დასახელება: სამეფო ტახტთა თამაში / Game of Thrones
გამოშვების თარიღი: 2010 წლის გაზაფხული
შემქმნელი: David Benioff, Dan Weiss
ჟანრი: შუასაუკუნეების ფენტეზი
როლებში: Mark Addy, Alfie Allen, Sean Bean, Emilia Clarke, Nikolaj Coster-Waldau, Peter Dinklage, Michelle Fairley, Aidan Gillen, Jack Gleeson
სერიალის შესახებ: 2011 წლის გაზაფხულზე HBO (სოპრანოს კლანი, ნამდვილი სისხლი, სექსი დიდ ქალაქში) ახალ სერიალს იწყებს, რომლის პილოტის გამოშვების თარიღი ჯერ უცნობია.
ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს HBO-ა, ხოლო ამგვარი არხისგან იშვიათია ცუდი სერიალი, ამ არხის სერიალების დონის ხარიხით სხვა არხების შედარება ცოტა რთულად მეჩვენება. ასევე ფენტეზის ჟანრს, როგორც ვიცი, საქართველოში საკმაო რაოდენობის მკითხველი თუ მაყურებელი ჰყავს, შესაბამისად, ამ ნიუსით ისინი გახარებულები დარჩებიან.
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ სერიალი იქნება აგებულია ძალიან ცნობილ წიგნების სერიაზე „ყინულის და ცეცხლის სიმღერა“ ანუ „A Song of Ice and Fire”, რომლის ავტორიცაა ჯორჯ რ. რ. მარტინი (George R. R. Martin). წიგნების სერიაა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერია “New York Times”-ის ბესთსელერ წიგნებშია შესული. ამჟამად გამოსულია 4 წიგნი.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც კარგ სერიალს უნდა ველოდოთ, ეს მშვენიერი ქასთია. განსაკუტრებით ყურადღებას კი მიიქცევს მსახიობი შონ ბინი (Sean Bean), რომელიც ფენტეზის ფანებს განსაკუთრებით დაამახსოვრდებოდათ უკვდავი ტრილოგიიდან „ბეჭდების მბრძანებელი“ სადაც შონი გონდორელ მეომარს - ბორომირს თამაშობს.
როგორც შემქმნელებმა განაცხადეს, სერიალი მკაცრად გაყვება წიგნის სიუჟეტს და არ იქნება მას ჩამოცილებული. ამაზე გამეღიმა, „ნამდვილი სისხლია“ ზუსტად ესეა გაკეთებული, როგორც ჩანს HBO-ს სტილია ზუსტი ადაპტირება.
წყარო:
კინობლოგიესეც ტიზერ-ტრეილერი
This post has been edited by Weiman on 27 Nov 2010, 23:54
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass