კედელი
ვესტეროსის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა. ააშენა ბრენდონ "მშენებელმა"(სტარკი) ეიგონ დამპყრობელის შემოჭრამდე 8000 წელს გიგანტების და ტყის შვილების მაგიური ძალების დახმარებით. სიგრძე - 500 კმ-მდე, სიმაღლე - 210 მეტრი, ზემოთა ნაწილის სისქე - გვერდიგვერდ მდგარი 12 მხედარი თავისუფლად გაივლის.
კედელი აშენდა ქვის და ყინულის უზარმაზარი ლოდებით ვესტეროსის დასაცავად "თეთრი მოხეტიალეებისგან" (Others, იგივე White Walkers), რომლებიც გრძელი ზამთრის დროს ჩნდებოდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ ყველას და ყველაფერს. კედლის მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ღამის გუშაგებმა ბრძოლაში, რომელიც ვესტეროსის ისტორიაში "განთიადის ბრძოლის" სახელით შევიდა, თეთრი მოხეტიალეები დაამარცხეს.
კედელი დასავლეთით, გორაკებს შორის იკლაკნება და ამიტომ ბენჯენ სტარკმა "გველი" შეარქვა, აღმოსავლეთ, ბოლომდე სწორ ნაწილს კი "მახვილი" უწოდა. კედელს იცავს უზარმაზარი კატაპულტები და ხის ამწეები.
კედლის გასწვრივ განლაგებულია 19 კოშკი. კოშკები კედლიდან სამხრეთითაა აშენებული და არცერთ მათგანს თავისი გალავანი არა აქვს, რადგან კედელს დაცვა მხოლოდ ჩრდილოეთიდან ჭირდება. წლიდან წლამდე "ღამის გუშაგების" რაოდენობა მცირდებოდა და რობერტ ბარათეონის მეფობის დროს 19 კოშკიდან მათ მხოლოდ 3 ჰონდათ დაკავებული - ღამის კოშკი(600-მდე გუშაგი), დაისის კოშკი(200 გუშაგი) და აღმოსავლეთის კოშკი ზღვასთან თავისი პორტით. დანარჩენი კოშკები, მათ შორის უძველესიც - ღამის სიმაგრე, მიტოვებულია.
ზამთრის საყვირი, რქაHorn of Winter - უძველესი მაგიური არტეფაქტი. ლეგენდის მიხედვით, სადღაც ვესტეროსში ინახება ზამთრის საყვირი, რომელსაც თავისი მაგიური ძალით გიგანტების გამოღვიძება და კედლის დანგრევა შეუძლია. მისი შექმნა ტყის შვილებთანაა დაკავშირებული. იგივე ლეგენდის მიხედვით, დიდი ხნის წინ, ველურების მეფე ჯორამუნმა იპოვნა საყვირი და კედელიც დაანგრია, მაგრამ სტარკებმა ბრძოლაში გაანადგურეს ის და მისი არმია. ამის შემდეგ საყვირი სადღაც კედლის ჩრდილოეთით დაიკარგა. ჯონ სნოუს გუშაგებში ჩარიცხვის დროს, მეფე მანსის ბრძანებით, ველურები საყვირის მოსაძებნად ძველ სამარხებსა და აკლდამებს ხსნიდნენ. ამ ისტორიას კაი დიდი გაგრძელება აქვს, მაგრამ სპოლიერები რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ იმას დავწერ, რომ, როგორც ყოველთვის, ლეგენდებში ძირითადი ნაწილი სიმართლეა
ღამის გუშაგები, შავი საძმო, "ყვავები"
"ღამის გუშაგები არავის მხარეს არ დგებიან. ჩვენი ერთადერთი მტერი ჩრდილოეთიდან მოდის. ჩვენ ჩვენი ომი გვაქვს."საძმო დააარსა ბრენდონ სტარკმა "გრძელი ღამის" დადგომისას, დაახლოებით 8000-8030 წლებში ეიგონის შემოჭრამდე.
ღამის გუშაგებში სამუდამოდ ეწერებიან. ნებისმიერი, ვინც საძმოს ლორდი-სარდალის ნებართვის გარეშე პოსტს ტოვებს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნებისმიერი, ვინც გუშაგის შავ მანტიას იხდის და საძმოს ტოვებს, დეზერტირად ითვლება და სიკვდილით ისჯება. ნებისმიერი ლორდი, რომელიც თავის მიწაზე დეზერტირს შეიპყრობს, ვალდებულია ის სიკვდილით დასაჯოს.
