კითხვები:
1.რა არის კუნძული?
2.რა არის ალტ-რეალობა?
3.რატომ მოხვდნენ გმირები კუნძულზე?
4.რატომ შეიქმნა ა/რ?
5.რას ნიშნავდა ციფრები?
6.რატომ არ იბადებოდნენ ბავშვები კუნძულზე?
7.რა სინათლე იყო კუნძულზე?
8.ვისი ჩონჩხები იყო სინათლის გამოქვაბულში?
9.რატომ ვერ ვნახეთ რიჩარდი ა/რ-ში,ჯეიკობი და ასევე თავისი ტყუპისცალი ძმა?
10.ვინ ააგო ქანდაკება?
პასუხები:
1.კუნძული არის ერთგვარი გამოსაცდელმშესამზადებელი ადგილი ცოდვების გამოსასყიდად ადამიანის სიკვდილის წინ.
2.ალტ-რეალობა არის სალხინებელი,სადაც ყველა ბედნიერია და იდეალური ცხოვრება აქვს,რის შემდეგაც ადამიანი ხვდება სამოთხეში,თუ ის გამოისყიდის ყველა თავის ცოდვას,ასეთები კი დავინახეთ ტაძარში.მის მიღმა დარჩენილებმა კი ეს გამოცდა ვერ გაიარეს.
3.ეს გმირები შინაგანად იყვნენ კარგი ადამიანები,ხოლო ამ სერიალის დედა აზრი კი ისაა,რომ ღვთის ნების გარეშე,მის ჩაურევლად არაფერი ხდება,ანუ ღმერთმა მისცა მათ შეცვლის,გამოსწორების შანსი კუნძულზე,უმეტესობამ კი გააკეთა თავისი არჩევანი და სიციცხლე სიკეთეს შესწირა.
4.ა/რ შეიქმნა იმისთვის,რომ მათი სულები(და ასევე ჩვენიც

) უკვე გარკვეულები და განწმენდილები გადასულიყვნენ სამოთხეში.კარგი ცხოვრება-ეს იყო ერთგვარი ჯილდო გამოსყიდული ცოდვებისათვის.რა თქმა უნდა,ადამიანის ცხოვრებაში,არანაირი პარალელური ან ალტერნატიული სიცოცხლე არ არსებობს,არც მეცნიერულად,არც რელიგიურად.ეს უბრალოდ ლამაზი და ლოგიკური ახსნა იყო იმისთვის,რომ რატომ გაიარეს ამხელა გზა სამოთხემდე...
5.ციფრები იყო უბრალოდ სიმბოლური დამთხვევა,აღმოსავლურ მითოლოგიაში ყოველი ციფრი აღნიშნავს ადამიანის ხასიათს(დახასიათებას),რაც ჩვენს გმირებს ზუსტად შეესაბამებოდა.
6.კუნძულის ერთადერთი დაცვა იყო მაგნეტიზმი,რომლის მთავარი თვისება იყო ავადმყოფი ადამიანის(ლოკი,როუზი) განკურნება,ხოლო სრული ჯანმრთელობით მას საშუალება ეძლეოდა უკვე ცოდვები გამოესყიდა,ანუ არ შეიძლებოდა კუნძულს ქონოდა ორი პირობა,ბავშვების დაბადება შეუძლებელი იყო იქ,სადაც ადამიანი ხვდებოდა მარტო გამოსაცდელად(გამიგეთ?

) კლერს და რუსოს კი ამის საშუალება იმიტომ მიეცათ,რომ ისინი უკვე ორსულები მოხვდნენ მანდ.მანდ დაორსულება შეუძლებელი იყო.რადგან ა/რ-ში აარონი გვაჩვენეს,გამოდის რომ ისიც კუნძულზევე დაიღუპა,ასევე ფანტაზია იყო უკვე ჩჟი-იონის და დევიდის არსებობა ა/რ-ში.
7.ეს სინათლე იყო მაგნეტიზმი,რომელიც იცავდა კუნძულს.მისი დაცობით კი წყდებოდა მაგნეტიზმის წყარო,რის შემდეგაც ეს ადგილი განადგურდებოდა.საერთოდ ფიზიკიდანაც ცნობილია,რომ დედამიწაზე არსებობს რამდენიმე წერტილი,სადაც კომპასი ირევა და ფიქსირდება მაგნეტიზმის მაღალი შკალა,ასეთი ადგილები დღემდე ამოუხსნელია მეცნიერულად.
8.სინათლის გამოქვაბულში იყო იმ ადამიანების ჩონჩხები,ვინც ათასწლეულების მანძილზე ამ კუნძულზე მოხვედრილა.(ესენი იყვნენ სხვადასხვა რაისი,კულტურის და ცივილიზაციის ხალხი,იმ წარწერების და შენობების აგებულების მიხედვით ადვილია უკვე მიხვედრა ვინც იყვნენ)ოდესმე ვისაც კი უცდია ამ სინათლის წყაროსთან მისვლა,ის საცობიც მათი გაკეთებული იქნება და ამ დაცობას შეწირული ჩონჩხებიც ადასტურებს.
9.ეს ადამიანები მოხვდებოდნენ თავისი დროის სალხინებელში.
10.როგორც წინ ითქვა იმ ადამიანებმა(ეგვიპტელებმა) ვინც მანამდე მოხვდნენ იმ მიზნით,რა მიზნითაც ჩვენი გმირები ამ კუნძულზე.
ესაა ჩემი მოსაზრება,შეგიძლიათ დამეთანხმოთ,შეგიძიათ არა,მაგრამ ცინიკური პოსტებისგან თავი შეიკავეთ

მე პირადად ძალიან მომეწონა რელიგიური დასასრული,სხვა მეცნიერულად ვერანაირ ახსნას ვერ მოუძებნიდნენ და ნუ დაგავიწყდებათ,ადამიანის არსებობის აზრი ამ ქვეყანაზე.ნუ შევხედავთ მენიერულად ყოველთვის,არამედ უფრო ღრმად,სულიერიად დავინახოთ მუდამ