ვუყურეეე. ჩემი შთაბეჭდილებები:
1. ლიზა ნერვებს მიშლის და გაათრიონ ეგ და ის ბავშვი სერიალიდან.
2. დინი და სემის ვითომ გულახდილი საუბრის შემდეგ სემის თვალები დაინახეთ? საუბარს რომ მორჩა და მობრუნდა, ისეთი მზერა ჰქონდა, არც დემონებს და არცერთ მონსტრს რომ არ ჰქონია.
3. დინი ადრევე უნდა მიმხვდარიყო, რომ სემზე ის წყევლა არ ჭრიდა. ბობის 2 წუთი ესაუბრა ტელეფონზე და რაღაც სულელური წვრილმანებიც კი გაიგო მისი ცხოვრებიდან, კაცს ვერ მოაკეტინა იმდენს ლაპარაკობდა. სემი კი ვითომც არაფერი, ჩვეულებრივ იქცეოდა.
4. კასის დანახვა ყოველთვის მიხარია და დინის და კასის დიალოგები ხომ საერთოდ მაგარია!
5. ვფიქრობ, სემი მთელი წელი იმიტომ ერიდებოდა დინთან შეხვედრას, რომ იცოდა გაიშიფრებოდა. დინი უეჭველი იყნოსებდა რამეს.
6. როგორც აქ რომელიღაცამ თქვა, სემმა მართლა ვაზელინი წაისვა რაააა. სხვა გზა არ ჰქონდა, სიმართლე უნდა ეთქვა, მაგრამ გულწრფელი აშკარად არ იყო. თავი შეაცოდა.
7. ალბათ ათასობით მაყურებელმა მოიფხანა გული სემის ცხვირ-პირის დანაყვის სცენის ყურებით. დიდი ხნის წინ იყო ეგ მატრაკვეცა მისატყეპი.
8. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მეცოდება სემი და სულ მინდება ხოლმე თავზე ხელი გადავუსვა. ყველა უბედურება ამ საცოდავს რატომ უნდა დაემართოს?