ეს იყო ჩვენი აბუჩად აგდება,უდიდესი სატელევიზიო აფიორა დედამიწის ისტორიაში.ახლა ზიან და გვეკაიფებიან,ალბათ.იშოვეს ფული და სულ არ აინტერესებთ დანარჩენი.
ლოსტის ფანბოიები და ფანგელები ნუ გაწიწმატდებით.შეეცადეთ,რამდენიმე კითხვას მაინც გასცეთ პასუხი,რასაც ქვემოთ დავწერ.თქვენ თუ არ გაინტერესებთ,ბევრს აინტერესებს და შეურაცხყოფილია ასეთი მოქცევით თქვენი საყვარელი სცენარისტების მხრიდან.
1. რატომ არ ჩნდებოდა კუნძულზე ბავშვები?
2. თუ კუნძული იყო რეალობა და ალტ.რეალობა სალხინებელი,რა შუაშია შავი ბოლები და ჯეიკობები კუნძულთან?
3. შავი ბოლი რატომ გაიჭედა ლოკის სხეულში?
4. ის ტრუბები რას ნიშნავდა,შავი ბოლი რომ ვერ გადადიოდა,ან ის ფერფლი? რა კავშირშია?
5. ჯულიეტის ქმრის სიკვდილი - რა იცოდა იტენმა და რიჩარდმა,რომ ავტობუსი გაიტანდა იმ კაცს?
6. კუნძულზე როგორ მოიყვანეს ლოკის მამა ტალაჰასიდან, სოიერმა რომ მოკლა?
7. რას ნიშნავდა ჯეიკობის პროგრესი? - მოვლენ,იჩხუბებენ,დახოცავენ ერთმანეთსო და ა.შ...
8. ქანდაკებას რა დატვირთვა ჰქონდა? "დიაბლო",რომელიც კუნძულს იცავდა...
9. დარმა რა შუაშია? ან ელექტრომაგნიტური რაღაც იდიოტობები როგორ უკავშირდება სალხინებელს?
10. წყალბადის ბომბის დვიჟენიები რა იყო? ან მისგან წარმოქმნილი გაურკვეველი რეალობა.
11. დენიელ ფარადეის მიერ თაგუნა ელოიზის დროში მოგზაურობა "გონებით" - რაღა იყო?
12. დესმონდი რა პონტში იყო ელექტრომაგნიტურობისადმი გამძლე და რა დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს?
13 ჩარლზ ვიდმორის როლი გაიგო ვინმემ?
14. როგორ უნდა გამქრალიყო ყველა ის,ვინც ლოსტელებს უყვარდათ,თუ შავი ბოლი დატოვებდა კუნძულს?
15. დროში მოგზაურობები არ აიხსნა.
16. კუნძული და მისი მიდმებარე წყლები რომ განსხვავებული დროის სარტყელში იყო,არც ეგ აიხსნა...ან აზრი?(გემიდან ექიმის გვამს რომ გადმოაგდებენ და კუნძულზე მანამდე რომ იპოვიან,ვიდრე გემზე მოხდებოდა ეგ შემთხვევა;ან გემიდან გაშვებულკი მაშხალა რომ რამდენიმე წუთის დაგვიანებით(დავარდნის დროსთან შედარებით) ვარდებოდა კუნძულზე)
17. რა იყო შავი ბოლი და როგორ/რატომ წარმოიქმნა ის იმ სინათლან გამოქვაბულში ჩაგდების მერე?
18. აარონის როლი რა იყო?
19. დამუნჯება რას ნიშნავდა?(ლოკის,სანის)
20. მისტიური თეთრი დათვები საიდან გაჩნდნენ იმ კუნძულზე? ან აზრი რა იყო?
21. ბენი რომ გადაატრიალებს საჭეს და ტუნისში აღმოჩნდება,ეგ რაღა იყო? მანამდეც ატრიალებდა(ენა იცოდა,თბილად ჩაცმული იყო,ვიდმორსაც კამერები ეყენა და ა.შ.),მაგრამ ფლეშკა/ფლეშკათა კასკადი მანამდე არ ყოფილა.
22. რატომ გაქრა კუნძულზე ჯეკის მამის სხეული?
23. შავი ბოლი რომ აკარტოჩკებდა ლოსტელებს,ეგ რაღა იყო?
24. ღმერთზე რომ კეთდებოდა აქცენტი(ეკოს მიერ,ელოიზის მიერ და ა.შ),სადმე დაინახეთ ღმერთი? თუ ჯეიკობი იყო სამყაროს ცენტრი და ღრმერთი?(მანამდე დედამისი,ჯეიკობის მერე - მერე ჯეკი?)
25. საიდის ზომბირება და კლერის გაგიჟება მიაფუჩეჩეს,როგორც მოსალოდნელი იყო
26. წესები? მაშინ ბენმა რატომ არ მოკლა ვიდმორი სასტუმროში? ან ალექსი რომ მოკლეს,რა წესები დაირღვა?
