ჰო რა, რა სამწუხაროა, რომ გლობოს არცერთი სერიალი არ გადის ჩვენს არხებზე
* * *
ეხლა გადავხედე ძველ პოსტებს და ყველაზე-ყველაზე გენიალური პოსტები ისევ მინდა გავიხსენო. ჩვენი ერთ-ერთი იუზერი Celebridade ასე წერს:
გლობო არის გენიალური....
Rede Globo network is currently the largest in Latin America and the fourth largest in the world, just behind broadcasters: ABC, CBS and NBC
Telemundo Communications Group, its parent company, is part of the NBC Universal division of General Electric - Telemundo is the only Spanish-language network producing most of its telenovelas
ეს უბრალოდ ფაქტებია..... ლოგიკას რომ მივყვეთ მათ ვინც ტელევიზია ცოტა მაინც იცით ხვდებით რომ ტელევიზია ხდება პოპულარული რადგან აჩვენებს რაღაც ისეთს რასაც ხალხი უყურებს, თუ ხალხი უყურებს - რეკლამის დამკვეთი მიდის ტელევიზიაში და ყიდულობს საეთერო დროს რითაც ტელევიზია მდიდრდება.... მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მეოთხე ყველაზე წარმატებული მედია ჰოლდინგი ვერ გახდები მსოფლიოში თუ არ გაქვს ფული და რეიტინგები, რეიტინგი კი თავის თავზე მეტყველებს....
ტელემუნდო სანწუხაროდ "ენბისის" დაქვემდებარებაში შესული ერთი რიგითი არხია რომელიც დამოუკიდებელი კორპორაცია ვერასოდეს გახდება.
საქართველოში როგორ მესამე სორტის ქვეყანაში ბუნებრივია უფრო გოიმური სერიალები "საღდება" იმიტომ რომ ხალხს ეს ყოფნის, ამერიკაში კი Caminhos das indias-ს ღებულობს პრაიმ თაიმ ემის და როდრიგო სანტოროს კარიერაც სწორედ სერიალებში დაიწყო! როგორ შეიძლება შეადარო დაგვაჯული მექსიკელი ქალები შხვართივით ბრაზილიელ გოგობეს...? ტელემუნდო და გლობოს შედარება იგივეა "კავკასია" რო NBC-ს გაუტოლო! სხვა სკოლაა,სხვა ტექნიკაა, სხვა ენაა, სხვა სამყაროა.... მერსედესი და ზაპოროჟეცი.....
Celebridade-მოდით განვიხილოთ ნოველები!.......
საერთოდ ერთი საინტერესო დაკვირვების შესახებ მინდა გიამბოთ რომელიც ბრაზილიაში პირველივე ვიზიტის დროს დავაფიქსირე რამდენიმე წლის წინ.........სერიალები რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაზილიაში სხვადასხვა რეიტინგული მაჩვენებლებით გადიან სხვადასხვა ქვეყნებში...... ანუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებში ესა თუ ის საზოგადოებრივი პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა და მაჩვენებლები განსხვავებულია პირველი, მეორე და მესამე სამყაროს ქვეყნებს შორის. თუმცა საბოლოოდ ტელევიზიაში ყველაფერი დადის რეიტინგებამდე და რაც უფრო დიდი პრომოუშენი ექნება სერიალს დაწყებამდე მით უფრო პოპულარული იქნება ის..... პრომოუშენი კი ფულს ნიშნავს.....
1. Jk - ჟუსელინო კუბიჩეკის ცხოვრება 47 სერიაში არის მოყოლილი, საკმაოდ საინტერესო ნამუშევარია და ვაგნერ მაურას სამსახიობო ოსტატობა ნამდვილად განმაცვიფრებელია (შეგახსენებთ ფილმმა "ელიტარული რაზმი" სადაც ვაგნერი მთავარ როლს ასრულებს, ბერლინის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო აიღო 2008 წელს) მარია ადელაიდა ამარალის მიერ აღწერილი 50იანი წლები დამაჯერებელია და ჯერ კიდევ ცოცხლად ცხოვრობენ ეს მოგონებები ბრაზილიელების მეხსიერებაში, თუმცა აქ კულტურულ ასპექტს ვუკავშირდებით, ერთია როცა ბრაზილიელები უყურებენ თავიანთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის ცხოვრებას მინისერიალის ფორმატში და მეორეა როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ ასე რომ....
