geisha
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3078
წევრი No.: 36876
რეგისტრ.: 20-June 07
|
#20720753 · 17 Jul 2010, 18:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
arvedui
QUOTE | როცა შოუს გადაღებას მაყურებელი ესწრება და სცენაში, სადაც მსახიობი სავარაუდოდ მაყურებლისგან სიცილს ელის, მაგრამ პასუხად სრულ სიჩუმეს იღებს, იქ მსახიობიც უხერხულობაში ვარდება და ტელემაყურებელიც, რადგან ტელევიზორში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს. |
ვერ დაგეთანხმები, რომ ასეა. როცა "ჩავარდნილი" ხუმრობა მოვისმინე, არც მსახიობებისათვის შემიტყვია უხერხულობა (პროფესიონალი მსახიობი მაყურებლის რეაქციას კი არ უნდა ელოდებოდეს, თავის საქმეს უნდა აკეთებდეს) და არც მე მიგრძვნია უხერხულობა. შეიძლება იმიტომ, რომ მე მივხვდი ხუმრობას და გამეცინა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 100%-იანი ხუმრობები არ არსებობს. შეიძლება რაღაცას ვერც მე მივხვდე. რა პრობლემაა?.. ერთი და ორი ასეთი "ჩავარდნილი" (თან სტუდიაში მისული მაყურებლისთვის "ჩავარდნილი") ხუმრობა არ უნდა ქმნიდეს "ამინდს".
QUOTE | უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი შოუ ტელევიზიისთვის მზადდება და ტელევიზორში ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდება, ტელემაყურებლის და იქ დამსწრე მაყურებლის ემოციები და განცდები განსხვავებულია. |
ისევე, როგორც განსხვავებულია დადებული სიცილის ადექვატური ემოცია და ტელემაყურებლის ემოცია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემი (და ნებისმიერი სხვა მაყურებლის) ემოცია ემთხვევა (ან უნდა ემთხვეოდეს) დადებულ სიცილში ცადებულ ემოციას.
QUOTE | თანაც, როგორც ჩანს, ამ სიტყვებით მეთანხმები, რომ პირველ რიგში ტელემაყურებლისთვის უნდა ითამაშო და არა იქ მსხდომი მაყურებლებისთვის, |
ეგ თავისთავად. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი ექნება ამ სერიალის ეთერში გაშვებას?
QUOTE | ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ უკვე სცენის დასაწყისში, ისე რომ ხუმრობაც კი არ უთქვამთ, ვიღაცები იცინიან, იმიტომ რომ, ეს მეორე თუ მესამე დუბლია და უკვე იციან, რაც მოხდება. ტელევიზორში ჩემთვის ეს გამაღიზიანებელია |
როგორც მაყურებლისთვის, ჩემთვისაც გამაღიზიანებელია. რეალურად კი ამას "წუნი" ჰქვია (შეიძლება შინაურულ ენაზე სხვა რამესაც ეძახიან). მე უარესიც შემიმჩნებია. რომელიღაც მართლა კარგ ხუმრობაზე საერთოდ არ გაუცინია დამსწრე მაყურებელს. ეს კი ალბათ იმიტომ, რომ მართლა მესამე თუ მეოთხე დუბლზე იყო ჩაწერილი. ამ შემხვევაში სიცილის დადება გამართლებულად მიმაჩნია, მაგრამ რატომღაც ასე არ იყო...
QUOTE | ხოლო როცა ზუსტად იცი, რომ შოუ პირველ რიგში ტელემაყურებელზე გაქვს გათვლილი, იქ დიდი აუცილებლობა არ არის გადაღებას სხვა მაყურებელიც დაესწროს! ეს მხოლოდ ერთ-ერთი დეტალია, ოღონდ არა გადამწყვეტი. |
თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთი და იგივეს ვამტკიცებთ, ამიტომ ამ საკითხზე კამათის გაგრძელებას აზრი არ აქვს. მარტო ერთ რამეს ვიტყვი. მთავარია მაყურებლამდე კარგად გამართული "პროდუქტი" (ამ შემთხვევაში იუმორისტული სერიალი) მივიდეს და მნიშვნელობა არ აქვს "ცოცხალი" სიცილით იქნება ("შუა ქალაქი"), დადებული სიცილი ექნება ("გუნცაძეები") თუ საერთოდ არ ექნება სიცილი ("გოგონა გარეუბნიდან"). ჩემთვის სხვის სიცილს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ჩემამდე ისე მოვიდეს, რომ მისი ნახვის სურვილი მქონდეს ხოლმე. შეიძლება კარგი იუმორი ჰქონდეს რომელიმე კონკრეტულ სერიალს, მაგრამ სხვა პრობლემა იყოს (არ ჩამოვთვლი) და მაყურებელი არ ჰყავდეს, ან პირიქით, იუმორი გააფუჭოს სერიალმა, მაგრამ მაყურებელი ჰყავდეს (მართალია ინერციით შემორჩენილი, მაგრამ მაინც). კარგ ხუმრობას კარგი მთქმელი უნდა + კარგი მიმტანი მაყურებლამდე. დადებული თუ არ დადებული სიცილი უკვე მეორე(თუ მეოცე)ხარისხოვანია... ერთ მაგალითს მოვიყვან. ზაფხულში სოფელში ჩავდიოდი ხოლმე გურიაში. ბავშვი ვიყავი. სოფლის ავტობუსის მძღოლი იყო ერთი. სულ ანედოტებს ყვებოდა. თან ზოგი ძაან სისულელე იყო (ამას მერე მივხვდი). ერთ-ერთი ანეკდოტი დამამახსოვრდა: მდიდარი და ღარიბი დანიძლავდებიან, ვინ უფრო მეტს მოისაქმებს. წავა მდიდარი და შეაწვევინებს ქათამს, კურდღელს, ბატკანს, გოჭს, ხაჭაპურს, ლობიანს, კუბდარს... მოკლედ, არ დაიკლებს არაფერს. ღარიბს კიდევ არაფერი არ ჰქონდა და მიადგა ხილს, რაც ეზოში ჰქონდა - მსახლი, ვაშლი, ატამი... "ბრძოლის ველზე" რომ გავიდნენ გაიჭინდა მდიდარი და კურდღელივით მოკურკლა. გაიჭინთა ღარიბი და... მდიდარი ეხვეწებოდა - "კარგი, გეყოფა მეტი აღარ გინდა..." ამაზე სულელურ ანეკდოტს თუ დაწერს ვინმე აქ, არ მგონია, მაგრამ ის მძღოლი ისე ყვებოდა ამას, რომ მთელი ავტობუსი ხარხარებდა. მათ შორის მეც. ანუ, ჰქონდა მას ნიჭი, რომ მსმენელი გაეცინებინა. იგივეა ყველა დანარჩენ შემთხვევაში, სადაც მაყურებელი თუ მსმენელი ფიგურირებს. სულ რომ მაგარი ხუმრობები დაწეროს სცენარისტმა, შეიძლება ეს ხუმრობა მსახიობმა (ან რეჟისორმა) გააფუჭოს. ან პირიქით - მსახიობმა ასწიოს იუმორის ხარისხი.
მგონი ასეა...
--------------------
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.
|