27. ელოიზის მსხვერპლშეწირვა რაში გამოიხატებოდა? ფარადეი დააბრუნა კუნძულზე,მერე? ალაგებთ? ვერ დაალაგებთ,სცენარისტებსაც არ აქვთ დალაგებული და არც არასოდეს აპირებდნენ.
28. შავ ბოლს რატომ აბარებდნენ აღსარებას?(მაგ.ეკო)
29. რიჩარდის უკვდავობა და მერე მოკვდავობა სრულიად გაურკვევლი იყო.შავმა ბოლმა როგორ წაართვა ეს ნიჭი?
30. წვიმა რატომ მოდიოდა,როცა იტენი და სხვა აზერები ჩნდებოდნენ? ან ლოკმა რა იცოდა,როდის წამოვიდოდა წვიმა?
31. ცხვირიდან სისხლისდენა(მაგ.დესმონდის) და როგორ შეჩერდა ეს ყველაფერი მეორე რეალობაში(?) პენისთან სატელეფონო ლაპარაკის მერე? კონსტანტა,დასხივება,ნაღდი რეალობა და სალხინებელი - აკავშირებთ?
32. დესმონდი რატომ დარბოდა შიშველი პირველი ფლეშის მერე ჯუნგლებში?
33. ეს მისტიური ციფრები,ჰუგოს სულ თან რომ სდევდა.ეს იდუმალი 108...
34. ღილაკზე თითის დაჭერა ვერ ახსნეს სათანადოდ.ბევრი კითხვის ნიშანი დარჩა
35. ინფექცია ვერ ახსნეს.
36. ჯულიეტი რომ ეუბნებოდა ჯეკს,ბენს ვუყვარვარო და ჩემს გვერდით რომ გნახავს,მოგკლვასო,ეგ 1 კვირაში რომ გადაავიწყდათ ვაისცენარისტებს,არაფერია?
37. გაზის გაშვება და კუნძულის გადარჩენა ფარადეისა და შარლოტას მიერ.მორიგი დებილიზმი.რა შუაში იყო?
38. ქოხში ჯეიკობისა თუ შავი ბოლის მიერ ნათქვამი "help me"(ლოკისადმი) - თავგზის მორიგო ასაბნევი და ალოგიკური სვლა.
39. კუნძულზე მკვდრების ჩურჩულები რაღა იყო,თუ სალხინებელი ის ალტ.რეალობა იყო?
40. რა იყო კუნძული და რა დანიშნულება ჰქონდა? სოიერს რომ ღორი(მის მიერ მოკლული კაცი) არ ასვენებდა,ეგ რა შუაში იყო,თუ გაგრძელებას არ მოაყოლებდნენ?
41. ელოიზმა საიდან იცოდა წინასწარ,რომ წითელტუფლებიანი კაცი მოკვდებოდა? ეგ ხომ ერთ-ერთი რიგითი კუნძულელი იყო თავის დროზე?
42. კეიტს რომ კლერი დაესიზმრება/გამოეცხადება და აარონის მოყვანა არ გაბედო კუნძუზლეო,ეგ რა იყო და რატომ?
43. მიხაილი რომ გარესამყაროს უთვალთვალებდა მონიტორებით(მათ შორის,სიდნეის აეროპორტსაც),ეგ რა შუაში იყო? დარმა თუ აზერები იყვნენ წამყვანი როლისანი ლოსტელების კუნძულზე მოხვედრაში თუ ჯეიკობი/ფლოკი? სცენარისტები პახოდუ იგონებდნენ ახალ-ახალ სისულელეებს.
44. კუნძულს გარეთ როგორ მოგზაურობდნენ ითენი,რიჩარდი და ა.შ.?
45. კუნძულზე რატომ განიკურნა როუზი,რატომ შეძლო სიარული ლოკმა,რატომ არ ემართებოდათ სიმსივნე და მარტო ბენს რატომ დაემართა?
46. რატომ ვერ იკლავდა თავს მაიკლი და წვერებიანი ჯეკი კუნძულიდან წასვლის მერე?
47. მაშინ ვინ ჩამოაგდო ციდან დარმას პურპროდუქტები სანაპიროზე ლოსტელებისთვის?
48. ჰუგო როგორ ელაპარეკებოდა მიცვალებულებს? მაილსი როგორ გრძნობდა რაღაცეებს? ძალიან დიშოვური იყო ეს ყველაფერი.ორიგინალურობასმოკლებული.
49. ვინ იყო ის ხალხი,ბენმა რომ საიდს მოაკვლევინა(მისი შეყვარებულის სიკვდილში დადანაშაულებულები)
50. ვინ იყო ილონა და რა კავშირი ჰქონდა იმ იტალიელ მოკლულთან,საიდმა რომ გაუხვრიტა შუბლი გოლფის მოედანზე?ჯეიკობთან როგორ კავშირდება და ბენი რაღა შუაშია,როცა გარტყმაში არ იყო ამ ჯეიკობისეურ ისტორიებში? წრე როგორ შეკარით?
ჯერ ეს 50 იმყოფინეთ.
და დამიბრუნეთ წლები