2. Cama de gato - გამომდინარე იქიდან რომ ეს სერიალი არის 6 საათიან ეთერში ჩასმული, მისი რეიტინგი არ არის სავალდებულო რომ იყოს ძალიან მაღალი თუმცა საშუალო რეტინგი 6 საათიანი სერიალის უნდა იყოს სულ ცოტა 24 პუნქტი, "კატის საწოლი" კი 22 პუნქტიან ბარიერს სულ რამდენჯერმე გადაცდა......მთლიანობა ის "რიგითი" სერიალია.
3. Kubanacan - მიუხედავად იმისა რომ ეს სერიალი 2003 წლის ნამუშევარია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე მოძველებულ პროდუქტად ითვლება, ბრაზილიაში ის ინარჩუნებდა შვიდსაათიანი სერიალისთვის საკმარის 36 რეიტინგულ პუნქტს რის გამოც 200 სერიას აცდა მისი გადაღებები და მარკოს პასკიმი ვასკვლავად აქცია....
4. Tempos modernos - ჯერ კიდევ ბრაზილიაში ვიყავი ეს სერიალი რომ დაიწყო მიმდინარე წლის იანვარში, ვინაიდან და რადგანაც ეს სერიალი ჯერ კიდევ გლობოს ეთერში გადის, ადრეა მასზე საუბარი, თუმცა მისი წინამორბედი "Caras & Bocas"-სგან განხვავებით უკვე საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს საშუალო მაჩვენებლით 29 პუნქტი რაც მართლა დაბალია 7 საათიანი სერიალისთვის, ამბობენ რომ ეს ბოსკო ბრაზილის დამსახურებაც არის რადგან აქამდე ის მხოლოდ თანა-ავტორად მუშაობდა და ახლა მთავარი ავტორი გახდა, მიუხედავად იმისა რომ ვივიან პაჟმანტერი და ანოტონიო ფაგუნდესი მართლაც შეუდარებელი მსახიობები არიან.....
5. Viver a vida - ეს არის ალბათ ყველაზე განხილვადი თემა ახლა ბრაზილიაში. ახალი ელენა და მანოელ კარლოსის ახალი ტელერომანი...... ამ სერიალს თავიდანვე დიდი პრობლემები ჰქონდა, პირველ რიგში მაყურებელი დაიღალა ჟოზე მაიერის ყურებით რადგან მის ასაკში უნდა ითამაშო მისთვის შესაფერისი როლები, თუმცა მთავარი პროტესტი მაურებელს ჰქონდა ელენას მიმართ. ყველა ელენა აქამდე იყო 35-ს გადაცილებული დამოუკიდებელი ქალი, ტაის არაუჟოს სახით კი გვევლინება 25ს გადაცილებული ანგელოზი და მის გვერდით 60ს გადაცილებული ჟოზე მაიერი! ჟურნალისტებით დაწყებული უბრალოდ მაყურებლით დამთავრებული, გამუდმებით მესმოდა ერთი და იგივე ფრაზა - ამ სერიალში არაფერი არ ხდება..... ბუნებრივია ამ ლოგიკით არცერთ სერიალში არაფერი არ ხდება, მაგრამ შოკი იყო სერიალისმეორე ფაზაში როდესაც პერსონაჟი ლუსიანა ინვალიდი ხდება - ალინი მორაესმა ერთი ხელის მოსმით გამოცალა სცენა ტაის არაუჟოს და გახდა სერიალის მთავარი გმირა.... რეიტინგებმა აიწიეს მაგრამ ყველას ლუსიანას ნახვა უნდოდა, ელენა და მისი პრობლემები მეორეხარისხოვანი გახდა რაც არც თუ ისე კარგია მთავარი სერიალისთვის..... ბევრი რომ აღარ გავაგრძელო 9 საათიანი სერიალისთვის საშუალო რეიტინგი 45 პუნქტი "Viver a vida"-მ მხოლოდ ერთხელ გადალახადა და საშუალოდ 35 პუნქტზე გაჩერდა.....რაც დამღუპველია მთავარი სერიალისთვის....
6. Cinquentinha ამ მიკრო სერიალის შესახებ უკვე ვისაუბრე.....დასანანია რომ რენატა სორამ უარი თქვა ამ პროექტზე თუმცა ალბათ აჯობებს მეორე სეზონის გამოსვლას დაელოდოთ სანამ იტიდით რადგან არსებული 8 სერია საკმაოდ "გაურკვევლად" სრულდება.... ანუ გაგრძელება იგულისხმება და თან 8 სერია არ არის საკმარისი მაყურებლის მოსაზიდან, თუნდაც სუზანას გამო....
