პირადად მე პირველი ნახვისთანავე დავაფასე და ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პერსონაჟი იყო, რომლის გამოჩენასაც სულ ველოდი ეკრანზე.
1. სოიერი
(IMG:
https://img.forum.ge/V_Xi6qiMHinAWv.jpg)
ყველაფერი სუბიექტურია და სერიალში, სადაც ამდენი საინტერესო პერსონაჟია, არ არსებობს ობიექტურად ნომერ პირველი პერსონაჟი, ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, თუ რამდენად მოგვხვდა გულზე კონკრეტული პერსონაჟის რაღაც-რაღაცები, რამდენად ახლოს არიან ჩვენს პიროვნებასთან, რამდენად ვიზიარებთ მათთან საერთო ცხოვრებისეულ ტრაგიკულ მომენტებს, ტრავმებს, ხასიათის შტრიხებსა თუ ქცევის მოდელებს.
სოიერი როცა პირველად გამოჩნდა ლოსთში, გამაღიზიანა. წინასწარ შექმნილი განწყობა მქონდა ეგეთი, რომ ჯეკი მომეწონებოდა, ხოლო სოიერი - არა. სოიერის წერილის სერიამ ყველაფერი შეცვალა. მივხვდი რომ ქარაფშუტა ადამიანის იერის უკან იყო ძალიან ტრაგიკული და სევდიანი ადამიანი, რომელსაც არც შეეძლო ხროვის წევრად ყოფნა და არც სურვილი გააჩნდა. არც ლიდერობაზე ჰქონდა პრეტენზია და არც მიმდევარი იყო. პლუს, თავისი საქციელებით ცდილობდა, რომ გარშემომყოფებისთვის თავი შეეძულებინა და იმაზე ბევრად ცუდ ადამიანად წარმოეჩინა თავი, ვიდრე არის.
როცა საჭირო გახდა, სოიერმა გამოავლინა ემპათიის უნარი, ლიდერული თვისებები, გამბედაობა და თავგანწირვა სხვებისთვის. ჯერ გახდა ის, რაც თავად ყველაზე მეტად სძულდა, შემდეგ კი მოახდინა სრული რეაბილიტაცია. ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულად ახლო და საყვარელი პერსონაჟი იქნება.
2. მისტერ ეკო
3. ჯონ ლოკი
4. ჯეკის მამა
5. ჯეკი (არასდროს მიყვარდა, მაგრამ ხუთეულს გარეთ ვერ დავტოვებ)