Get the hell outta here. There's no such thing
და აი მერამდენედ ვუყურებ დინის და სემ/ლუციფერის დიალოგს V სეზონის IV ეპიზოდში

მაგარი სცენაა. ფანტასტიურადაა ლუციფერი დახატული, სემის ძალიან მაგრად ასრულებს. ანუ ზოგადად სატანა იმითაა ძლიერი, რომ მისი ბოროტება აშკარა არაა. ცბიერია, თვალთმაქცი, ადამიანურ სისუსტეებზე თამაშობს, ცდილობს მოგაჩვენოს, რომ შენთვის ცდილობს, რომ შენ გამორჩეული ხარ, რომ ვინმესთვის ცუდი კი არ უნდა არამედ პირიქით, ღმერთია ცუდი და უსამართლო და ყველას უსამართლოდ სჯის. ასე გთაფლავს თორე პირდაპირ ცეცხლით და მახვილით რომ მოდიოდეს, ასე ძლიერი არ იქნება. ჰოდა ამ ჩვენს კრიპკეს ფანტასტიურად აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული. იმდენად დამაჯერებელია კრიპკეს სატანა, განსაკუთრებით კი ამ სცენაში, რომ ლამისაა მეც დავუჯერო

მაგრამ ამ დროს დინი ისეთ პასუხს სცემს, წერტილს უსვამს ლუციფერის ბლაბლაბლას.

ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სცენა მთელ სერიალში. ამ დიალოგში იკვეთება როგორც ლუციფერის, ისე დინის მთელი ხასიათი
You're the same thing, only bigger. The same brand of cockroach I've been squashing my whole life--an ugly, evil, belly-to-the-ground, supernatural piece of crap. The only difference between them and you is the size of your ego.
OK, მოვრჩი, უბრალოდ ძალიან შთაბეჭდილებებში ვარ