7. TRES IRMAS - მაღალი რეიტინგით დაიწყო და შემდეგ საკმაოდ დაეცა, თუმცა რეჟინა დუარტე, ჯოვანა ანტონელი და კაკაუ (კლაუდია აბრეუ) საკმაოდ კარგ სამ დას ქმნიდნენ, ამბობენ ვერა ოლცმაც კარგად ითამაშაო, თუმცა არ ვიცი, მაინც 7 საათიანი სერიალია და ბრაზილიაში ვერ აცდა 179 სერიას რაც საერთაშორისო გაქირავებაში მას 140-მდე დაიყვანს.....თუმცა გოგონებში როდრიგო ილბერტი ძალიან პოპულარულია და მის გამო ღირს....
8. Sinha Moca - უკანასკნელი 2 წლის მაჩვენებლებით კოსტუმირებულ ნოველებს რეიტინგი საგრძნობლად უვარდებათ მითუმეტეს თუ ეს რომელიმე ნოველას რიმეიკია.... თუმცა დებოლა ფალაფებას დამსახურებაა რომ ამ სერიალმა საშუალოდ 32 პუნქტი შეინარჩუნა, 6 საათიანი თანაც კოსტუმირებული? შეკვეცილი ვერსია 100 სერიანია რაც კარგია თუ არ გაამრთლებს 5 თვეში დამთავრდება.
9. As filhas de mae - 7 საათიან ეთერში მოხვედრილი ეს ნოველა იყო სილვიო დე აბრეიუს დაწერილი, ფერნანდა მონტენეგრო, რეინალდო ჯიანეკინი, ტონი რამოსი,რაულ კორტესი და სხვა გენიალური სახელები...... მიუხედავად ამისა ეს სერიალი ითვლება დიდ ფიასკოთ. საშუალო რეიტინგი უნდა ყოფილიყო 35 პუნქტი და ამ სერიალმა 27 პუნქტიანი ბარიერი ძლივს გადალახა..... რის გამოც 125 სერიაში "მიხურეს".....
10. Pe Na Jaca - შვიდსაათიანი ეთერისთვის ძალიან კარგი სერიალი იყო..... კომედია სადაც მურილო ბენისიო არის შეუდარებელი, დებორა სეკო და ჟულიანა პაესი ძალიან სასაცილოები და მარკოს პასკიმი მომხიბლავი....ამავე სერიალით აღინიშნება როდრიგო ლომბარდის დიდი გამოჩენა რომელიც შემდგომ "ინდოეთის გზებში" მთავარ როლს ღებულობს...... "ძალიან კარგად იწყება და მოსაწყენი ხდება"-ტიპის ნოველაა
11. Paraiso Tropical - ამ სერიალს ვაქებ და ვადიდებ დღემდე და ალბათ ოდესმე როცა დრო მექნება დავუბრუნდები და თავიდან ვნახავ! როგორც წესი სამსახურის გამო სერიალებს თავიდან ბოლომდე არ ვუყურებ იმიტომ უბრალოდ დრო არ მყოფნის, Paraiso Tropical -ლს ვუყურე ყოველ წამს და ყოველ წუთს და ნამდვილად ღირდა..... საშუალო რეიტინგით 42 პუნქტი და მაღალი მაჩვენებლით 56 პუნქტი Paraiso Tropical -ლმა მოხსნა ყველა რეკორდი.... ჩემი აზრით კამილა პიტანგას და ვაგნერ მოურას დუეტი ამ სერიალში უნდა ნახოს ყველამ, ქართველმაც, ფრანგმაც და ავსტრალიელმაც..... სუზანა ვიერია პირველივე ფაზაში ქრება მაგრამ ალესანდრა ნიგრინი ორმაგი როლით და ფაბიო ასუნსონი შეჭრილი თმებით ეს არის სანახაობა! მარია ფერნანდა კანდიდო რა ხანია ეკრანზე არ ყოფილა და ამ სერიალის პირველ-მეორე ფაზებში ბრუნდება, გლორია პირესი შეუდარებელია, დაამავე სერიაშლი აღინიშნება ახალი თაობის მსახიობების მთელი პლიადა მათ შორის გუსტავო ლეაო..... ეს არის სერიალი რომელიც იმდენად დინამიურად არის გადაღებული რომ შეგრძენაბ გაქვს ფილმს უყურებ! ვერა ოლცი და სერჟიო მარონე, ბრუნო გალიასო და იონა მაგალიაესი....დავიწყარია ეს ნოველა იყიდეთ არ ინანებთ მართლა კარგია.....
