გაქცევის მერე პირველად დამაინტერესა სერიალმა..... თან ქართულმა (რას ვიფიქრებდი

) კარგი ნამუშევარია, მითუმეტეს სხვა ქართული სერიალების ფონზე... არის რაღაცეები რაც დასახვეწია მაგრამ საერთო ჯამში
თქვენი სწორი შენიშვნები წავიკითხე იუზერებო და მეც დავწერ თქვენის ნებართვით რამდენიმეს (იმედია თემას ეცნობა სერიალის გადამღები ჯგუფი და მომავლისთვის გაითვალისწინებენ):
_ დანაშაულის შესრულების მეთოდები და ტექნიკა კარგადაა გაშლილი + კრიმინალისტების მუშაობაც, მაგრამ დამნაშავის ფსიქოლოგიურ მხარეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ჩემი აზრით, მითუმეტეს როცა მანიაკთან გვაქვს საქმე.... ასეთ შემთხვევაში მე როგორც მაყურებელს პირველ რიგში მაინტერესებს მკვლელის ფსიქოლოგია, რატომ ადგება ადამიანი ასეთ საზარელ გზას, ეს არის ბავშვობისას მიღებული რამე ტრავმის თუ სხვა ფსიქიკური გადახრის შედეგი..... სერიალში როგორც მივხვდი ერთ-ერთი დეტექტივი ფსიქოლოგიცაა, თუ ასეა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მანიაკის ფსიქო-ტიპის ანალიზი ან მისი შემდგომი დაკითხვა... რომ არა მანიაკის როლის შემსრულებლის უდავოდ კარგი თამაში (მსხვერპლის წინ რომ ხტუნაობდა რა შემზარავი კადრი იყო

) ეს ეპიზოდი მხოლოდ მკვლელობების ტექნიკის ჩვენებით ვერ გაქაჩავდა და ჩავარდებოდა.....
_მსახიობები.....უდავოდ მსახიობების კარგი ჯგუფია, მაგრამ ზოგადად სერიალები ჩვენი მსახიობების სუსტი წერტილია.....შეიძლება სათანადოდ ვერ იხსნებიან, ან სცენარისტები უწერენ არაბუნებრივად დახვეწილი ქართულით

, ერთადერთი ვინც გამორჩეულად მომეწონა დიმა ტატიშვილია, აბსოლიტურად გათავისებული აქვს როლიც და სერიალის სპეციფიკაც, ალბათ იმიტომ რომ უამრავი სერიალი აქვს გახმოვანებული და იცის როგორ უნდა წარმოაჩინოს 45 წუთში სამსახიობო მონაცემები ბუნებრივად, ყოველგვარი ეპატაჟის გარეშე....ხო მართლა, გიორგის როლის შემსრულებელი მგონი სტალინი ლაივში თამაშობდა ახალგაზრდა სტალინს და საკმაოდ კარგადაც აქ რაღაც მომეჩვენა რომ შეშასავით იყო პირველ სერიებში, ე.ი. მსახიობში არ არის პრობლემა, რეჟისორებსაც მოეთხოვებათ მათი გახსნა და ასე ვთქვათ მათთვის რამე თავისთვის დამახასიათებელი ნიშის მოძებნა....
_სად არის ჩვენი ძლევამოსილი სპეცრაზმები, მათი შეიარაღება, ალყა, სპეც-ოპერაცია რავიცი
ვიცით (ან ვითომ ვიცით

) რომ მაგარი პოლიციის შენობა გვაქ, მაგრამ ამოვიდა რა მაგის ზედხედები ყელში

, ინტერიერი დაგვანახეთ, მოფუსფუსე ხალხი დაგვანახეთ, მოკლედ მასოვკები გვინდა

ეგება ქალაქ გარეთაც გასულიყავით ვითომ ბათუმშიც ვითარდება პარალელურად რამე მოვლენები ან სადმე......
წარმატებეს გისურვებთ ველი შემდეგ სერიებს მოუთბენლად

........
* * *
პ.ს. იქნებ გადაღებებიდან სურათები მოგეპოვებათ რომელიმეს რომ დადოთ...გმადლობთ