ყველაფერი იყო რეალური კუნძულზე ჩამოვარდნიდან ჯეკის თვალების დახუჭვით დამტავრებული

... ფინალის იდეა ისაა, რომ ბოლოს (კრისტიან შეპარდის სიტყვებით "ზოგი შენზე ადრე, ზოგიც გაცილებით გვიან იღუპება"), ოდესრაც დაიხოცნენ, კუნძული იყო ერთგვარი "განსაწმენდელი" რომელიც მათ სჭირდებოდათ იმისათვის რომ საკუთარი ტანჯვები და ძიებები აქ დაესრულებინათ და ერთმანეთი ეპოვათ... ჯეიკობიც ეუბნება ყველას რაღაც გასაჭირი, აფორიაქებული ცხოვრება გქონდათ და იმიტომ მოგიყვანეთო... ჰოდა ყველას ერთნაირად სჭირდება კუნძულზე ერთმანეთის გაცნობა, დაახლოვება რადგან სულიერი ნათესაობა აქვთ ამ მხრივ, ხო ხვდები .........
ეს არი ზუსტად ბოლოს ეკლესიაში შეკრებილი ჩვენი პერსონაჟები. ანა ლუსია, ბენი, უიდმორის მეცნიერთა ჯგუფი, სხვები და ა.შ სხვა ჯგუფებს ქმნიან და ამიტომ ვერ/არ მოხვდნენ იქ მათ კიდევ აქვთ რაღაც დაასსრულებელი
კუნძულზე დაღუპული ხალხი ქმნის იმ ჩურჩულს რაც ჯუნგლებში ისმის და ეს სულებიც ცდილობენ ძველი შეცდომების გამოსწორებას (მაგ. მაიკლი) ან სხვების დახმარებას

რაც შეეხება ალტრეალობას ეს უკვე საიქიო სამყაროა, სადაც დაკარგულები იხსენებნ ერთმანეთს და კუნძულს, რათა "გზა გააგრძელონ", ეს ამავე დროს მათი იდეალური წარმოსახვით შექმნილი ფანტაზიური სამყაროა სადაც ყველაფერი სულ სხვანაირადაა მათ ცხოვრებაში მაგრამ ერთმანეთი იქაც აკლიათ და ამიტომ უნდა გაიხსენონ (ბუდიზმში და სხვა რელიგიებში ცნობილი ალტერნატიული რეალობა)...
არ აქვს მნიშვნელობა - კორეელი თუ ავსტრალიელი, კათოლიკე თუ მუსულმანი, თეთრკანიანი თუ შავკანიანი, ბოროტმოქმედი თუ წმინდანი - ამ დაკარგულ ხალხს ერთმანეთი უნდა ეპოვა და გზა გაეგრძელებინა!
მე მგონი კარგად ავხსენი .............................