12. Mad Maria - ძალიან ლამაზი მინისერიალია, ფაბიო და ანა პაულო აროსიო კარგები არიან მაგრამ არ მგონია ქართველ მაყურებელს დააინტერესოს როგორ აშენებდნენ 1912 წელს ბრაზილია რკინიგზას და როგორ ავიწროებდნენ თეთრკანიანები ადგილობრივ ინდიელებს...... თუმცა მინისერიალისთვის მედ-მარიამ 35 პუნქტიან ბარიერს მიაღწია 35 სერიაში რაც კარგია ძაან....
13. Negocio da China - ამ სერიალის ყიდვა დიდი შეცდომა იქნება........მართალია გრაცი მაცაფერას პირველი მთავარი როლია (აღსანიშნავია რომ ეს გოგონა რეალითი შოუდან არის მოსული რომელიღაცა Big Brother-ის მონაწილე იყო სანამ სერიალებში მოხვდებოდა და კაუა რაიმონდს გაყვებოდა ცოლად) მაგრამ 2008 წლის დეკემბერი შეძრა ფაბიო ასუნსონის სკანდალურმა "დათხოვამ" გლობოდან რომელმაც სახალხოდ აღიარა ნარკომანობა და არიზონას შტატში მდებარე დახურულ კლინიკაში დაიწყო მკურნალობა. ასუნსონი მხოლოდ 2010 წელს დაუბრუნდა ეკრანს მინისერიალით "დალვა და ერივერტო".....ფაბიოს გამო სცენარი გადაწერეს და სერიალი ისედაც საცოდავი 21 ფუნქტის ქვემოთ დაეცა, რის გამოც 137 სერიაზე სასწრაფო წესით მიამთავრეს.........
14. A Casa das Sete Mulheres - ლიტისია ვიერხოვსკის რომანის მიხედვით გადაღებული ეს მინი სერიალი ძალიან პოპულარული იყო 2002-2003 წლებში და კამილა მორგადომ ფაქტიურად გზა გაიკაფა, მსაშუალო რეიტინგით 32 პუნქტი "შვიდი ქალის სახლი" მართლაც კარგი სანხაობაა და 52 სერია უკამყოფილების შეგრძნებას ტოვებს.........
მოკლედ ეს არის ჩემი აზრი ამ ნოველებზე და დანარჩენი თქვენთვის მიმინდია...... ეს კი ფოტო იმ რამდენიმე ჟურნალის რომლებიც ბოლო ვიზიტის დროს ვიყიდე.....
* * *
ეს კი ცუდი ამბავი რომელიც ახლავიპოვე ჩემს იმეილში ერთი გლობოში მომუშავე წყაროდან....
O sempre polêmico Aguinaldo Silva se recusou a escrever uma próxima temporada de "Cinquentinha", mas deve emplacar uma nova novela na Rede Globo em 2011.Tanto que já solicitou para a emissora que Glória Pires, Lilia Cabral, Letícia Spiller e Dalton Vighi sejam reservados para a sua próxima história que tem o título provisório de "Marido de Aluguel", onde Lilia seria a vilã e Glória e Dalton fariam o casal protagonista.Será que a Globo já concordou ?
რაც იმას ნიშნავს რომ აგინალდო სილვამ უარი განაცხადა Cinquentinha გაგრძელებაზე და შესაბამისად ეს მიკრო სერიალი ასეც დარჩება 8 სერიად....... სამაგიეროდ 2011-ს ივნისში ჩაუშვებენ "ქმარი გამოძახებით"(სამუშაო სათაური) დალტონ ვიგის,გლორია პირესის და ლილია კაბრალის მონაწილეობით, თუმცა ეს ინფორმაცია დასადასტურებელია რაგდან გლორია დამტკიცებულია ჟილბერტო ბრაგას შემდეგ ნოველაში რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება.......
..........................
