რუსთავი 2-ს რეიტინგებზე გადამეტებულმა "ზრუნვამ" რა მოუტანა ჯეოსტარის წლევანდელი პროექტიდანაც ჩანს....
ახლა ამ მართლაც კარგი სერიალის ბოლო ეპიზოდიც შეიწირეს

......
აი ყველაფერზე ეტყობოდა რომ მართლაც უადგილო ჩარევებით და ნაჩქარევად იყო გაკეთებული
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სცენარისტის ამოცანა იყო ყველაფერი ის ჩაეტია ამ ეპიზოდში, რაც წინა სერიებში არ იყო..., სექსი, სპეცრაზმი, დანაკარგი პოლიციის რიგებში...... და საბოლოო ჯამში გამოვიდა ბარდაგი.
როგორც ბევრმა დაწერა აქ, იყო ბევრი ლაფსუსიც... შეიძლებოდა ბინის ქურდობის თემა უფრო უკეთესად გაკეთებულიყო, თუნდაც ეროტიული სცენების მაგივრად ყურადღება გაემახვილებინათ თვითონ ძარცვის ტექნოლოგიაზე ან იმ ყიდვა-გაყიდვის აგენტის პერსონაჟი გაშლილიყო... რაც შეეხება ლელას ქმრის სიკვდილს, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს პერსონაჟი საერთოდ უადგილო იყო ამ სერიალში და ალბათ თვითონაც მივიდნენ ამ აზრამდე. არაუშავს, ამ ზამთარს კარგად გამოიტირებს ლელა და მომავალი სეზონიდან უკვე რომელიმე გამომძიებელთან ფლირტსაც შემოგვთავაზებენ

მინდა დავიჯერო რომ ასეთი გადახვევა ჯგუფის და რეჟისურის საერთო ხაზოდან სხვა დროს არ მოხდება და რუსთავი 2-იც ნაკლებად ჩაერევა მათ მუშაობაში...