siachoque2222 -ს ვეთანხმები
გლობომ, სერიალი "კლონი" მეცნიერული დასკვნების და კვლევების მიხედვით გადაიღო, რაც მთავარია ეს სერიალი, ყოველგვარი გადაპრანჭვების გარეშეა გადარებული, განსხვავებით ამ სერიალის "ტელემუნდოსეული" რიმეიქისგან, მსახიობებზე აღარ ვსაუბრობ, ჯოვანა ანტონელზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომელმაც ჰადეს როლი ყველაზე უკეთ მოირგო, მოვიყვან ძია ალის მაგალითს, სად დანიელ ლუგო და სად სტენიო გარსია, დენიელ ლუგოს ეს როლი სასტიკად გამაღიზიანებელია, განსხვავებით ბრაზილიურისაგან.
ასევე დონა ჟურა ბრაზილიურ ვერსიაში ძალიან, ძალიან რეალური იყო, ტელემუნდომ კი აქ დონა ჟურა ძალიან ხელოვნური გახადა.
ერთადერთი ვინც ასე თუ ისე მიახლოებულია ბრაზილიურ ვერსიასთან (ოღონდ არა მსახიობური ნიჭით) ეს ანდრა ლოპესია, რომელიც მარისას როლს ასრულებს (გლობოში ამ როლს დანიელა ესკობარი ასრულებდა)
რაც შეეხება შინაარსობრიობას, გლობო ამ სფეროში მე ლიდერად მიმაჩნია და ამას არა მარტო მე ვფიქრობ, ვინ რას და როგორ უყურებს ეს არავინ იცის, თუმცა ამის რეიტინგები არსებობს, რომელიც დადებულია ამ საიტზეც

ტელემუნდოს ტელევისას არასდროს შევადარებ, ეს აფსურდიც იქნება, რადგან ჩემთვის ტელემუნდო "სხვისი ცოდვების" გადაღების შემდეგ ძალიან საყვარელი კომპანია გახდა