კი ვერკვევი აი იერარქია
ანგელოზთა იერარქიაანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.
ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს:
საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;
მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.
ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.
საქართველოს საპატრიარქო (შემოქმედის ეპარქია) (მოკლე დახასიათება)
მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან:
1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.
2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.
4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.
5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.
6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.
7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.
8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.
9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.
ამ სერიალში ბევრი რამე არის დამახინჯებული კრიპკის ფანტაზიით
This post has been edited by J_O_K_E_R on 27 Oct 2010, 22:54