ღამის გუშაგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, წარმომავლობის მიუხედავად. მათ შორის უკანასკნელი ავაზაკებიც და სამეფო ოჯახის წევრებიც. საძმოში გაწევრიანების შემდეგ, გუშაგი კარგავს ყველა იმ პრივილეგიას და უფლებებს, რაც საკუთარი წარმომავლობიდან გამომდინარე გააჩნდა.
გუშაგების დიდ უმრავლესობას ყოველთვის შეადგენენ დამნაშავეები, რომელთაც კედელზე მსახურების სანაცვლოდ საპყრობილეებიდან ათავისუფლბდნენ. გუშაგებში ნებაყოფლობით გაწევრიანებულები ყოველთვის უმცირესობას შეადგენდნენ და ყოველტვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ.
გუშაგს არ შეიძლება ყავდეს ოჯახი და ცოლ-შვილი. გუშაგი არ შეიძლება ჩაერიოს ვესტეროსის შიდა ომებში. ნებისმიერი, რომელიც სამოქალაქო ომებში რომელიმე მეომარ მხარეს დაიჭერს, სიკვდილით ისჯება.
როდესაც ეიგონ ტარგარიენმა ვესტეროსის ერთ-ერთი მეფე, შავი ჰარენი მოკლა, ჰარენის ძმა ღამის გუშაგების ლორდი-სარდალი იყო და დროშის ქვეშ 10 000 მებრძოლი ყავდა. მაგრამ მან ფიცი დაიცვა და ომში არ ჩაერია. როდესაც ანდალებმა ვესტეროსის დაპყრობა დაიწყეს, ღამის გუშაგები კედელზე დარჩნენ.
მაგრამ 8000 წლის მანძილზე მაინც იყო შემთხვევები, როდესაც ლორდი-სარდლები და მეთაურები ფიცს არღვევდნენ. რანსელ ჰაითაუერს საძმოს თავის ბასტარდისთვის მემკვიდრეობით გადაცემა სურდა, როდრიკ ფლინტი კედლის-იქით-მეფობაზე ოცნებობდა... 600 წლის წინ ორი კოსკის მეთაურები ერთმანეთს გადაემტერენ. მათ დაპირისპირებას ლორდი-სარდალი შეეწირა.
ყველა ეს შემთხვევა, ჩრდილოეთის გამგებლების - სტარკების ჩარევით და დამნაშავეების სიკვდილით დასჯით დამთავრდა.
"ღამის მეფის" ლეგენდა"ღამის მეფე" გუშაგების მეცამეტე ლორდი-სარდალი იყო. ლეგენდის მიხედვით, ის იმდენად უშიშარი იყო, რომ ამან დაღუპა. ერთხელ კედლის იქით ულამაზესი თეთრკანიანი და ლურჯთვალება ქალი დაინახა, იმდენად მოეწონა, რომ დაეწია მას, ღამის სიმაგრის კოშკში მიიყვანა და დედოფლად გამოაცხადა. მაგიური ძალების ზეგავლენით ღამის გუშაგები დაემორჩილენ მას და მეფედ აღიარეს.
13 წლის შემდეგ სტარკმა და ველურების მეფე ჯორამუნმა გაერთიანებული ძალებით(სავარაუდოდ ეს გაერთიანება ჯორამუნის მიერ ზამთრის საყვირის პოვნამდე მოხდა) დაამხეს "ღამის მეფე". მისი დაღუპვის შემდეგ გაირკვა, რომ ის და მისი დედოფალი "თეთრ მოხეტიალეებს" მსხვერპლს წირავდნენ. ამის შემდეგ, "ღამის მეფის" შესახებ არსებული ყველა ჩანაწერები განადგურდა, ხოლო მისი სახელის ხსენება სამუდამოდ აიკრძალა. ამბობენ, რომ ისიც სტარკების გვარიდან იყო.
