მერიკულ ტელეარხ NBC-ის პროდიუსერების განცხადებით, ოცი წლის შემდეგ ცნობილი ფენტეზი-სერიალი, სახელად Xena: Warrior Princess, კვლავ გავა ეთერში. ამ მომენტისთვის შემქმნელები სცენარისტების ძიების პროცესში არიან.
მამაც მეომარ ქალზე შექმნილი ფანსტასტიკური ჟანრის ახალ ზელანდიური სერიალის პრემიერა 1995 წელს შედგა და 6 სეზონის განმავლობაში გადიოდა ტელეეთერში. პერსონაჟი ზენა, რომელსაც მსახიობი ლიუსი ლოულესი ასრულებდა, თავდაპირველად სერიალში „ჰერკულესი: ლეგენდარული მოგზაურობები“, გამოჩნდა და ის იმდენად მოეწონა მაყურებელს რომ პერსონაჟზე ცალკე, სპინ-ოფ სერიალი შეიქმნა.
საკულტო სერიალის ე.წ. „რიბუთისთვის“ შემქმნელები ახალ მსახიობს ეძებენ. მათი თქმით, ახალ გმირს უნდა ჰქონდეს ლიუსი ლოულესის ქარიზმა და „შიმშილის თამაშების“ მთავარი გმირის, კატნისის გონიერება. ახალ ვერსიაში იგეგმება ლიუსი ლოულესის გამოჩენაც.
სავარაუდოდ, ახალი „ზენა“ 2016 წლისთვის გავა ტელეეთერში.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)