ერთი რამ უნდა გაიგო (თითქოს რთულია მაგრამ ამ დროს თუ დაუფიქრდები ძალიან ლოგიკურია)- არანაირი დროითი პარადოქსები და ლაფსუსები არ ყოფილა... შევეცდები აგიხსნა რომ ეგ ორი ფაქტი თავისებურია და ერთმანეთისგან განსხვავებული

ჯერ ერთი დესმონდი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ზემოთქმულის გამონაკლისია და ბუნების ყველა აქსიომას არღვევს

ეს განაპირობა ელექტრომაგნიტური დასხივების ეფექტმა...
მეორეც - მაშინ კუნძული გამუდმებით განიცდიდა დროში ნახტომებს, იმიტომ რომ ბენმა დაატრიალა ბორბალი... თუ სიტყვაზე 1954 წელში მოხვდებოდნენ ჩვენს დაკარგულებს "მომავალი" მაინც ემახსოვრებოდათ, ოუშენიკი და ყველაფერი ემახსოვრებოდათ... რადგან თითონ მათ გადაინაცვლეს დროში.
დესმონდმა თავისი უნიკალურობის წყალობით სადღაც 2001-2002 წელს ფარადეისთან რეალური შეხვედრა 2004 წელს ნახა როგორც სიზმარი... სწორედ იმ დროს ნახა ეს "სიზმარი", როცა დაკარგულები (უფრო სწორედ კუნძული) მოძრაობდნენ დროში და მართლა დაუკაკაუნა ფარადეიმ...

როგორც გითხარი დესმონდის ტვინი სხვანაირი მექანიზმია, ის ერთადერთია რომელსაც შეუძლია "დროში მოგზაურობა გონებით" (იხ. სეზ 4 მე-5 ეპიზოდი) ... ხოლო ფარადეის დედა ვერანაირად ვერ "გაიხსენებდა" მომავალს, რადგან ის მისთვის მომხდარი არ იყო!

ასევე რიჩარდ ალპერტიც მაშინ ვერანაირად ვერ გაიხსენებდა ლოკს, თუმცა მანამდე სამჯერ ჰყავდა ნანახი ( აქ უფრო რთულადაა საქმე - რიჩარდი არის უკვდავი, 50-იან წლებში მიდის მასთან ვიღაც ჯონ ლოკი და ეუბნება მომავლიდან ვარო... ამ დროს სინამდვილეში ლოკი დაბადებულიც არაა და როცა დაიბადა, რიჩარდი მიდის მასთან სახლში მეინლენდზე და გამოცდას უტარებს....

მაგრამ როცა პირველად ნახა ვერ გაიხსენებდა მომავალს ... )
რაც მოხდა - მოხდა... წარსულს ვერ შეცვლი. დაკარგულებს დარმაში მუშაობისას არაფერი არ შეუცვლიათ, მათ უბრალოდ არ ახსოვდათ წარსული (თავისუფალი არჩევანის უნარით მათ აღასრულეს წარსული... ). აქ დეტერმინიზმიც და არჩევანიც ერთდროულადაა.ითანი დაიბადა 1977 წელს (1974+3) და თუნდაც 15 წლის ასაკში იქნებოდა 1992 წელი - ამ დროს გაჟლიტეს დჰარმა

თანაც თაიმლაინს თუ მივყვებით ეს მაქსიმუმია, შესაძლებელია 1987-შიც იყო რადგან რუსოს მონაყოლით მისი ჩამოსვლიდან მალე სხვებმა დაიკავეს რადიოსადგური.