აი ვისაც გაინტერესებდათ რა მოხდა...

თორნიკე გოგრიჭიანმა გოგონა გარეუბნიდან დატოვა
რა მოხდა იმედზე ?
გოგიჩაიშვილი ბოლომდე არ ადასტურებს გოგრიჭიანის პროექტიდან წასვლის ფაქტს, თუმცა სერიალის სხვა მსახიობები პირად საუბრებში ამაზე ლაპარაკობენ. ჩვენი ინფორმაციით, პროექტი თორნიკესთან ერთად, მსახიობებმა ნინო ქორიძემ და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძემაც დატოვეს.
– გავიგეთ, რომ „გოგონა გარეუბნიდან“ სამმა მსახიობმა დატოვა – თორნიკე გოგრიჭიანმა, მისმა მეუღლემ და სანდრომ, რას გვეტყვით?
დავით გოგიჩაიშვილი: –
ამ თემაზე შემდეგ კვირაში ვილაპარაკოთ. ჩვენ ყველანი „აუთლაინზე“ ვართ დამოკიდებული. „აუთლაინი“ კი ხშირად იცვლება, რაღაც უნდა მოხდეს. როგორც „შუა ქალაქში“ სანდროს, ანანოსა და სალომეს გაყვანა იყო. შეიძლება, ეს უფრო ეფექტური აღმოჩნდეს.
– ადრე დაგიწყიათ... ჯერ მხოლოდ ორი სეზონია გასული, „შუა ქალაქის“ შემთხვევაში კი, იმ მსახიობებმა შვიდი სეზონი ითამაშეს.
– სკანდალები არ ყოფილა. „აუთლაინში“ რაც გვეწერა, იმის მიხედვით ვმოქმედებთ.
– თორნიკე გავიდა?
– სცენარით, პირველი ოთხი სერია თორნიკე არ იქნება.
– ოთხი სერიის მერე დაბრუნდება?
– სცენარი ჯერ დაწერილი არ არის.
– გავიგეთ, თურმე მთავარი გმირის, თამუნას გაშვებასაც აპირებთ...
– კიდევ ერთხელ გეუბნებით. ვწერთ „სთორი ლაინს“: მოდი, ამ პერსონაჟს ამ სერიაში ასე და ასე მოუვიდეს, მერე რა მოხდეს... შემოქმედებით პროცესში, სამწუხაროდ, ვერ ვასწრებთ იმის გაანალიზებას, რა მოხდება ოთხი სერიის შემდეგ. ყოველ კვირაში სერიას ვიღებთ.
– ჩვენ ხომ მთავარ გმირებზე გეკითხებით, თინასა და თორნიკეზე, რომელთა გამოც სერიალს ბევრი უყურებდა.
– გასაგებია, მაგრამ ჩვენი სტრუქტურა გაგაცანით. ვწერთ სცენარს – „სთორი ლაინს“, რა უნდა მოხდეს სერიაში, და იმის მიხედვით ვანაწილებთ მსახიობებს.
– რა იქნება ოთხი სერიის შემდეგ?
– არ ვიცი-მეთქი. როცა დავწერთ, მაშინ გვეცოდინება და დიდი სიამოვნებით გაგანდობთ.
ნინო ქორიძე:
„წამოვედით. თქვეს, რომ ჯერჯერობით არ ვიქნებით. ჩვენი პერსონაჟები სერიალიდან გავიდნენ“.
თორნიკე გოგრიჭიანი: – როგორც მითხრეს, სერიალისთვის ასე იყო საჭირო. ჯერ წამოსულები არ ვართ.
– კონფლიქტი მოგივიდათ?
– არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, საიდან მოიტანეთ? ყველაზე უკეთ ვიცი, ჩემს თავს რა ხდება.
– რამდენ ხანს იქნებით სერიალს გარეთ?
– არ ვიცი, მაგრამ სერიალის განვითარებისთვის ასე იყო საჭირო. მერე მოულოდნელობის ეფექტი ექნება. პროდიუსერებმა უკეთ იციან, რა არის კარგი.
ნატო გაგნიძე:– თორნიკემ და ნინომ სერიალი დატოვეს?
– მე ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ მათ სერიალი დატოვეს. რაღაც პერიოდულობით პერსონაჟები ენაცვლებიან ერთმანეთს.
ზურაბ ცინცქილაძე :„სად წავიდა, კაცო? ამერიკაშია საცოლის სამკურნალოდ. საიდან გაიგეთ, ვინ თქვა? იქ ვარ და არ გამიგია, წავიდაო. რადგან პირველ-მეორე სერიაში არ ჩანდა, ეჭვი გაჩნდა, რომ წავიდა...“
სერიალიდან მარინა კახიანის გმირის, ლალი ჩიქოვანის შვილის, გიორგის როლის შემსრულებელი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეც გაუშვეს.
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე:– მე სერიალში აღარ ვარ. სცენარისტებმა ასე გადაწყვიტეს. თუ პერსონაჟი დასჭირდებათ, ალბათ, დამაბრუნებენ.
– რა გითხრეს?
– დროებითი დათხოვნაა. განსაკუთრებული არაფერი.
დათო გოგიჩაიშვილს არ უყვარს, როდესაც მისი პროექტების მსახიობები კონკურენტი არხების შოუებში არიან მიწვეული. როდესაც პერსონაჟს ქმნი, მისი სხვა არხზე ან იმავე არხზე გამოჩენა ხელს უშლის იმ პერსონაჟისა და მისი პროექტის განვითარებას. ეს არის დათოს პოზიცია და მას ვეთანხმები. მაინცდამაინც კარგი არ არის, სადაც გადართავ და ამ პერსონაჟებს დაინახავ. ამდენად, დათოს მიდგომა პროფესიონალიზმიდან გამომდინარეობს და არა მისი ახირებიდან და არხებს შორის დაპირისპირებიდან.
– რამდენად არის არხებს შორის დაპირისპირება?
– არის, თუმცა რამდენად სწორია ფორმულირება „დაპირისპირება“? ეს კონკურენციაა, სხვანაირად რომ ვთქვათ, აზარტი, როდესაც ვიღაცას გინდა აჯობო. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ეს ყველგან არის და არამხოლოდ ამ ორ არხს შორის.
http://www.ptpress.ge/index.php?option=com...ndali&Itemid=16პ.ს სკანდალურს აქ მე ვერაფერს ვხედავ... როგორ უყვართ ყველაფრის გაზვიადება
This post has been edited by kuskusa5 on 5 Mar 2011, 16:47