ვაიმე,ვაიმე,ვაიმე......

კარგი იყო! ემერსონი შემიწირავს თავისი გულწრფელი ემოციებით და მეორე დესმონდის სიურპრიზები კიდევ,ისტერიული სიცილი მივარდება ხოლმე მაგის "ნეპრეტსკაზუიმი" ჩაღიმებებზე

ეჰ,ბენ,ბენ...ჩვეულებრივ რეალობაში მაინც ისევ ისეთი დარჩი...არ მეგონა მაინც ასეთი გამყიდველური ნატურით თუ დაასრულებდა არსებობას კუნძულზე...ა/რ-ში კი ძალიან მეცოდება...რაღაც ორი ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობა მიჩნდება ორივე თანაარსებობისას,თუმცა თამამად ვიტყვი ყოველთვის,რომ ამ კაცის თამაში გენიალურია,რომელიც სერიას საინტერესოს ხდის ყოველ ჯერზე...
რიჩარდი...ილანასავით წამში გააქრეს,ნუთუ ამდენი საუკუნის კუნძულზე ამაგის შემდეგ ასე უბრალოდ გადაწყვიტეს სცენარისტებმა მისი მოცილება? :/ დამენანა ძლიერ...
ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი,ჯეიკობმა გარკვევით გაგვიხსნა ჩვენც და გმირებსაც თუ რატომ არიან კუნძულზე და საკმაოდ ლოგიკურადაც,ისე რომ ყველა ჩააფიქრა და გულში დაეთანხმა კიდეც...
წარწერა კვონშიც უკვე მათი შვილი მოიაზრება როგორც მივხვდი...
იგივე რიტუალით და იგივე ტექსტით(ინიციაცია ასეთია «Да не воспримем мы это как простое вино, но как будто это (или он) и есть тот самый (что будет со мной)») გარდაისახა ჯეიკობი ჯეკში იმ ღვინის(ამჯერად წყლის) დალევის შემდეგ...
მომწეწონა სოიერის სიოტყვები ქეითს რომ ეუბნება:მე კი მეგონა სულ,რომ განდიდების მანიით იყო შეპყრობილიო

ანუ მიხვდა,რომ ის მართლა ყველანაირ საუკეთესო თვისებებს ფლობს და ყველაფერზეა წამსვლელი როცა საჭირო ხდება...
არჩევანი-ესაა ამ სერიალის ყველაზე მთავარი,დედა აზრი,რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია,რომელიც არა მარტო რელიგიურად გვაახლოვებს ცხოვრების სწორ შეცნობასთან,არამედ მორალური თვალსაზრისით გვიხსნის გონების თვალს,რათა საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს ყოველმა სწორი ნაბიჯის გადადგმა...
მართლა მენანება რა,აი მართლა...ხომ არის რაღაც კარგ ფილმს უყურებ და ემოციურად თუ აზრობრივად ისე გტვირთავს,რო მთელი დღე კი არა კვირაც გახსოვს და ფიქრობ,ეს კი ყოველი სერიით ასე მოქმედებს,ყოველთვის ახალ რაღაცას აღმოაჩენ...უკვე დიდი ხანია შენია...და...მალე აღარ იქნება....
მე მომიტევეთ,Растрогалась я очень чёта