რაც შეეხება ახალ სერიალს სახელად "ვნება" სილვიო დე აბრეუ ("ახალი მსვერპლი" "ბაბილონის გოდოლი" "ბელისიმა") გვპირდება საკმაოდ დამაინტრიგებელ დრამას სადაც ბუნებრივია აქცენტი გაკეთებული იქნება რაიმე დეტექტიურ ხაზზე რომელიც ამ ავტორისთვის დამსახასიათებელია და სხვ ავტორების სერიალებისგან განსხვავებით მოქმედება განვითარდება სან პაულოში (სილვიო დე აბრეუ ერთად ერთი ავტორია რომლის გამოც გლობო სპეციალურ ხარჯებს გამოჰყოფს იმისათვის რომ სტუდიური გადაღებები სან პაულოს პავილიონებში ჩაწერონ, იგივე მოხდა ჟოაი ემანუელ კარნეიროს "ფავორიტის" დროს რომელსაც თავიდან დედაქალაქ - ბრაზილიაში უნდოდა ამ სერიალის დადგმა მაგრამ სიძვირის გამო შეცვალეს და სან პაულო დაუმტკიცეს, მიუხედავად იმისა რომ რიო როგორც წესი უფრო გაყიდვადია....)
ახალი ნოველას მთავარი გმირი იქნება მატრიარქი ბეტი ფერნანდა მონტენეგროს შესრულებით (ბია ფალკაო "ბელისიმა) რომელსაც 40 წლის თანაცხოვრების შემდეგ ეღუპება მეუღლე - მაურო მენდონსა, და ეს უკანასკნელი სიკვდილის წინ ცოლს გაანდობს რომ დიდი ხნის წინ მისი ღალატის შესახებ გაიგო და ბეტის შვილი იტალიელი ემიგრანტების ოჯახს მიაშვილა (დაახლოებით მსაგსვი სიუჟეტური ხაზი იყო "შემდეგ მსხვერპლში" ჟოზე ვილკერის პერსონაჟთან მიმართებაში) ბეტი გადაწყვეტ შვილის პოვნას და მოკლედ აი აქედან სერილის მომკდევნო 40 სერია გადავდივართ იტალიაში რამდენიმე ქალაქში.....
მთავარ ბოროტმოქმედთა წყვილს ითამაშებენ მარიანა შიმენესი და რეინალდო ჯიანეკინი...... პირველი შემთხვევაა ორივე მსახიობისთვის უარყოფითი როლები დღის მთავარ სერიალში! ჩაწერილი 18 სერია ეთერში მაისში დაიწყება, მანამდე კი დე აბრეიუ განაგრძობს წერას სანამ გადაღებები ჩვეულ რითმში დღეში 16 საათი იწარმოებს როგორც იტალიაში ასევე სან პაულოში.მოგეხსენებათ ბრაზილიაში ეთერში გასული მასალა მხოლოდ ერთი თვით ჩამორჩება ჩაწერებს იმისათვის რომ ავტორებს საკმაირის დრო ჰქონდათ სცენარის შესაცვლელად რეიტინგების და მაყურებლის რეაქციის მიხედვით!
დამტკიცებუ მსახიობთა სიაში არიან კარო დიკმანი, ტონი რამოსი, ვერა ოლცი, მარსელო ანტონი, დანიელ დე ოლივეირა, ლარისა მასიელი, როდრიგო ლომბარდი, კაუა რაიმონდი გაბრიელა დუარტე, ლეანდრა ლეალიდა სხვები!
....................
Passione-ს შემდეგ გლობოს მთავარ საეთერო სივრცეს დაიკავებს ჟილბერტო ბრაგას ახალი ნოველა სამუშაო სათაურით "გვერდი გვერდ" სადაც მცირე ეკრანს მთავარ როლში დაუბრუნდება გლორია პირესი. ამავე ნოველასთვის უკვე დაბრონილები არიან ტაის არაუჟო, კლაუდია აბრეუ, ჯოვანა ანტონელი და სელტონ მელო, გავრცელდა ხმა რომ დალტონ ვიგი გლორიას პარტნიორი გახდება....
საერთოდ მინდა ავღნიშნო რომ გლობოს პროფესიონალზმი აღემატება ამერიკული ტელენაწარმის მწარმოებელთან პროფესიონალიზმსაც კი, იმ თავსაზრისით რომ გლონოს საეთერო სივრცე 2014 წლის ჩანთვლით გათვლილია, მათ შორის, 6 საათიანი, 7 საათიანი და 9 საათიანი სერიალების ჩათვლით! 2014 მსოფლიო ჩემპიონატი რიოში, 2016 კი ოლიმპიური თამაშები, ასე რომ რიოს დაუვიწყარი ღამეები ელის.....გლობოს ვარკსკვლავებს კი VIP ადგილები ამ ისტორიულ სპორტულ დღესასწაულებზე.....
........................
Celebridade
* * *
MEDSკარგი ნამუშევარია
This post has been edited by Breaky on 20 Oct 2010, 20:40
მიმაგრებული სურათი