ღამის გუშაგების სტრუქტურაღამის გუშაგებს ხელმძღვანელობს ლორდი-სარდალი. ამ პოსტზე სიკვდილამდე ირჩევენ. არჩევნებში ხმის მიცემა ან საკუთარი კანდიდატურის დაყენება ნებისმიერ გუშაგს შეუძლია. ლორდი-სარდალის პოსტს იკავებს ის, ვინც ხმების 2/3-ს მოაგროვებს. ღამის გუშაგების 997-ე ლორდი-სარდალი იყო ჯიორ მონმორტი, მეტსახელად ”ბებერი დათვი”.

ღამის გუშაგები სამ ნაწილად იყოფიან:
მშენებლები - ქვის მთლელები, დურგლები, მეტყევეები. მათი ამოცანაა კედლისა და კოშკების გარემონტება. ისინი კაფავენ მოჯადოებულ ტყეს, როდესაც ის კედელს უახლოვდება. გზების შეკეთებაც მათი მოვალეობაა. მშენებლების მეთაური პირველ მშენებელად იწოდება;
სტიუარდები - მზარეულები, მკერავები, მჭედლები, მეჯინიბეები, მეზღვაურები, მეისტერები და ა.შ. სტიუარდები ემსახურებიან წოდებით უფროს ან ასაკის გამო დაუძლურებულ ძმებს, აგროვებენ საკვებს, ამზადებენ იარაღს, უვლიან საფოსტო ყვავებს. მათი მეთაურია ლორდი-სტიუარდი. ლორდი-სარდალის პირადი სტიუარდი მისი საჭურველთმტვირთველის მოვალეობასაც ასრულებს.
მზვერავები - მეომრები, რომლებიც უშუალოდ კედელს იცავენ და ხშირად კედლის იქით დაზვრევით ექსპედიციებსაც აწყობენ. მათი მეთაურია პირველი მზვერავი. წიგნის/ფილმის დასაწყისში პირველი მზ[ერავის მოვალეობას ასრულებდა ნედ სტარკის ძმა ბენჯენ სტარკი. მისი დაკარგვის შემდეგ - ტორენ სმოლვუდი.
ძღვენიკედლის სამხრეთით მიწების ნაწილი საძმოს ეკუთვნის და ამ ტერიტორიას ძღვენი ეწოდება. კედელთან ახლოს ბრენდონ მშენებელის მიერ ნაჩუქარი მიწებია და ბრენდონის ძღვენად მოიხსენიებენ. უფრო სამხრეთით, მდებარეობს მიწები, რომელიც გუშაგებს დედოფალმა ალისანამ მიუძღვნა ტარგარიენების გამეფების შემდეგ 49 წელს, როდესაც თავის დრაკონზე ამხედრებულმა მოინახულა კედელი. ამ ადგილებს ახალი ძღვენი და დედოფალის ძღვენი ეწოდება.
თხუნელების ქალაქიძღვენის ტერიტორიაზე მდებარეობს თხუნელების ქალაქი. მიწის ზემოთ მხოლოდ პატარა უმნიშვნელო შენობებია. ქალაქის დიდი ნაწილი მიწის ქვემოთა. ღამის გუშაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს თხუნელების ქალაქის ბორდელი, რომელიც ასევე მიწის ქვემოთაა.
ველურები, ”თავისუფალი ხალხი”კედლის ჩრდილოეთით მცხოვრები სხვადასხვა ხალხები - ტენნები, ვარგები, გიგანტები და კაციჭამიები წიგნებში ერთი საერთო სახელით მოიხსენიება - ველურები. ისინი ღამის გუშაგების მთავარ მტრებად მას შემდეგ, იქცნენ, რაც ”თეთრი მოხეტიალეები” განთიადის ბრძოლაში დამარცხდნენ და გაუჩინარდნენ. ველურები მამაცი მეომრები არიან, მაგრამ არანაირი ორგანიზებულობა და დისციპლინა არ გააჩნიათ. რის გამოც გუშაგები ყოველთვის ამარცხებდნენ მათ.
ზოგჯერ, მათ შორის გამორჩეული მეომრები ახერხებდნენ ველურების გაერთიანებას. ასეთი მეომრები კედლის-იქით-მეფეებად იწოდებიან. ასეთები იყვნენ ბაელ-ბარდი, გრენდელი, მანსი. ველურების აუხდენელი ოცნებაა კედლის გადმოლახვა და სამხრეთის ნაყოფიერ მიწებზე დასახლება. იმის მერე, რაც თეთრი მოხეტიალეები კვლავ გამოჩდნენ, ველურებში ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.