layneარაფერს.
ვალარიის იმპერია - Valyrian Freehold5000 წელი ეიგონის შემოჭრამდე - ვალარიის ქალაქი-სახელმწიფოს გაძლიერება მას მერე დაიწყო რაც, ვალარიის წარჩინებულმა გვარებმა ესოსში მწყემსების მიერ ნაპოვნი დრაკონების მოთვინიერება ისწავლეს.
ამ დროისთვის ესოსის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო ძველი ჰისი. ვალარიელებმა ჰისიც დაიპყრეს და 4500 წლის მანძილზე მთელი ესოსიც დაიმორჩილეს იმ მიწების ჩათვლით, სადაც მოგვიანებით თავისუფალი ქალაქები დაარსეს. იმპერია აღმოსავლეთით დოთრაკიელების ზღვის სახელით ცნობილ მიწებს ესაზღვრებოდა.

200 წელი ეიგონის შემოჭრამდე - წარჩინებულმა ვალარიულმა გვარმა ტარგარიენებმა დაიპყრეს კუნძული დრაკონის ქვა და იქ დასახლდნენ.
წიგნებში ვალარიის შესახებ ჯერჯერობით ძალიან მცირე ცნობებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვალარიაში ძალიან განვითარებული იყო მაგია და ფოლადის გამოწრთობის ხელოვნება. ვალარიული ხმლები გამოირჩეოდა დიდი სიმტკიცით და განსაკუთრებული შეფერილობით. ლეგენდის მიხედვით, მეტალის თვისებების გასაუმჯობესებლად მჭედლები მაგიას მიმართავდნენ. ვესტეროსში მხოლოდ რამდენიმე ათეული ვალარიული ხმალია შემორჩენილი, რომლებიც ძვირად ფასობს და წარჩინებული ოჯახების საგვარეულო რელიქვიად ითვლება.
ვალარიელებს კარგად ესმოდათ სამშენებლო საქმეც. ვალარიელი მშენებლები უზარმაზარ ნაგებობებს ცეცხლის და მაგიური შელოცვების დახმარებით აგებდნენ. ვესტეროსში ვალარიელების აგებულია დრაკონის ქვის ციხე-სიმაგრე. ესოსში შემორჩენილია მათი გაყვანილი გზები და აქა-იქ მიმობნეული სფინქსების ქანდაკებები.
ასევე ცნობილია, რომ ვალარიელებს ჰქონდათ ობსიდიანისგან დამზადებული გიგანტური სანთლები, რომლებიც მაგიური ძალის მეშვეობით ანათებდა და გამოიყენებოდა სიზმრების ასახსნელად და დიდი მანძილზე კავშირის დასამყარებლად.
ვალარიელებმა თავიანთი ძლიერების ზენიტში ესოსის დასავლეთ ნაპირებზე დაარსეს 8 თავისუფალი ქალაქი: პენტოსი, ლორატი, მირი, ლისი, ქხვორი, ნორვოსი, ტიროში, ვოლანტისი. მეცხრე ქალაქი ბრაავოსი ვალარიის შახტებიდან გამოქცეულმა მონებმა დააარსეს და დიდი ხნის განმავლობაში მის არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ. ბრაავოსის არსებობა მხოლოდ 100 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, ხოლო მისი ადგილმდებარეობა - 300 წლის მერე.
ვალარიელების რელიგიაზე მარტო ის არის ცნობილი, რომ ეიგონის დრაკონებს ვალარიელი ღმერთების სახელები ერქვათ - ბალერიონი, ვხაგარი და მირაქსესი. ანუ, მრავალღმერთიანობა ჰქონდათ. დამწერლობა - იეროგლიფები.
ვალარია მონათმფლობელური იმპერია იყო. მონებს ომების შედეგად მოიპოვებდნენ და ძალიან იაფი ღირდა. ძირითადად, ოქროს შახტებში ამუშავებდნენ.
ვალარიელები გამოირჩეოდნენ ვერცხლისფერი ან ოქროსფერი შეფერილობის თეთრი თმებით და იისფერი თვალებით. წარჩინებულ გვარებს შორის ჩვეულებრივი ამბავი იყო ინცესტი. ამ ტრადიციას სისხლის სიწმინდის შენარჩუნების გამო მისდევდნენ.
200-150 წელი ეიგონის შემოჭრამდე - "საბედისწერო დღემდე" ცოტა ხნით ადრე, ვალარიაში თანდათან გაქრა მაგია. შემდეგ დაიწყო ვულკანური ამოფრქვევები. მიწისძვრების შედეგად, ვალარიის ნახევარკუნძული გამოეყო ესოსის კონტინენტს და კუნძულად იქცა. მათ შორის გაჩენილ ზღვას კვამლიანი ზღვა ეწოდა.
საბედისწერო დღეს ერთდროულად უამრავი ვულკანის ამოფრქვევის და მიწისძვრების შედეგად ქალაქი ვალარია და ვალარიის კუნძულის სხვა ქალაქები მთლიანად განადგურდა. წარჩინებული ოჯახების უმეტესობა და მათი დრაკონები გაწყდნენ. კატასტროფა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ უმრავლესობამ ხომალდებით გაქცევაც ვერ მოასწრო. ვალარიელების ცივილიზაციის მთელი ცოდნა და მიღწევები დაიკარგა. გადარჩა მხოლოდ 2 ოჯახი - ტარგარიენების და ველარიონების. ესენი დიფტმარკის კუნძულზე დასახლდნენ და ვესტეროსში ტარგარიენების გამეფების მერე რამდენჯერმე დაუნათესავდნენ ამ გვარს. სტანის ბარათეონის ვასალებად ითვლებოდნენ. მათი ბასტარდების გვარი იყო - უოტერსი.
ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინი ახსენებს, რომ კატასტროფას გადაურჩა კვოხერისის გვარიც და თავისუფალ ქალაქებში დასახლდა.
This post has been edited by D-zine on 3 Jun 2011, 19:20