სოიერი ვისაც არ უყვარს... რამდენიც არ უნდა ატრაკონ,მამაკაცური შური არის ხოლმე ძირითადი მოტივი
სოიერი რატომ უყვართ?.. გარდა იმისა,რომ თვითონაც საკაიფო იუმორის გრძნობა აქვს,ძალიან სასაცილოა.
სოიერთან დუეტში,ჯინიც კი მაგარია(ინგლისურს რომ ასწავლის) :დ
ვინც მასში მარტო არამზადას ხედავს... ნუ,რა ვთქვა? ამ სერიალის ასე ზედაპირულად ცქერა არ შეიძლება.
ზოგს უფულობა,წარუმატებლობა და სასიყვარულო იმედგაცრუება ყოფნის ცხოვრებასა და კაცობრიობაზე გასაბოროტებლად.
პატარას მამამ დედა მოუკლა და თავი მოიკლა მის ცხვირწინ,ვიღაც აფერისტის გამო.
ტიპს ამხელა დაღი აზის ბავშვობიდან,როცა ადამიანს არანაირი თავდაცვის მექანიზმი არ აქვს და აბსოლუტურად უსუსურია გარემო ზემოქმედების მიმართ.
ასეთი მძიმე დარტყმა და ტრაგიკული წარსული მართლა არც ერთ პერსონაჟს არ აქვს,კიდევ კარგ ჭკუაზეა.
ზოგიერთი გმირის უფრო კარგად გვესმის და მეტად "გვეახლობლება",თორემ ლოსთში პერსონაჟი არ ვარგა კი არა,ქვა რომ გდია,ეგეც მაგარია ^_^
ჯეკიც მიყვარს. როგორი პერსონაჟიც არის,რა ფასეულობები და პრინციპებიც აქვს,თავის პონტში,ძალიან მაგარია.
მიუხედავად იმისა,რომ "წასვლის მსურველი" ნაწილი,სერიოზული,სულ რომ რაღაცეებს ფორიაქობენ და ფაცი-ფუცობენ,ნაკლებად მევასებოდნენ.
მეოთხე სეზონში გაყოფის სცენა რომ დაიწყო,ზუსტად ვიცოდი,რომ ბენიც,სოიერიც და ჰუგოც ლოკთან ერთად წავიდოდნენ
დესზე გამიტყდა,მაგრამ,ნუ,ფენი...გავუგე :დ
John Locke : That s a problem,we don t want to be found

მოკლედ,გილოცავთ ყველას

თენ იარზ ეგოუ ე ლეჯენდ ვოზ ბორნ