოვთ კ უ ნ ძ უ ლ ი და იქ გატარებული დრო. ამის სიმბოლოა რომ 815 მშვიდად დაჯდა ლოს ანჟელესში, ხოლო კუნძული ოკეანის ფსკერზეა. განსაწმენდელის მიზანი - გახსენება და წინ წასვლა.
2) მეორე განსაწმენდელი თავად კუნძულია გარდაცვლილი ადამიანებისთვის (ლიბი, მაიკლი და ა.შ). ყველას გახსოვთ იდუმალი ჩურჩული ჯუნგლებში - ეს სწორედ გარდაცვლილი ხალხია რომლებსაც რაღაც დარჩათ გასაკეთებელი, რაღაც ვერ დაამთავრეს კუნძულზე ან ცოდვა ბოლომდე ვერ გამოისყიდეს. ამ შემთხვევაში კაცი შავებში არაფერ შუაშია და ის არ იღებს მათ სახეს.
კუნძული არ არის განსაწმენდელი ცოცხლებისთვის, განსაწმენდელი რელიგიური ტერმინია და განკუთვნილია გარდაცვლილებისთვის. მათი სული ვერ ისვენებს იმის გამო რომ ვერ გაიარეს ესა თუ ის გამოცდა..
შეიქმნა არასწორი თეორია თითქოს კუნძული არ არის რეალური და ა.შ სინამდვილეში ყველაფერი რეალურია - კუნძულიც და ალტერნატიული სამყაროც და ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ რომელი უფრო რეალურია.მოკლედ - კუნძული განსაწმენდელია გარდაცვლილებისთვის, ხოლო ალტრეალობა ასევე გარდაცვლილი პერსონაჟებისთვის. ალტრეალობაში ის სულები ვისაც ერთად ყოფნა უწერიათ იხსენებენ და ხვდებიან ერთმანეთს, ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ სერიალს წითელ ხაზად გასდევს რწმენა - ყოველი ადამიანი დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან ..გწამთ თუ არა, რომ ცხოვრებაში თითოეული ჩვენგანი რაღაცნაირად This post has been edited by პროგრესიუსი on 19 Jan 2012, 19:21